რამდენი ცხიმია საკვებში და როგორ გამოვიყვანოთ ეფექტურად ცხიმის ლაქები ქსოვილიდან ?
შესავალი
საკონტაქტო ინფორმაცია
მიზანი
შედეგების განსჯა
დასკვნა
ცხიმი არის საკვები პროდუქტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს მათ გემოზე . მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ცხიმი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის, ის არის ენერგიის მარაგი ჩვენს ორგანიზმში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინისა და უჯრედების განვითარებაში, დანაყრებაში, ნუტრიენტების ათვისებაში, ჰორმონების გამომუშავებაში, იზოლაციის და ჩვენი ორგანოების დაცვის პროცესში. ცხიმები წყალში უხსნადი ნივთიერებებია. მათ მიეკუთვნება ზეთი, ქონი და ცვილი. ზეთის და ქონის ძირითადი სტრუქტურა ერთნაირია. ქონი ოთახის ტემპერატურაზე მყარია, ზეთი-თხევადი. ქონის მაგალითია კარაქი, ის ცხოველური წარმოშობისაა. ზოგიერთი ზეთი შეიცავს ზეითუნის და კანოლას ზეთს, ისინი მცენარეული წარმოშობისაა.
პროექტის მიზანია სხვადასხვა ტიპის საკვებ პროდუქტებში ცხიმების აღმოჩენა და ასევე იმის გამოკვლევა თუ რომელი გამხსნელია უფრო ეფექტური. ქსოვილიდან სხვადასხვა ცხიმოვანი ლაქების გამოყვანის საუკეთესო ხერხების დადგენა.
ჩატარებული ცდების შედეგებიდან გამომდინარე აღმოჩნდა ყველაზე მეტ ცხიმს შეიცავს მზესუმზირა, ხოლო ბენზინი უფრო კარგი გამხსნელია ვიდრე აცეტონი და ეთილის სპირტი. ბენზინის და აცეტონის თვისება კარგად გახსნას ცხიმები გამოვიყენეთ პრაქტიკაში ქსოვილიდან ცხიმის ლაქის მოსაშორებლად და დავადასტურეთ მათი ეფექტიანობა .
მიღებული ცხიმები % სხვადასხვა გამხსნელში
კლუბის ლოგო არსებობის შემთხვევაში
სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლა
კლუბი: უბრალოდ ქიმიკოსები
შედეგების განსჯა
ექსპერიმენტის მსვლელობა: ცდისთვის ავიღეთ შემდეგი პროდუქტები :ნიგოზი, მზესუმზირა, მიწის თხილი და ჩვეულებრივი თხილი .
ექსპერიმენტის მიმდინარეობა: თითოეული პროდუქტი ავწონეთ 5 გრამის რაოდენობით სამ -სამი ნიმუში და დავამატეთ 20 მლ შემდეგი გამხსნელები :აცეტონი , ეთანოლი და ბენზინი. დავაყოვნეთ 10 -15წუთი, გადავწურეთ. ეს პროცედურა გავიმეორეთ კიდევ 3-ჯერ. პროდუქტები დავაყოვნეთ და ამოვაშრეთ. ავწონეთ მშრალი ნაშთი და გამოვთვალეთ ცხიმების პროცენტული რაოდენობა.
კლუბის დასახელება : უბრალოდ ქიმიკოსები
კლუბის ხელმძღვანელი :მირანდა დანელია
სკოლა: სსიპ ქ. აბაშის N2 საჯარო სკოლა
ქალაქი: აბაშა
ელ ფოსტა: ubralodqimikosebi@gmail.com
ა.მელია, მ.გოგავა, ნ.ქირია, ა,ჭანტურაია *
პროდუქტი/ ეთანოლი | ცარიელი ჭურჭლის მასა (გრ) | ჭურჭლის მასა ნედლი პროდუქტით (გრ) | ნედლი პროდუქტის მასა(გრ) | პროდუქტის მასა გამხს. აორთქლები ს შემდეგ (გრ) | მასის სხვაობა (გრ) | მიღებული ცხიმი (%) |
მზესუმზირა | 38 | 43 | 5 | 4,5 | 0,5 | 10 |
ნოგოზი | 37 | 42 | 5 | 4,7 | 0,3 | 6 |
თხილი | 38 | 43 | 5 | 4,8 | 0,2 | 4 |
მიწის თხილი | 43 | 48 | 5 | 4,7 | 0,3 | 6 |
პროდუქტი/ აცეტონი | ცარიელი ჭურჭლის მასა (გრ) | ჭურჭლის მასა ნედლი პროდუქტით (გრ) | ნედლი პროდუქტის მასა(გრ) | პროდუქტის მასა გამხს. აორთქლები ს შემდეგ (გრ) | მასის სხვაობა (გრ) | მიღებული ცხიმი (%) |
მზესუმზირა | 42 | 47 | 5 | 3,7 | 1,3 | 26 |
ნიგოზი | 40 | 45 | 5 | 4 | 1 | 20 |
თხილი | 39 | 44 | 5 | 4 | 1 | 20 |
მიწის თხილი | 40 | 45 | 5 | 3,8 | 1,2 | 24 |
პროდუქტი/ ბენზინი | ცარიელი ჭურჭლის მასა (გრ) | ჭურჭლის მასა ნედლი პროდუქტით (გრ) | ნედლი პროდუქტის მასა(გრ) | პროდუქტის მასა გამხს. აორთქლები ს შემდეგ (გრ) | მასის სხვაობა (გრ) | მიღებული ცხიმი (%) |
მზესუმზირა | 37 | 42 | 5 | 2,5 | 2,5 | 50 |
ნიგოზი | 39 | 44 | 5 | 3 | 2 | 40 |
თხილი | 40 | 45 | 5 | 3,5 | 1,5 | 30 |
მიწის თხილი | 39 | 44 | 5 | 3,2 | 1,8 | 36 |
ჩავატარეთ მეორე ექსპერიმენტი :"ცხიმიანი ლაქების მოცილება ტანსაცმლიდან" პირველი ექსპერიმეტით დადგინდა , რომ ჩვენ მიერ აღებული გამხსნელებიდან ცხიმი ბენზინში ყველაზე უკეთ გაიხსნა . ჩვენ შევეცადეთ ეს თვისება გამოგვეყენებინა პრაქტიკაში და მოგვეშორებინა ცხიმოვანი ლაქები სხვდასხვა ქსოვილებიდან.
ლაქების ამოსაყვანად სამივე გამხსნელი გამოვიყენეთ - ეთანოლი ,ბენზინი, აცეტონი. ქსოვილის ქვეშ მოვათავსეთ სითხის იოლად შემწოვი რბილი ნაჭერი, ან რამდენიმე ფენად დაკეცილი სუფთა საშრობი ქაღალდი .ეთანოლში დავასველეთ ბამბა, ღრუბელი ან რბილი ნაჭერი და ლაქა გავწმინდეთ წრიული მოძრაობით, შემდეგ კიდედან ცენტრისკენ მიმართული მსუბუქი მოძრაობით. იგივე გავიმეორეთ აცეტონით და - ბენზინით .ამ დროს სიფრთხილეა საჭირო , რომ არ დაზიანდეს ქსოვილი. ამის მერე შევადარეთ ეთანოლის , ბენზინის და აცეტონის მიერ ამოყვანილი ლაქების ეფექტურობა. შედეგმა დაადასტურა წინა ექსპერიმენტის მონაცემები, რომ ბენზინი საუკეთესო გამხსნელია.
Template ID: rationalrouge Size: 36x48