1 of 7

პროექტი # 2

ელენე ლეთოდიანი

ქ.ცაგერის საჯარო სკოლა

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთი

2 of 7

ჩემს მიერ არჩეული ფინალური დავალების პირობა: „მედიასივრცეში, მათ შორი ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში, აღმოაჩინეთ ფართოდ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია. აღწერეთ სიყალბის დადგენის გზა, მისი გადამოწმების წყაროები და რესურსები, დაადგინეთ ყალბის მიღმა მომხდარი რეალური ფაქტები ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით და წარმოაჩინეთ რეალური ამბავი.“

მოცემული პროექტი ავირჩიე იმიტომ, რომ სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა კაცობრიობას სიკეთესთან ერთად, ახალი საზრუნავი ე.წ fake news გაუჩინა. fake news არის უდიდესი საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, ყალბი ინფორმაციის გავრცელება უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე, დაწყებული გარკვეული ინდივიდების ცხოვრებიდან, დამთავრებული სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე. fake news-ის გამვრცელებლები დღითი დღე იხვეწებიან და სიცრუის სიმართლისგან გარჩევაც უფრო და უფრო რთული ხდება. შესაბამისად, აუცილებელია ყველას გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია და დავადგინოთ სინამდვილე.

ვინაიდან, ჩემი აზრით, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე მოვლენაა ომი უკრაინა-რუსეთს შორის, გადავწყვიტე ამ თემის გარშემო გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მაგალითზე შემესრულებინა პროექტი.

3 of 7

06/04/2022 „РОССИЯ 24” გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით ‘ასე ამზადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები დადგმულ ვიდეოებს, რათა ფილტვებით იყვირონ „პუტინი დამდაშავეა“ შემდეგ კი, როგორც ბუჩაში, კიევსა და ნიკოლაევში გაფანტავენ ამ სათამაშებს“.

ეს ვიდეო პირველად გაზიარდა ტელეგრამზე, შემდეგ კი ვირუსულად გავრცელდა ტვიტერსა და ფეისბუქზე. სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა დაიჯერა რომ ომი უკრაინაში დადგმულია. თუმცა ვინც ინფორმაციას გადაამოწმებდა, გაარკვევდა, რომ ვიდეო გადაღებულია არა უკრაინაში, არამედ პეტერბურგთან ახლოს და კადრია რუსული სატელევისიო შოუდან.

4 of 7

ინფორმაციის ანალიზისას საკუთარ თავს უნდა დავუსვათ რამდენიმე კითხვა, ვინ შექმნა ეს მესიჯი, რა შეიძლება იყოს გამოტოვებული, რას ემსახურება ნარატივი? და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში კი როგორც აღვნიშნე ინფორმაციას რუსული ტელევიზია ავრცელებს და თუ მოვიძიებთ ინფორმაციას მის შესახებ,გავიგებთ რომ ისიც (ისევე როგორც თითქმის ყველა დიდი რუსული სატელევიზიო) არხი ეკუთვნის VGTRK, რომელიც რუსეთის მთავროვის მიერ ხალხზე მანიპულაციისთვის აქტიურად გამოიყენება.

შემდეგი ნაბიჯია იგივე სათაურის გუგლში ჩაწერა და სხვადასხვა წყაროს პოვნა, ასევე შეგვიძლია google lens-ის გამოყენებაც. საკმარისია რამოდენიმე წყაროს გადავხედოთ და სიმართლესაც დავადგენთ.

გარდა ამისა , თუ შევადარებთ ვიდეოში მოცემულ ინფორმაციას ბუჩას კადრებს, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს დავინახავთ, რომ ამ ორს ერთმანეთთან საერთო არ აქვს. შეგვიძლია ვნახოთ სატელიტის მიერ დაფიქსირეებული კადრებიც.

5 of 7

სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობამ არ იცის როგორ, ან არ ცდილობს აღმოაჩინოს ყალბი ინფორმაცია, რასაც კვლევებიც ადასტურებს.

დიაგრამაზე ასახულია როგორ პასუხისმგებლობას გრძნობენ ადამიანები ყალბი ინფორმაციის გავრცელების დასრულებასთან დაკავშირებით.

დიაგრამაზე ასახულია აშშ-ში ადამიანების დამოკიდებულებები იმის შესახებ,თუ რამდენად თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ყალბი ინფორმაციის ამოცნობასთან დაკავშირებით.

38%

2%

45%

25%

26%

6 of 7

როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, ყალბი ინფორმაციის მასობრივი გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და მასთან გამკლავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, fake news-ის აღმოჩენა არც ისე რთულია თუ ადამიანს აქვს სურვილი და მზაობა, რომ მიიღოს და გაიღრმაოს ამ საკითხთან დაკავშირებული ცოდნა.არავინ იმსახურებს სიცრუეში ცხოვრებას, ამიტომ ყველა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სიმართლის დადგენაში, რაც შეიძლება გამოიხატოს ცოდნის გაზიარებაში, ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავებაში, fake news შეჩერების ხელშეწყობაში და უბრალოდ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაში.

7 of 7

გამოყენებული რესურსები

  1. https://www.euronews.com/my-europe/2022/04/08/fact-check-viral-mannequin-video-does-not-prove-bucha-killings-were-staged
  2. https://vgtrk.ru/russia24
  3. https://www.statista.com/topics/3251/fake-news/#edito
  4. .https://smartik.ru/simferopol/post/160587348

და ა.შ

გმადლობთ ყურადღებისთვის!