1 of 168

კლასიკური ფილოლოგიის შესავალი

ლექტორი: ასოც. პროფ. ირინე დარჩია

რომი

2 of 168

რომაული ცივილიზაციის საწყისები

3 of 168

რომაული ცივილიზაციის საწყისები

  • ნეოლითის ხანა: სხვადასხვა კულტურების ნაზავი (Molfetta, Stentinello, Remedello, Terramare, Extraterramariculi);

  • რკინის ხანა: იტალიკური (ინდოევროპული) ტომები (ვილანოვას კულტურა);

1. ლათინურ-ფალისკური, 2. უმბრულ-საბელური/ოსკურ-უმბრული, 3. ილირიული.

  • ეტრუსკები (მდ. ტიბრსა და არნოს შორის);

  • ბერძნული კოლონიზაცია (სამხრ. იტალია და სიცილია);

  • ფინიკიელები (დასავლეთ სიცილია და ჩრდილოეთ აფრიკა).

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

4 of 168

ენეასი - ტროელი გმირი

5 of 168

რომულუსი და რემუსი

6 of 168

რომის დაარსება

  • ტროელი გმირი, ანქისესის ძე ენეასი რომის დამფუძნებელი?

  • მითი რომულუსის და რემუსის შესახებ;

  • „კვადრატული რომი“ (Roma quadrata) - ლათინების და საბინების გაერთიანება;

  • ძვ. წ. ა. 753 წ., 21 აპრილი - �„ქალაქის დაარსებიდან“ (Ab urbe condita)

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

7 of 168

რომულუსი და რემუსი ძუ მგელთან ერთად

8 of 168

მეფეთა ხანა (ძვ. წ. ა. 510 წლამდე)

შვიდი მეფის მმართველობა

  • რომულუსი - ტარკვინიუს სუპერბუსი;

  • ტერიტორიების დაპყრობა - ქ. ალბა ლონგა, რელიგიური დღესასწაულების გადატანა;

მმართველობის სისტემა

  • კონსტიტუციის საწყისები;

  • მეფე - მთავარსარდალი, ქურუმი, მსაჯული;

  • უხუცესთა საბჭო/სენატი - სათათბირო ორგანო;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

9 of 168

ტიციანი. ლუკრეციას მოტაცება ტარკვინიუს სუპერბუსის შვილის, სექსტუს ტარკვინიუსის მიერ.

10 of 168

მეფეთა ხანა (ძვ. წ. ა. 510 წლამდე)

  • ოჯახის მამის კონცეფციის განზოგადება (pater - მამა);

  • Pater gentium - ტომთა მამები;

  • პატრიციები - კლიენტები - პლებსი;

  • სამი ტომი (სამი ტრიბუსი): ტიტიები, რამნები, ლუკერები;

  • ტრიბუსი (100 მხედარი, 1000 ფეხოსანი): ათი კურია.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

11 of 168

მონეტა: აპოლონი და ნუმა პომპილიუსი. ლიკტორი ფასკით. სერვიუს ტულიუსი: დიანას დღესასწაულის გადატანა

12 of 168

რომი ტარკვინიუს სიბერუსის მეფობის დასასრულს

13 of 168

რესპუბლიკის ეპოქა (ძვ. წ. ა. 510-31 წწ.)

რომის რესპუბლიკის ხელისუფლების სამი შტო:

  • სახალხო/ლაშქრის კრება - გადაწყვეტილებები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე;

  • მაგისტრატი - აღმასრულებელი ხელისუფლება (ორი პირი ერთი წლის ვადით);

  • სენატი - კანონების მომზადება და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა; მაგისტრატის კონსულტაცია. 300 წევრი: ტომთა მამები, კონსულატის მოხელეები, პლებსის წარმომადგენლები;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

14 of 168

რესპუბლიკის ეპოქა (ძვ. წ. ა. 510-31 წწ.)

  • კონსულები (მრჩევლები) - პასუხისმგებლები ფინანსებსა და სამართლის სფეროზე, ომის წარმოებაზე;

  • დიქტატორი - ომის დროს, 6 თვის ვადით არჩეული კონსულთაგან. განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე;

  • პრეტორი - პასუხისმგებელი სასამართლო დავებზე; ამ ტიტულს ატარებდნენ კონსული და დიქტატორი;

  • ცენზორი - პასუხისმგებელი ადათებსა და ქონებრივ ცენზზე;

  • კვესტორი - პასუხისმგებელი სახელმწიფო ხაზინაზე;

  • ედილი - პასუხისმგებელი სახალხო სამუშაოებზე, ტაძრებზე, ბაზრებსა და თამაშებზე.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

15 of 168

სენატორები

16 of 168

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა:

  • საქალაქო და სასოფლო მმართველობის თემები (გადასახადების ამოღება);

  • ტრიბუსები - ცენტურიატის კომიტიები (ჯარის ფორმირება);

ადრერესპუბლიკური პერიოდი

  • ბრძოლები ეტრუსკებთან, ბერძნებთან, გალებთან;

