1 of 8

ბულინგი

2 of 8

  • გამარჯობათ მე დღს წარმოგიდგენთ პრეზენტაციას ბულინგზე

ბულინგი

ბულინგისთვის დამახასიათებელია:დაცინვა,დარტყმა,დაძალება,სიტყვიერი შეურაწყოფა,შეშინება,გარიყვა ,აგრესია,ძალადობა, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება,მუქარა.

ბავშვზე ძალადობა გლობალური პრობლემაა და იგი ბავშვის ფუნდამენტური უფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ძალადობა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას, აფერხებს მის ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას, ხელს უშლის მისი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

3 of 8

  • ბულინგი“- ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე. ბულინგი სოციალური მოვლენაა და დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის, პირველ რიგში კი ეს არის სკოლა. შესაბამისად, ხშირად ტერმინ ბულინგს სასკოლო ძალადობის სინონიმადაც იყენებენ. ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა (მსხვერპლის გარეგნობის ან პიროვნული მახასიათებლების), მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, მასხრად აგდება, დამცირება.

4 of 8

  • ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. მაგრამ განსაკუთრებითაჩაგრულნი თანატოლებისგან ფიზიკური თუ ფსიქიკური ნიშან-თვისებებით განსხვავებული ბავშვები არიან (ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და . ბავშვები). 

5 of 8

“პირველ რიგში, თვალი არ უნდა დახუჭოთ პრობლემაზე. მასწავლებელმა (მთლიანად სკოლამ) პირველმა უნდა აღიაროს აღნიშნული პრობლემის არსებობა. სასურველია სკოლის თანამშრომლებს შეუერთდნენ ბავშვებიც და მშობლებიც. აუცილებელია ჩაერთოს პროფესიონალი ეს იქნება სკოლის ფსიქოლოგი თუ მოწვეული სპეციალისტი), რომელიც დაეხმარება სკოლას, ბულინგში მონაწილე ბავშვებს, მათ ოჯახებს პრობლემის აღმოფხვრაში.

6 of 8

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ის , ვინც ბულინგს მიმართავს, მიზნად მსხვერპლის დაშინებასა და დამორჩილებას ისახავს.

დახმარება მხოლოდ მსხვერპლ ბავშვს არ სჭირდება. დახმარება ასევე ძალიან სჭირდება მოძალადე ბავშვს! რადგან ხშირად, თვითონ ასეთი ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ არა სკოლაში, არამედ სახლში.“

7 of 8

ასევე, არ შეიძლება განვასხვაოთ ადამიანი მისი კანის ფერის მიხედვით.ეს მისთვის შეურაცხოფა იქნება, რაც ძალიან არასასიამოვნოა მისთვის. ამას კი ტოლერანტობა ეწოდება.

ვიყოთ ტოლერანტები!

გავუფრთხილდეთ,გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს!

8 of 8

გმადლობთ ყურადღებისთვის!

  • პრეზენტაციაზე მუშაობდა:ლიზი იობიშვილი