1 of 7

შეიცან სამშობლო შენი (შიდა ქართლი)

2018წელი

2 of 7

მცხეთა შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანაში და იყო ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრი. მხოლოდ 20 კილომეტრში თბილისიდან და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, ქალაქი მდებარეობს უძველეს სავაჭრო გზებზე. მეცნიერული აღმოჩენების თანახმად მცხეთა მთავარი სავაჭრო ცენტრია.

მცხეთის მიწებშია ნაპოვნი ბერძნული და არამეული ნაწერები, თიხის ჭურჭელი, რისი ნახვაც შეგიძლიათ ქალაქის მუზეუმში. უძველეს გეოგრაფმა სტრაბონმა, მცხეთა აღწერა როგორც ყველაზე მაღალ განვითარებული ქალაქი, წყალმომარაგეობის სისტემით, ბაზრით და ქვის სახლებით. მცხეთა ასევე იყო ქვეყნის რელიგიური ცენტრი, პანთეონებით, რომლებიც შემდეგ ჩაანაცვლეს ეკლესიებით, როდესაც წმინდა ნინომ გაავრცელა ქრისტიანობა საქართელოში. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 საუკუნეში თბილისი გახდა საქართველოს დედაქალაქი, მცხეთა კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსის რეზიდენცია.

მცხეთა

3 of 7

IV საუკუნეში გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ წმინდა ნინოს რჩევით მცხეთაში პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში ააგო ქვის ეკლესია, რომლის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი . XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა.XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს იგი დააზიანა თემურ ლენგმა. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი. 1900-იან წლებში გადაწყდა ტაძარი გადაეხურათ თლილი ქვით.

კომპლექსში შედის: ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

სვეტიცხოველი

4 of 7

XI ს-ის 30-იან წლებში აგებული კომპლექსი ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარეობს. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული კაბადოკიელმა ქალწულმა ნინომ. აქვე არიან დაკრძალულნი პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ასევე ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. აქვე მოღვაწეობდა მეოცე საუკუნის უდიდესი წმინდანი-მამ გაბრიელი, რომლის უხრწნელი ნეშთიც იქ განისვენებს.

სამთავროს დედათა მონასტერი

5 of 7

VI საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ტაძარი შეტანილია UNESCO -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

ჯვრის მონასტერი

6 of 7

მონასტერი, რომელიც მცხეთიდან 8 კმ-ში მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - შიომ დააარსა. კომპლექსში შედის სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობანი: მღვიმე-ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, სამრეკლო, შიოს სასაფლაო, ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კოშკით, სატრაპეზო, კლდეში ნაკვეთი მღვიმეები - ქვაბები, ბერთა საცხოვრებელი ნაგებობები, წყარო, წყალსადენი, გალავანი, ჯვრის ამაღლების ეკლესია. 

შიომღვიმე

7 of 7

შიომღვიმე