  • იტალიაში ძალაუფლების დამყარება;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

17 of 168

რომაული ცივილიზაციის საწყისები

18 of 168

გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდი (1)

  • ბრძოლა კართაგენთან - სამი პუნიკური ომი (ძვ. წ. ა. 264-146 წწ.);
  • ორი ილირიული ომი (ძვ. წ. ა. 229-219 წწ.) - ადრიატიკის სანაპიროს დამორჩილება;
  • სამი მაკედონური ომი - ბალკანეთის დამორჩილება;
  • კელტებთან ომი (ძვ. წ. ა. 200-190 წწ.) - ჩრდილოეთ იტალიის დამორჩილება;
  • სელევკიდების დამარცხება (ძვ. წ. ა. 190 წ.) - მცირე აზიის დიდი ნაწილის დაპყრობა;
  • ლიგურების დაპყრობა (ძვ. წ. ა. 182-181 წწ.);
  • საბერძნეთის დაქვემდებარება (ძვ. წ. ა. 146 წ.);
  • ოცწლიანი ბრძოლა ესპანეთის დასამორჩილებლად;
  • ლუზიტანიის (თანამედროვე პორტუგალია) დამორჩილება (ძვ. წ. ა. 138-136 წწ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

19 of 168

გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდი (2)

  • კელტიბერების დამორჩილება (ცენტრალური ესპანეთი) (ძვ. წ. ა. 133 წ.);
  • პერგამონის ელინისტური სამეფო - აჯანყების ჩახშობა - აზიის პროვინციის შექმნა (ძვ. წ. ა. 129 წ.).
  • გრაკხუსების დემოკრატიული აგრარულ-რეფორმატორული მოძრაობა (ძვ. წ. ა. 134-121) vs სენატი;
  • ოპტიმატები (საუკეთესოები) vs პოპულარები (ხალხის კაცები);
  • სამხრეთ გალიის კელტების დაპყრობა (ძვ. წ. ა. 121 წ.) - გალიის პროვინციის შექმნა;
  • გერმანული ტომების (კიმბრები და ტევტონები) განადგურება (ძვ. წ. ა. 113 წ.);
  • იუგურთას დამარცხება ნუმიდიაში (ძვ. წ. ა. 105 წ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

20 of 168

რომის იმპერიის გზები როგორც მეტროპოლიტენის რუკა

21 of 168

მარიუსი (?) - ჯარის რეფორმატორი და შვიდგზის კონსული

22 of 168

პოლიტიკური კრიზისი

  • კონსული მარიუსი - ჯარის რეფორმა;

  • ოპტიმატების გაძლიერება პოპულარების საწინააღმდეგოდ - მოკავშირეების ომი (მარიუსი - სულა);

  • სამი ომი პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ;

  • ეფესოსის საღამო (vesper Ephesi);

  • კონსულ სულას გადაყენება - მარიუსის არჩევა;

  • ჯარის აჯანყება;

  • სულას დიქტატურა („პროსკრიფციები“ – 40/90 სენატორი, 1600/2600 მხედარი);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

23 of 168

სულა (?) - დიქტატორი, კონსტიტუციის რეფორმატორი

24 of 168

კატილინა და ციცერონი - Homo Novus, Pater Patriae

25 of 168

პოლიტიკური კრიზისი (2)

  • არეულობა ესპანეთში (შვიდწლიანი კრიზისი) (ძვ. წ. ა. 77-71 წწ.);

  • ომი მითრიდატესთან (პომპეიუსის გამარჯვება) (ძვ. წ. ა. 64 წ.);

  • მონათა აჯანყება სპარტაკის წინამძღოლობით (კრასუსის და პომპეიუსის გამარჯვება) (ძვ. წ. ა. 73-71 წწ.);

  • ბრძოლები კილიკიელი მეკობრეების წინააღმდეგ (ძვ. წ. ა. 67 წ.);

  • ვასალური სახელმწიფოები: პონტო, სირია, კილიკია;

  • გავლენის სფეროები: არმენია, კაპადოკია, გალატია, კოლხიდა, იუდეა;

  • კატილინას შეთქმულება - მისი და მისი 3000 მომხრის განადგურება (ძვ. წ. ა. 62 წ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

26 of 168

ტრიუმვირატი - კრასუსი, პომპეიუსი, კეისარი

27 of 168

პირველი ტრიუმვირატი

  • კრასუსი - სირია (პართებთან ბრძოლა, ძვ. წ. ა. 53 წ.);

  • პომპეიუსი - ესპანეთი;

  • კეისარი - გალია;

  • ომი გალებთან (ძვ. წ. ა. 58-51 წწ.);

  • არეულობა რომში - პომპეიუსი „კონსული კოლეგის გარეშე“ (consul sine collega);

  • სამოქალაქო ომი;

  • რუბიკონის გადალახვა - წილი ნაყარია (alea iacta est);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

28 of 168

რუბიკონის გადალახვა

29 of 168

კეისარი და კლეოპატრა

30 of 168

იულიუს კეისარი

  • რომი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ეგვიპტე;

  • ეგვიპტის დედოფალი - კლეოპატრა;

  • მივედი, ვნახე, გავიმარჯვე (veni, vidi, vici);

  • დიქტატორი 10 წლით, დიქტატორი სიცოცხლის ბოლომდე (Dictator Perpetuus), კონსული 10 წლით, ჯარის უზენაესი მთავარსარდალი, უმაღლესი ქურუმი, ტრიბუნთა ძალაუფლების მატარებელი;

  • ერთპიროვნული მმართველობა;

  • კასიუსის და ბრუტუსის შეთქმულება: ძვ. წ. ა. 44 წ., 15 მარტი;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

31 of 168

Et tu quoque, Brute?

