1 of 7

ალკოჰოლი

პრეზენტატორი: თეკლა გოგუა

2 of 7

 ჯანმრთელობა არის მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კითილდღეობას. ფიზკური მდგომარეობა მოიცავს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფსიქიკური გონებრივ  სიჯანსაღეს, სოციალური ინდივიდის  სხვებთან ურთიერთქმედების უნარს.

ალკოჰოლს კი ნეგატიური ზემოქმედება აქვს ადამინის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. 

3 of 7

ალკოჰოლური სასმელი

 როდის გაჩნდა ალკოჰოლი, ძნელი სათქმელია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის კაცობრიობაზე ოდნავ ახალგაზრდაა. ახალი გვინეის პაპუასებს, რომელთაც არ იცოდნენ, რა იყო ცეცხლი, უკვე ჰქონდათ ალკოჰოლის მიღების საკუთარი მეთოდები. მრავალი ტომი იყენებდა მათრობელა სასმელებს თავის წეს-ჩვეულებებში. მოგვიანებით წარმოიშვა დაძმობილების ადათი: ღვინიან თასში აწვეთებდნენ ამ რიტუალის მონაწილეთა სისხლს და ჭიქას წრეზე შემოატარებდნენ. იქნებ სწორედ აქედან მოდის სტუმრების ღვინით გამასპინძლების ტრადიციაც... 

ალკოჰოლური სასმელი ეთანოლის შემცველი სასმელი. ალკოჰოლი გაყიდვა და გამოყენება ქვეყანათა უმრავლესობაში იზღუდება. ეთანოლი (CH3CH2OH) ალკოჰოლურ სასმისებში თითქმის ყოველთვის ფერმენტაციის საშუალებით მიიღება. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ალკოჰოლური სასმელი ტვინის მასტიმულირებელი საშუალებაა, სინამდვილეში კი ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს. რომაელებს ჩვეულებად ჰქონდათ სიკვდილმისჯილ დამნაშავეთათვის ტკივილის შესამსუბუქებლად გამაბრუებელი ღვინის მიცემა.

4 of 7

პოპულაციის განსაკუთრებული ჯგუფები:

  • ახალგაზრდებში ალკოჰოლის მიღება (ჩვეულებრივ, შემთხვევით სიტუაციაში) მიიჩნევა სისხლში შაქრის დონის დაქვეითების და კომის განვითარების რისკფაქტორად.
  •  ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან ალკოჰოლის გვერდითი მოვლენების მიმართ, ვიდრე მამაკაცები.
  •  ასაკოვანი ადამიანები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ, ვიდრე ახალგაზრდები. 
  • ორსულ ქალებში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მძიმე პრობლემები. ეს შეიძლება იყოს მცირე წონა დაბადებისას, სიმაღლეში ჩამორჩენა, თავის პატარა ზომა, გულის დაზიანება, კუნთების დაზიანება და გონებრივი მონაცემების შეზღუდვა, ინტელექტუალური ჩამორჩენა (მენტალური რეტარდაცია). 
  •  ისინი, ვინც ალკოჰოლის მიღებას ადრეულ ასაკში (განსაკუთრებით, თერთმეტ წლამდე) იწყებენ, უფრო სავარაუდოა, რომ გახდებიან ალკოჰოლზე დამოკიდებული მოზრდილ ასაკში.

5 of 7

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული დარღვევები

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული დარღვევები შეიძლება მემკვიდრეობითი ხასიათის იყოს. სისხლით ნათესავ ალკოჰოლიკებს უფრო მეტად უვითარდებათ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული დარღვევები, ვიდრე ეს საერთო პოპულაციაში შეიძლება შეგხვდეს.

6 of 7

 თეთრი ციებ-ცხელება შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და ამ დროს საჭირო ხდება აგრესიული მკურნალობის ჩატარება მაღალი ცხელებისა და მძიმე სიმპტომების გაკონტროლების მიზნით. ადამიანების მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, თუ ეს შესაძლებელია. მკურნალობა მოიცავს შემდეგს:

  • ბენზოდიაზეპინს მაღალი დოზებით, ინტრავენურად;
  • ვიტამინებს მაღალი დოზებით (განსაკუთრებით, თიამინი);
  • სითხეების შეყვანას ინტრავენურად;
  • მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს ცხელებას (როგორიცაა აცეტამინოფენი);
  • მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებს გულისცემის სიხშირესა და სისხლის წნევაზე;
  • გართულებების (როგორიცაა პაკრეატიტი, პნევმონია და კრუნჩხვები) მკურნალობას.

 ასეთი მკურნალობით, ჩვეულებრივ, მდგომარეობა უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 12-24 საათში, თუმცა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება 5-7 დღე გაგრძელდეს. ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელების შემდეგ ვერ იხსენებს მოხსნის სინდრომის მძიმე შემთხვევების დროს მომხდარ ფაქტებს.

7 of 7

მადლობა ყურადღებისვის