კლასი: 9
გაკვეთილი: 35
მალიმიტირებელი და ჭარბი რეაგენტი
www.chemistry.ge/school
ნაწილი 1
დღეს განვიხილავთ:
www.chemistry.ge/school
2
გავიხსენოთ...
www.chemistry.ge/school
3
განვიხილოთ მაგალითი
2 H2 (ა) + O2 (ა) → 2 H2O(ა)
www.chemistry.ge/school
4
განვიხილოთ მაგალითი
www.chemistry.ge/school
5
განვიხილოთ მაგალითი
www.chemistry.ge/school
6
განვიხილოთ მაგალითი
1. შევადგინოთ მოცემულობა;
2. შევადგინოთ რეაქციის ტოლობა;
3. დავადგინოთ რეაგენტების მოლების რიცხვი;
4. განვსაზღვროთ რომელი რეაგენტია მალიმიტირებელი და რომელი - ჭარბი;
5. მალიმიტირებელი რეაგენტის რაოდენობის მიხედვით განვსაზღვროთ საძიებელი ნივთიერების მოლთა რიცხვი;
6. მიღებული მოლების რაოდენობა გადავიყვანოთ საძიებელ განზომილებაში (მაგალითად, მასაში ან მოცულობაში) შესაბამისი ფორმულებისა და დამხმარე სიდიდეების გამოყენებით.
www.chemistry.ge/school
7
ამოცანის ამოხსნის ნიმუშები:
ამოცანა: ალუმინის 2.7 გ მასის ნაჭერი მოათავსეს მარილმჟავას ხსნარში, რომელიც 0.5 მოლ HCl-ს შეიცავს. რა მოცულობის (ნ. პ.) წყალბადი გამოიყოფა ამ დროს?
ამოხსნა:
მოც. m(Al)=2.7 გ
n(HCl)=0.5 მოლი
უ. ვ. V(H2)
შევადგინოთ რეაქციის ტოლობა: 2 Al + 6 HCl → 2 AlCl3 + 3 H2↑
n=m/M და დამხმარე სიდიდე M(Al)=27 გ/მოლი.
n(Al) = 2.7/27=0.1 მოლი
რეაქციის მიხედვით: 2 მოლ Al-თან ურთიერთქმედებს 6 მოლი HCl
მოცემულობის მიხედვით: 0.1 მოლ Al-თან --------------------- x მოლი HCl
x = (6× 0.1)/2=0.3 მოლი
მივიღეთ, რომ 0.1 მოლ ალუმინთან რეაქციაში შედის 0.3 მოლი HCl, ამოცანის პირობის მიხედვით კი აღებულია უფრო მეტი, 0.5 მოლი HCl.
www.chemistry.ge/school
8
ამოცანის ამოხსნის ნიმუშები:
ამრიგად, HCl ჭარბადაა აღებული, Al კი მალიმიტირებელი რეაგენტია. ამიტომ პროდუქტის რაოდენობა ალუმინის მოლთა რიცხვის მიხედვით უნდა დავადგინოთ.
რეაქციის მიხედვით: 2 მოლი Al-ით მიიღება 3 მოლი H2
მოცემულობის მიხედვით: 0.1 მოლი Al-ით -------- x მოლი H2
x = (3× 0.1)/2 =0.15 მოლი
დავადგინოთ 0.15 მოლი წყალბადის მოცულობა (ნ. პ.), რისთვისაც გამოვიყენოთ ფორმულა:
V=n·VM და დამხმარე სიდიდე VM=22.4 გ/ლ.
ჩავსვათ ფორმულაში მნიშვნელობები:
V(H2)=0.15·22.4=3.36 ლ.
პასუხი: გამოიყოფა 3.36 ლ წყალბადი.
www.chemistry.ge/school
9
სცადეთ დამოუკიდებლად
www.chemistry.ge/school
10
This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA-NC
დამოკიდებელი სამუშაო
ამოცანა 1.
1. ქლორწყალბადის მისაღებად აიღეს 5 ლ წყალბადი და 4 ლ ქლორი. რომელი მათგანი წარმოადგენს მალიმიტირებელ რეაგენტს?
2. მოცემულია ქიმიური რეაქციის ტოლობა: 2 P + 3 Cl2 → 2PCl3
რამდენი მოლი ფოსფორ(III)-ის ქლორიდი მიიღება, თუ რეაქციისათვის აღებულია 0.4 მოლი ფოსფორი და 0.3 მოლი ქლორი? რომელი ნივთერება და რა რაოდენობით დარჩება რეაქციაში შეუსვლელი?
www.chemistry.ge/school
11
This Photo by Unknown Author is licensed under CC BY-SA-NC
დამოკიდებელი სამუშაო
3. მოცემულია ქიმიური რეაქციის ტოლობა: Zn + H2SO4 → ZnSO4 + H2
რა მოცულობის წყალბადი გამოიყოფა (ნ. პ.), თუ რეაქციისათვის აღებულია 13 გ თუთია და 0.1 მოლი გოგირდრმჟავა?
www.chemistry.ge/school
12
დამოკიდებელი სამუშაო
4. მოცემულია ქიმიური რეაქციის ტოლობა:
NO + O2 → NO2
ა) გაათანაბრეთ რეაქცია.
ბ) რა მასის პროდუქტი მიიღება, თუ სარეაქციოდ აღებულიიყო 2.24 ლ აზოტ(II)-ის ოქსიდი და 4.48 ლ ჟანგბადი (ნ. პ.)?
www.chemistry.ge/school
13
www.chemistry.ge/school
14
გაქვთ კითხვები?
გმადლობთ ყურადღებისათვის!