32 of 168

Et tu quoque, Brute?

33 of 168

რომის იმპერია კეისრის სიკვდილის დროს

34 of 168

მეორე ტრიუმვირატი - ანტონიუსი, ლეპიდუსი, ოქტავიანუსი

35 of 168

მეორე ტრიუმვირატი (1)

  • სენატის მიერ კეისრის ბრძანებულებების გაუქმება;

  • გავლენის სფეროების განაწილება, 5 წელიწადში პრობლემების მოგვარება;

  • კეისრის მკვლელების შეწყალება/რომიდან გაძევება;

  • „პროსკრიფციები“ (200 სენატორი, 2000 მხედარი), ციცერონის მკვლელობა;

  • ანტონიუსი - აღმოსავლეთი, ლეპიდუსი - აფრიკა, ოქტავიანუსი - დასავლეთი, იტალია - ნეიტრალიტეტი;

  • განქორწინება ოქტავიასთან (ოქტავიანუსის დასთან), ქორწინება კლეოპატრასთან;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

36 of 168

კლეოპატრა

37 of 168

მეორე ტრიუმვირატი (2)

  • ანტონიუსი vs ოქტავიანუსი;

  • პტოლემეური ომი;

  • ალექსანდრიის აღება (ძვ. წ. ა. 30 წ.);

  • ანტონიუსის და კლეოპატრას თვითმკვლელობა;

  • რესპუბლიკის აღდგენა - ოქტავიანუსის ტრიუმფით შესვლა რომში;

  • რესპუბლიკის აღდგენა - ოქტავიანუს ავგუსტუსის წოდება;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

38 of 168

კეისრების ეპოქა (ძვ. წ. ა. 31 - ახ. წ. ა. V ს.) (1)

  • პრინციპატი - მმართველობის ახალი ფორმა (საკანონმდებლო, სამხედრო, უზენაესი ხელისუფლება);

  • პრინცეპსი - უზენაესი ხელისუფალი (კონსულატის და ხაზინის კონტროლი, უმაღლესი ქურუმი, „სამშობლოს მამა“);

  • სენატი - პროვინციების მართვა;

  • მხედართა კლასი - სამხედრო საქმეების მართვა (პრეფექტები, თანამდებობის პირები);

  • კეისრის მეგობრების ჯგუფი (amici Caesari) - მრჩეველთა საბჭო;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

39 of 168

ავგუსტუსის ცნობილი სიტყვები

40 of 168

კეისრების ეპოქა (ძვ. წ. ა. 31 - ახ. წ. ა. V ს.) (2)

  • ოქტავიანუს ავგუსტუსი („ღმერთისგან აღზევებული“) - სისტემის რეფორმატორი, „ოქროს ხანა“;

  • თანაცხოვრების ტრადიციული ფორმების პატივისცემა და დაცვა (mores majorum);

  • ავგუსტუსის/რომაული მშვიდობა (Pax Augusta/Pax Romana);

  • რესპუბლიკური და მონარქიული ტრადიციების შერწყმა;

  • რომის კულტურის „ოქროს ხანა“;

  • დინასტიური მმართველობა;

  • ოქტავიანუს ავგუსტუსის გარდაცვალება (ახ. წ. ა. 14 წ.);

  • იულიანურ-კლავდიური დინასტია (ახ. წ. ა. 14-69 წწ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

41 of 168

დინასტიური მმართველობა (1)

  • იულიურ-კლავდიანური დინასტია (ახ. წ. ა. 14-69 წწ.): ტიბერიუსი, კალიგულა, კლავდიუსი, ნერონი, გალბა;

  • ოთხი კეისრის მმართველობა (ახ. წ. ა. 69 წ.): გალბა, ვიტელიუსი, ოთო, ვესპასიანუსი;

  • ფლავიანური დინასტია (ახ. წ. ა. 69-96 წწ.);

  • ნაშვილები კეისრების პერიოდი (ახ. წ. ა. 96-192 წწ.) (მარკუს ავრელიუსი, კომოდუსი);

  • ხუთი კეისრის მმართველობა (ახ. წ. ა. 193 წ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

42 of 168

დინასტიური მმართველობა (2)

  • სევერუსთა მმართველობა (ახ. წ. ა. 193-235 წწ.): სეპტიმიუს სევერუსი - „მარკუს ავრელიუსის შვილობილი“;

  • არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა;

  • ჯარისკაცი კეისრების მმართველობა (ახ. წ. ა. 235-285 წწ.);

  • ინტრიგები, შიდა ბრძოლები, შეთქმულებები, მკვლელობები;

  • იმპერიის კრიზისი: გეოგრაფიული მასშტაბი, გაუმართავი პოლიტიკური სისტემა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები;

  • სიახლე რელიგიურ ცხოვრებაში - ქრისტიანობის გავრცელება.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

43 of 168

გვიანანტიკურობა (III-VI სს.)

