1 of 15

დედაბოძი

8.12.2020

2 of 15

  • დედაბოძი - მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი, სახლის ცენტრალური სვეტი, რომელსაც სახლის გადახურვა ეყრდნობოდა.
  • დედაბოძზე გამოსახავდნენ გეომეტრიულ ორნამეტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ადამიანის ხელს, სხვადასხვა ტიპის ჯვარს, მზეს, წრეებს, ვარსკვლავებს და სხვა.
  • ხალხის წარმოდგენით, დედაბოძი ოჯახის წმინდათაწმინდად იყო მიჩნეული. 

3 of 15

4 of 15

ერთ სოფელში, მდინარის პირას, მშვენიერი ოდა წამოეჭიმათ. სახლი ხუთ ბოძზე იდგა. ყველაზე მსხვილს თანამოძმენი დედაბოძს ეძახდნენ.

ერთხელ დედაბოძმა იფიქრა: რაკი დედაბოძს მეძახიან, ყველაზე მთავარიც მე ვყოფილვარო და, სიამაყისგან გაბღენძილმა, თანამოძმე ბოძებს დამცინავად გადახედა. იმ დღეს ქარი ამოვარდა, დაიჭრიალა ოთხმა ბოძმა.

5 of 15

- გავმაგრდეთ, ნურაფრისა გვეშინია, ძალა ერთობაშიაო, - გაამხნევეს ერთმანეთი.

- აი, თქვე უქნარებო, - ხმა ამოიღო დედაბოძმა, - მე რომ არ ვიყო, თქვენ რა შეგიძლიათ. მთავარი აქ მე ვარ, დედაბოძს ტყუილად ხომ არ მეძახიან!

დიდად გაიკვირვეს ბოძებმა თანამოძმის ტრაბახი; ასეთი რამ ჯერ არ სმენოდათ.

6 of 15

განცვიფრებით გადახედეს ერთმანეთს. მერე ერთმა შეჰკადრა:

- ქოლგასაც ერთი ბოძი აქვს შეყენებული, მაგრამ აბა, ფეხზე დააყენე, უმალ გვერდზე გადაყირავდება.

- ერთი ამ წვრილას დამიხედეთ, აყუდებულა ბნელ კუნჭულში და ჭკუასაც მარიგებს, - დედაბოძმა საცერივით მსხვილი თვალები მრისხანედ დააბრიალა.

7 of 15

- ჰო, მართალს ამბობს, - გამოეპასუხა ახლა მეორე ბოძი, - ჩვენ უერთმანეთოდ არ ვვარგივართ, ეგ როგორ არ იცი?!

- არა, თქვენთან მეგობრობა არ გამომადგება, წავალ, ჩემს გზას მოვნახავ, - დაიბუბუნა დედაბოძმა და გორვა-გორვით გზას დაადგა. გზაზე მორებისა და ქვა-ღორღისაგან ნაშენი ჯებირი დაინახა და შეჩერდა. მდინარის ძალას ჯებირისათვის ვერაფერი დაეკლო.

8 of 15

- რამ შეგაძლებინა მდინარესთან გამკლავება? - ჰკითხა ჯებირს დედაბოძმა.

- რამ და მეგობრობის ძალამ: მორი მორს ამაგრებს, ქვა-ქვას, შლამი-შლამს, ამაშია ჩვენი სიმტკიცე.

დედაბოძმა გზა განაგრძო და უფრო საკვირველ სანახაობას წააწყდა.

9 of 15

ერთ კაცს ხუთიოდე მორი ტივად შეეკრა და ათჯერ უფრო მძიმე ტვირთი დაედო ზედ.

- რამ შეგაძლებინა ასეთი მძიმე ტვირთის ზიდვაო? - ახლა ტივს ჰკითხა დედაბოძმა.

- მეგობრობის ძალამო!

მართლაც, ერთმანეთს ისე მჭიდროდ მიჰკვროდნენ მორები, რომ მათ შუა წვეთიც ვერ გაჟონავდა.

10 of 15

დედაბოძმა ისევ გზა განაგრძო და ზღვის პირას აღმოჩნდა. ზღვამ რომ გააოცა, ეგ არაფერი, მთავარი საკვირველება სხვა იყო: კიბო განდეგილას ზურგზე ზღვის ცხოველი - აქტინია წამოეკიდა და მიასეირნებდა, თანაც საჭმელს ძმურად უნაწილებდა.

- რატომ დაათრევ ამხანაგს? - ჰკითხა კიბო განდეგილას.

- რა ვქნა, სიარული არ შეუძლია და საჭმელსაც ვერ შოულობს. ვეხმარები, როგორც შემიძლია. აბა რისი მეგობარი ვარ. ისიც ზრუნავს ჩემზე და... მტრის თავდასხმისაგან მიცავს! - ამაყად უპასუხა კიბო-განდეგილამ.

11 of 15

,,ესენიც მეგობრობას შეუკავშირებიაო“, - გაიფიქრა დედაბოძმა და იქაურობას გაეცალა.

უცებ ფეხის ხმა მოესმა; გზაზე მის საძებრად წამოსული პატრონი დაინახა. კაცმა მაშინვე იცნო. წაიღო და კვლავ შეუყენა სახლს. ის იყო და ის, მისგან საწყენი სიტყვა აღარავის სმენია. იგი ყოველთვის ნამდვილ მეგობრობას უწევდა თავის თანამოძმეებს.

12 of 15

უცხო სიტყვების ახსნა:

  • დედაბოძი - ძველი ქართული სახლის - დარბაზის მთავარი ბოძი.
  • ჯებირი - მიწაყრილი ან ნაგებობა მდინარის გასწვრივ.
  • ტივი - ერთიმეორეზე მიწყობით შეკრული დიდი ხეები მდინარეზე დასაცურებლად.
  • შლამი - ნიაღვრის მიერ ჩამოტანილი მიწა.

13 of 15

  • რა გაიფიქრა ერთ მშვენიერ დღეს დედაბოძმა?
  • რომელი სიტყვებით გაამხნევეს ერთმანეთი ბოძებმა?
  • როგორ მიმართა მეგობარ ბოძებს დედაბოძმა?
  • რაზე მიუთითა ერთ-ერთმა ბოძმა დედაბოძს?
  • მეორე ბოძის სიტყვებით, რას ვერ ხვდება, რა არ იცის დედაბოძმა?
  • რატომ ვერაფერი დააკლო მდინარემ ჯებირს?
  • რამ შეაძლებინა ტივს ტვირთის ზიდვა?
  • როგორ ეხმარებიან ერთმანეთს კიბო-განდეგილა და აქტინია?
  • რას მიხვდა დედაბოძი საბოლოოდ?

14 of 15

15 of 15

გაკვეთილის გეგმა:

  • თავმომწონე დედაბოძი.
  • დედაბოძის ტრაბახით განცვიფრებული ბოძები.
  • ამბოხებული დედაბოძი ტოვებს თანამოძმეებს.
  • დედაბოძის შეხვედრა ჯებირთან.
  • დედაბოძის შეხვედრა ტივთან.
  • დედაბოძის შეხვედრა განდეგილასთან.
  • მეგობრობის ძალა.
  • თანამოძმეებთან დაბრუნება.