1 of 9

შეიცან სამშობლო შენი--შიდა ქართლი

2 of 9

მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი

გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მუზეუმი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. მუზეუმი გაიხსნა 2007 წელს, მას შემდეგ, რაც გენერლის მშობლიურ სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია.

მუზეუმში გამოფენილია 122 ექსპონატი: გენერლის პირადი ნივთები, ფოტო სურათები, იარაღები, რუკები, ავეჯი, ხალიჩები, ჭურჭელი და ა. შ.

სახლი ერთსართულიანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და ხე. სახლი ოროთახიანია.

3 of 9

„დიდება ქვეყნისთვის წამებულ რაინდებს

4 of 9

ქვათახევის მონასტერი

5 of 9

ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია, ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულები მფარველობდნენ. თემურ ლენგის ლაშქრობისას, 1386 წელს, მონასტერი დაარბიეს და როდესაც ტაძარს შეფარებულმა მონაზვნება და სოფლის მცხოვრებლებმა ქრისტიანობის უარყოფაზე უარი თქვეს, ისინი ერთად გამოკეტეს და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა ქვათახევის მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, აქ დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი (თავად ტაძარიც ღვთისმშობლის სახელობისაა). ასევე მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

6 of 9

არქიტექტურა

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები.ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XII-XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი არქიტექტურული თვალსაზრისით ახლოსაა ბეთანიის ეკლესიასთან. ფასადები მოპირკეთებულია თლილი თეთრი ქვის კვადრებით. ტაძარი მოხატული ყოფილა, მაგრამ ხანძარმა მოხატულობა სრულიად გაანადგურა და ამჟამად კედლები შელესილია. ფასადები უხვადაა დეკორირებული, გუმბათი მთლიანად მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესიას ორი კარიბჭიანი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთის კარიბჭე მოგვიანებითაა მიშენებული, XVII საუკუნის მეორე ნახევარში. ქვათახევის მონასტრის გალავნის კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა, რადგან იგი რთულ რელიეფს მიუყვება. კარიბჭე სამხრეთითაა. დასავლეთითა და სამხრეთით სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებია განლაგებული. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ნატეხი ქვით ნაგები სატრაპეზო დგას, რომელშიც ორი დიდი ბუხარია შემორჩენილი. დასავლეთით XIX საუკუნით დათარიღებული საცხოვრებელი სენაკებია მიშენებული, რომლებსაც წინ საერთო დერეფანი აქვთ. გალავანში ასევე ჩართულია ნატეხი ქვით ნაგები, ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.სამრეკლო 1872 წელსაა აგებული. იგი გეგმით ხუთწახნაგა ნაგებობაა,

7 of 9

სამთავისის ამაღლების კათედრალი

8 of 9

სამთავისის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XI საუკუნის ძეგლია, ტაძრის წარწერებში აგების თარიღად მითითებულია 1030 წელი. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე, სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოსს - მიქაელს ეკავა, შემდეგ - მწიგნობართუხუცეს ანტონ ეპისკოპოსს, XIV საუკუნის პირველი ნახევრიდან კი იგი ზევდგინიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეში ძეგლს გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და ფასადები ჩამოენგრა და იგი XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალებმა აღადგინეს. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლის ნაწილიც განუახლებიათ, ნაწილობრივ კი თავიდან მოუხატავთ. როგორც ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეები გვამცნობს, სამთავისის ადგილას ვახტანგ გორგასლის მიერ 472 წელს აგებული ტაძარი მდგარა, რომლისგანაც დღესდღეობით აღარაფერია შემორჩენილი.

9 of 9

სამთავისის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი, გალავანი, საეპისკოპოსო რეზიდენცია, მცირე ეკლესია და სამრეკლო.

სამთავისის ამაღლების კათედრალი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. აღმოსავლეთ მკლავის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული, რომელთაც ასევე ნახევარწრიული აფსიდები აქვთ. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთითა და დასავლეთით. ნაგებობის შიდა სივრცე გუმბათსა და მკლავებში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. განსაკუთრებულადაა მორთული აღმოსავლეთის ფასადი. იგი დანაწევრებულია ხუთი კამარითა და ორი ნიშით. აღსანიშნავია ასევე ფასკუნჯის ბარელიეფი და ყურძნისა და ბროწეულებისაგან შედგენილი მოტივები, რომლებიც ფასადის მარჯვენა კუთხეშია განლაგებული. აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ სისტემაში ძლიერი აქცენტია აჟურული ფესტონებით.გალავანი გეგმაში მრავალგვერდაა და XVII საუკუნის II ნახევრითა და XVIII საუკუნის I მესამედით თარიღდება. მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ეპისკოპოსის პალატი დგას, რომელიც გალავანშია ჩართული. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.დიდი ტაძრის სამხრეთით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. სწორკუთხა დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ნაგებია რიყისა და თლილი ქვით.