  • ქრისტიანობა vs წარმართული რელიგია;

  • ანტიკური სამყაროს დაქვეითება;

  • ქრისტიანული კულტურის აღმოცენება;

  • ბერძნულ-რომაული კულტურის დასასრული;

  • ბიზანტიური კულტურის საწყისები;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

44 of 168

პრინციპატი - დომინატი - დიოკლეტიანუსი

45 of 168

კეისარი დიოკლეტიანუსი (ახ. წ. ა. 284-311 წწ.)

  • პრინციპატი - დომინატი;

  • აბსოლუტური მონარქიისა და დეცენტრალიზაციის სინთეზი;

  • ჯარის რეფორმა - მობილური რაზმები, არისტოკრატი მოხელეების ფენა, საგადასახადო რეფორმა;

  • მმართველობის ტეტრარქიული სისტემა - დიოკლეტიანუსის სამი თანაკეისარი;

  • რომის იმპერია: აღმოსავლეთი და დასავლეთ ნაწილები, ოთხი რეგიონი, 12 დიოცეზი (ოლქი), 101 პროვინცია;

  • რეგიონები: აღმოსავლეთი; იტალია და აფრიკა; ესპანეთი, გალია და ბრიტანეთი; ილირიკუმი, მაკედონია და საბერძნეთი.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

46 of 168

რომის იმპერია დიოკლეტიანუსის დროს

47 of 168

კონსტანტინე დიდი, იულიანე განდგომილი, თეოდოსიუსი

48 of 168

კონსტანტინე დიდი (272-337 წწ.)

  • სამხედრო დიქტატურა;

  • სატახტო ქალაქი - კონსტანტინოპოლი (330 წ.);

  • მილანის ედიქტი - ქრისტიანობა სრულუფლებიანი რელიგია (313 წ.);

  • სოფლის მეურნეობის, წარმოების მხარდაჭერა;

  • სამოქალაქო ომი, ამბოხებები;

  • იულიანე/იულიანუს განდგომილი (331-363 წწ.);

  • ქრისტიანობა ერთადერთი რელიგია - კეისარი თეოდოსიუსი (347-395 წწ.);

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

49 of 168

რომულუსი - რომის დამფუძნებელი და რომის უკანასკნელი იმპერატორი.

50 of 168

გვიანანტიკურობიდან შუასაუკუნეებისკენ

  • რომის იმპერიის გაყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად;

  • რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის პოლიტიკური კრიზისი;

  • გოთები დაიპყრობენ რომს (410 წ.);

  • ვანდალები დაიპყრობენ ესპანეთს (დაახლ. 410 წ.);

  • ვანდალები დაიპყრობენ ჩრდილოეთ აფრიკას (429 წ.);

  • ჰუნების შემოსევა (455 წ.);

  • რომის, დასავლეთ იმპერიის დაცემა - რომულუსი (460-476 წწ.)

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

51 of 168

რომაული ხელოვნება (1)

  • ნაკლებ თვითმყოფადი;

  • ეტრუსკული, იტალიკური და ბერძნული გავლენები;

  • ეტრუსკული გავლენა არქიტექტურასა და ქანდაკებაზე;

  • „ფორმის რეალიზმის და ნაწილთა ჰარმონიულობის შეგნებული დარღვევა“;

  • ეტრუსკული ექსპრესიონიზმი;

  • გზების მშენებლობა, ჰიდრავლიკა, არქიტექტურა;

  • ანბანი, სამშენებლო ტერმინები;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

52 of 168

ძველი ბერძნული, ეტრუსკული და ლათინური ანბანი

53 of 168

ეტრუსკული ნეკროპოლისი ტარკვინიაში

54 of 168

ეტრუსკული ნეკროპოლისი ჩერვეტერიში

55 of 168

ეტრუსკული სამარხები

56 of 168

„ეტრუსკული სამყარო“, გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 2023-2024

57 of 168

ეტრუსკული ყველის სახეხი

58 of 168

ეტრუსკული სამარხის ფრესკული მხატვრობა

59 of 168

ეტრუსკული სამარხის ფრესკული მხატვრობა

60 of 168

ეტრუსკული სამარხის ფრესკული მხატვრობა

61 of 168

ეტრუსკული სამარხის ფრესკული მხატვრობა

62 of 168

მოცეკვავეები, ეტრუსკული სამარხის ფრესკული მხატვრობა, ტარკვინია

63 of 168

რომაული ხელოვნება (2)

  • რომაული ხელოვნების საწყისები (ძვ. წ. ა. X-VII სს.) - წინაიტალიკური და იტალიკური გავლენები;

  • მეფეთა ხანა (ძვ. წ. VI ს.): ეტრუსკული გავლენა და შედარებითი თვითმყოფადობა;

  • ადრეული რესპუბლიკის ხანა (ძვ. წ. ა. V ს.): ბერძნული გავლენა და იდენტობის ძიება;

  • შუარესპუბლიკის ხანა (ძვ. წ. ა. IV-III სს.): არქიტექტურის განვითარება;

  • გვიანრესპუბლიკის ხანა: არქიტექტურისა და ურბანისტიკის განვითარება;

  • პრინციპატის ხანა: კულტურის აღმავლობა.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

64 of 168

პოლიტიკის გავლენა ხელოვნებაზე

  • რომის სიძლიერის - იმპერიის ძალაუფლების წარმოჩენა;

  • ქვეყნის იდეალიზაცია;

  • იმპერატორების საპარადო პორტრეტები (ქუჩებსა და მოედნებზე);

  • პორტრეტული ნიშნების შენარჩუნება და სახის იდეალიზაცია (პორტრეტული მსგავსება შერწყმული ფიდიასის და პოლიკლეტესის გავლენებთან);

  • ინდივიდუალობა და განზოგადება ერთ სახეში;

  • ჰეროიკული სული, ამაღლებულობა, გარეგნული და შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

65 of 168

ავგუსტუსის ცნობილი სიტყვები

66 of 168

ავგუსტუსის საპარადო პორტრეტი

  • სხეულის იდეალური პროპორციები, ათლეტური აღნაგობა;

  • ინდივიდუალური ნიშნები: მაღალი შუბლი, წვრილი ჩამჯდარი თვალები, პატარა პირი, განზე გაწეული ყურები;

  • იდეალური მოქალაქე: ვაჟკაცი, კეთილშობილი, პირდაპირი (სინამდვილეში სრულიად განსხვავებული იყო);

  • ვენუსის შვილი ამური - ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანი;

  • პათეტიკურობა, თეატრალურობა;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

67 of 168

მარკუს ავრელიუსის პორტრეტი

68 of 168

მარკუს ავრელიუსის პორტრეტი

  • მარკუს ავრელიუსის ცხენოსანი ქანდაკება (კვარცხლბეკი - მიქელანჯელო);

  • „ფილოსოფოსი ტახტზე“ - არა მეფური სამოსი, არამედ ტოგა;

  • აქცენტი ფაქიზ შინაგან სამყაროზე (არავითარი პომპეზურობა);

  • მსგავსება ავგუსტუსის ქანდაკებასთან.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

69 of 168

ვესპასიანუსი, კარაკალას და ნერონის პორტრეტები

70 of 168

ვესპასიანუსის და მარკუს ავრელიუსის პორტრეტები

  • ვესპასიანუსის - ხასიათის უარყოფითი თვისებები - pecunia non olet, მექრთამე, ცბიერი, დაუნდობელი;

  • კარაკალა - დაძარღვული კისერი, ნერვული დაძაბულობა, ფეთქებადი ხასიათი, სისასტიკე;

  • ძმა მოაკვლევინა და ღმერთად შერაცხა: „დე, იყოს განღმრთობილი, ოღონდ ნუ იქნება ცოცხალი“;

  • ნერონი, რომელმაც დედა, აგრიპინა მოაკვლევინა (ზოგიერთი ცნობის თანახმად).

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

71 of 168

ფაიუმის პორტრეტები

72 of 168

პომპეი

73 of 168

პომპეი

74 of 168

პომპეი

75 of 168

პომპეი, 2020 წელს აღმოჩენილი მამაკაცი და მისი მსახური

76 of 168

ჰერკულანეუმი

77 of 168

ჰერკულანეუმი

78 of 168

ჰერკულანეუმი

79 of 168

რომის ფორუმი

80 of 168

არქიტექტურის მახასიათებლები

  • დიდი ზომები, პომპეზურობა, მონუმენტურობა;

  • რომის ფორუმი - ქალაქის მოედანი („საბაზრო მოედანი“), საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი, საერო, საკულტო, სავაჭრო ნაგებობები, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი, ხაზინა, გლადიატორთა ბრძოლები;

  • ბაზილიკა - ადგილი მთავრობის დადგენილების გამოსაცხადებლად;

  • კურია - სენატის სხდომის ადგილი;

  • ტაბერნა - სავაჭრო ნაგებობა;

  • ტაბულარიუმი - არქივის შენობა;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

81 of 168

რომის ფორუმი

82 of 168

რომის ფორუმი - სატურნუსის ტაძარი

83 of 168

რომის ფორუმი - ვესტას ტაძარი

84 of 168

რომის ფორუმი - ტიტუსის თაღი

85 of 168

რომის ფორუმი - ანტონინუსისა და ფაუსტინას ტაძარი

86 of 168

რომის ფორუმი - მაქსენტიუსის ბაზილიკა

87 of 168

რომის ფორუმი - რომულუსის ტაძარი

88 of 168

რომის ფორუმი - ვესტას ქურუმების სახლი

89 of 168

რომის ფორუმი - იულიუს კეისრის ტაძარი

90 of 168

რომის ფორუმი - კურია იულია

91 of 168

რომის ფორუმი - ფოკას სვეტი

92 of 168

ტრაიანეს ფორუმი - ტრაიანუსის მარკეტი

93 of 168

94 of 168

აკვედუკი

  • წყალგაყვანილობის სისტემის ნაწილი;

  • ბეტონისა და ქვის ხიდი/თაღოვანი კონსტრუქცია;

  • რომი - მილიონი მოსახლე, 11 აკვედუკი;

  • რომის განვითარების, დიდების და სიძლიერის ნიშანი;

  • სარგებელი, ფუნქცია, სილამაზე;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

95 of 168

აკვედუკი

96 of 168

რომის კოლოსეუმი

97 of 168

რომის კოლოსეუმი

98 of 168

კოლოსეუმი

  • „პური და სანახაობა“ - ფული, ხორბალი, ზეთი;

  • საგანგებო ადგილი გლადიატორთა ბრძოლებისა და სხვა სანახაობებისთვის - ოთხ იარუსად დაყოფილი ცილინდრული შენობა; იონური, კორინთული და ტოსკანური ორდერი + რომაული თაღი და კამარა;

  • 50 000 მაყურებელი, 3 000 გლადიატორი, სცენა - არენა (ხის იატაკი, ქვიშა), ტუფი, აგური, ბეტონი, ტრავერტინი;

  • იატაკის ქვეშ - გალიები ცხოველებისთვის, სათავსოები დაჭრილი და მოკლული გლადიატორებისა და ცხოველებისთვის, წყალგაყვანილობის მილები („ნავმაქია“);

  • ოთხი იარუსი რიგითი მოსახლეობისთვის, მარმარილოს სკამები სენატორებისთვის, ორი ლოჟა იმპერატორებისა და ქალაქის მმართველებისთვის, ფეხზე დასადგომი ადგილები ღარიბებისთვის.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

99 of 168

რომის კოლოსეუმი

100 of 168

რომის კოლოსეუმი - სამი სხვადასხვა ორდერი

101 of 168

რომის კოლოსეუმი

102 of 168

არენა ვერონაში

103 of 168

არენა ვერონაში

104 of 168

Circus Maximus

105 of 168

Circus Maximus

106 of 168

სევერუსის ტრიუმფალური თაღი

107 of 168

ტრიუმფალური თაღები

  • თაღი - რომაული არქიტექტურის ინოვაცია;

  • ტრიუმფალური თაღი - პოლიტიკური, მემორიალური, რელიგიური დატვირთვა, გასავლელი-კარიბჭე (ფორუმის, ცირკის, სტადიონის, პორტის შესასვლელთან);

  • სევერუსის ტრიუმფალური თაღი;

  • მდიდრული დეკორი, გადატვირთული, გადაჭარბებული;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

108 of 168

სევერუსის ტრიუმფალური თაღი

109 of 168

პანთეონი,118-128 წწ.

110 of 168

რომი, პანთეონი

111 of 168

პანთეონი

  • მრგვალი/როტონდა და პირველი გუმბათოვანი ნაგებობა - საინჟინრო ხელოვნების საოცრება - ბიზანტიური ტაძრების პროტოტიპი;

  • შიდა სივრცის მნიშვნელობის ზრდა;

  • გარეგნული სისადავე;

  • ყველა ღმერთის ტაძარი, მათ შორის ჰადრიანუსის სატრფოს, ჭაბუკი ანტინოოსის;

  • ღიობი, პანთეონის თვალი;

  • ძველი ბერძნულისგან განსხვავებული კონცეფცია - ღმერთი ითაყვანება არა ტაძრის გარეთ, არამედ მის შიგნით.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

112 of 168

პანთეონი

113 of 168

რომი, პანთეონი

114 of 168

კარაკალას აბანოები

115 of 168

კარაკალას აბანოები

116 of 168

კარაკალას თერმები

  • 170-დან 1000 კერძო თერმა ანუ აბანო;

  • დასვენების და გართობის ადგილი;

  • ღვინო, ნადიმი, საუბარი, საჭირბოროტო საკითხების გარჩევა;

  • ხელოვნური პარკი, სტადიონი, ბიბლიოთეკა, ნაგებობები მუსიკალური და თეატრალური სანახაობებისთვის, აუზი, შადრევნები;

  • ცივი, თბილი და ცხელი აბანოები, გასახდელი, მასაჟის ოთახები;

  • მოზაიკები, მდიდრული მორთულობა, ქანდაკებები;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

117 of 168

კარაკალას აბანოები

118 of 168

კარაკალას აბანოები

119 of 168

ტრაიანუსის სვეტი რომში

120 of 168

ტრაიანუსის სვეტი

  • მემორიალური დანიშნულება - განდიდება;

  • სიმაღლე - 30-38 მ.;

  • დორიული ორდერის კაპიტელი,

  • 17 „ბარაბანი“, ცოკოლი ტრაიანუსის და მისი ცოლის ნეშტის ოქროს ურნებით;

  • შიდა სივრცეში ხვეული კიბე;

  • სვეტის თავზე - არწივი, ტრაიანუსი, წმინდა პეტრე;

  • დაკიასთან ბრძოლის სცენები, პროზაული თხრობა, 2500 ფიგურა, 90-ჯერ თავად იმპერატორი;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

121 of 168

ეგვიპტური სვეტი პანთეონის წინ რომში

122 of 168

Villa Hadriana

123 of 168

Villa Hadriana

124 of 168

Villa Hadriana

125 of 168

Villa Hadriana

126 of 168

I სტილი - სალუსტიუსის სახლის ატრიუმი - სამშენებლო მასალის იმიტაცია, ინკრუსტაციული სტილი

127 of 168

I სტილი - სალუსტიუსის სახლის ატრიუმი - სამშენებლო მასალის იმიტაცია, ინკრუსტაციული სტილი, ოთხი ფერი

128 of 168

II სტილი - მისტერიათა ვილა, დიონისური ფრიზი - ემატება სამგანზომილებიანი გამოსახულება - არქიტექტურულ-პერსპექტიული სტილი

129 of 168

მატრონა ან ქურუმი, ინიციაციასთან დაკავშირებული ტექსტის/ჰიმნის კითხვა (?), მირტის გვირგვინი, ლანგარი შესაწირავით

130 of 168

ქურუმი ამზადებს კალათას. სილენოსი უკრავს ლირაზე; სატირი უკრავს სალამურზე, ნიმფა კვებავს ირემს, იქვეა ქალღმერთი ან პატარძალი

131 of 168

სილენოსი ახალგაზრდა სატირს ღვინოს ასმევს, მეორე სატირს ნიღაბი უჭირავს, ქალღმერთი (არიადნე ან სემელე) მიწოლილია

132 of 168

ინიციაციის მონაწილე ქურუმის კალთაზეა თავჩამოყრდნობილი; მენადა თირსოსით

133 of 168

ინიციაციის მონაწილე ქალს მოახლე „პრანჭავს“ საქორწინოდ, კუპიდონი აჩვენებს სარკეს/თავს ანახვებს სარკეში

134 of 168

შეყვარებულთა სახლის ფრესკები პომპეიში

135 of 168

III სტილი - ლაბირინთის სახლი ეგვიპტიზირებული, ორნამენტული, „კანდელაბრული“ სტილით

136 of 168

ვეტიუსთა სახლის ფრესკები

137 of 168

IV სტილი - ვეტიუსთა სახლის ტრიკლინუსი - ფანტასტიკური, წარმოსახვითი ფორმები, ორნამენტები, ილუზორული სტილი

138 of 168

„სწრაფი კვების ობიექტი“ - ნერეიდა...

139 of 168

„სწრაფი კვების ობიექტი“ - შინაური ცხოველები...

140 of 168

ფრესკა „ლედა და გედი“

141 of 168

ფრესკა „ლედა და გედი“

142 of 168

რომაული ხელოვნება (3)

  • ეკლექტურობა;

  • ბერძნულის და აღმოსავლურის შერწყმა;

  • პორტრეტულობა, ნატურალიზმი;

  • სქემატურობა;

  • ქრისტიანობის გავლენა;

  • ანტიკურობის აღორძინება რენესანსისა და ჰუმანიზმის ეპოქაში.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

143 of 168

რელიგიური ცხოვრება რომში (1)

  • ეტრუსკული, ბერძნული, აღმოსავლური გავლენები გარდა საკუთრივ ლათინური კულტებისა და წარმოდგენების გარდა;

  • საწყისი ეტაპი - სოფლური კულტები და დღესასწაულები: მწყემსთა დღესასწაულები, პარალიები (21 აპრილი), ლუპერკალიები (15 თებერვალი), რობიგალიები (25 აპრილი), Augurium Canarium (დღესასწაულების მიზანი: მინდვრისა და მოსავლის დაცვა);

  • ქურუმთა ინსტიტუტის ჩამოყალიბება;

  • ვესტალები - ვესტას ქურუმი ქალები;

  • ქურუმთა/პონტიფექსების კოლეგია;

  • პონტიფექს მაქსიმუსი/Pontifex Maximus - კეისარი.

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

144 of 168

მარკუს ავრელიუსი როგორც უზენაესი ქურუმი - პონტიფექსი

145 of 168

რელიგიური ცხოვრება რომში (2)

  • ღმერთებისადმი მიძღვნილი რიტუალები (ვედრება, მსხვერპლშეწირვა და სხვ.);

  • Do ut des – „მე - ადამიანი - გაძლევ, რათა შენ - ღვთაებამ - მომცე“;

  • პოლიტიკური მაგია, წმინდა სამართალი, წინასწარმეტყველება და წარსულის წვდომა;

  • მისნობა კვერთხის, ფრინველთა მოძრაობის, ცხოველის შიგნეულზე დაკვირვებით;

  • კაპიტოლიუმი - სახელმწიფო-რელიგიური ერთიანობის ცენტრი;

  • რომაული ფორუმი - რელიგიური ცხოვრების ეპიცენტრი;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

146 of 168

ზევსი/იუპიტერი - კანონიერება; ჰერა/იუნო - ქორწინება, ბავშვების გაჩენა

147 of 168

პოსეიდონი/ნეპტუნუსი - ზღვის სტიქია, მიწის რყევა; დემეტრე/კერესი - დედამიწის ნაყოფიერება

148 of 168

აპოლონი - ხელოვნება, მედიცინა, მზის სინათლე; არტემისი/დიანა - ნადირობა

149 of 168

ჰეფესტოსი/ვულკანუსი - ცეცხლი და მჭედლობა; ათენა/მინერვა - სიბრძნე

150 of 168

არესი/მარსი - ომი; აფროდიტე/ვენუსი - სილამაზე, სიყვარული

151 of 168

ჰერმესი/მერკური - შიკრიკობა, მოგზაურობა, სულთა თანხლება; ჰესტია/ვესტა - ოჯახური კერა; ჰადესი/პლუტონი - ჰადესი

152 of 168

იანუსი - დრო, კარიბჭე, შესასვლელი, დასაწყის-დასასრული; სატურნუსი/კრონოსი - ნათესების ღმერთი

153 of 168

ლიბერი/დიონისე - ღვინო, ნაყოფიერება, თავისუფლება; ფავნუსი - ტყეები, მინდვრები

154 of 168

ფლორა - ყვავილები, გაზაფხული; პომონა - ხილი

155 of 168

ტელუსი/გაია, გეა - მიწა

156 of 168

პერსონიფიცირებული აბსტრაქციები

Pax - მშვიდობა

Victoria - გამარჯვება

Concordia - თანხმობა

Providentia - წინასწარხედვა

Fortuna - ბედისწერა

Felicitas Imperii - იმპერიის წარმატება

Febris - სიცხე

Tutela - სახლის დაცვა

ანონიმური ღმერთები

ლარები

პენატები

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

157 of 168

Felicitas Imperii - იმპერიის წარმატება; Providentia - წინასწარხედვა

158 of 168

Fortuna – ბედისწერა; Febris - სიცხე

159 of 168

Penates – ოჯახის, კერიის მფარველი; Lares - მიწის მფარველები

160 of 168

სიბილა - „სიბილინური წინასწარმეტყველებანი“

161 of 168

რელიგიური ცხოვრება რომში (3)

  • აღმოსავლური გავლენები;

  • „სიბილინური წინასწარმეტყველებანი“/Oracula Sibyllina (4230 ჰექსამეტრული სტრიქონი) - ბერძენი მისანი სიბილა, ენეასის თანმხლები ჰადესში;

  • დიდი დედა კიბელეს კულტი

მცირე აზიიდან;

  • დიდი დედის - კიბელეს ტაძარი

რომში, პალატინუმზე;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

162 of 168

კიბელე - ფრიგია, ჩათალ-ჰუიუკი, ლაციო

163 of 168

ავგუსტუსი როგორც იუპიტერი - ავგუსტუსის და ლივიას ტაძარი

164 of 168

რელიგიური ცხოვრება რომში (4)

  • ავგუსტურის რეფორმა (ძვ. წ. ა. I ს.) - ძველი და ახალი, საკუთრივ რომისა და რომის იმპერიასთან დაკავშირებული კულტების რესტავრაცია-კონსოლიდაცია;

  • აპოლონი-მზე - მმართველი;

  • გაღმერთებული მეფის კულტი (ელინიზმი, იულიუს კეისარი);

  • გარდაცვლილი კეისარი - ღმერთი;

  • ცოცხალი კეისრის გენიუსი - ღვთაებრივი;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

165 of 168

იმპერატორ კლავდიუსის და ანტონიუსის აპოთეოზი

166 of 168

რელიგიური ცხოვრება რომში (5)

  • კეისრის გაღმერთება - ტაძრების აგება, მსხვერპლის შეწირვა, ოლიმპიურ ღმერთებთან გაიგივება;

  • ეპითეტები: divus - ღვთაებრივი, soter - მხსნელი და სხვ.;

  • ავრელიანუსი: Dominus et Deus მმართველი და ღმერთი;

  • სხივისებური გვირგვინი - მზე ღვთაებასთან კავშირი;

  • პოლითეიზმი, პიროვნების გაღმერთება: წარმართული რელიგიის კრიზისი - ქრისტიანობის გაძლიერება;

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

167 of 168

დომიტიანუსის გენიუსი - ანტონიუსი დიონისეს სახით

168 of 168

გმადლობთ ყურადღებისთვის!

irine.darchia@tsu.ge

Ivane Javakhishvili Tbilisi State University