1 of 37

პირველი მსოფლიო ომი 1914-1918წწ

2 of 37

პირველი მსოფლიო ომი 1914-1918წწ

3 of 37

ვიტორიო ემანუელ II

იტალია

ვილჰემ II- გერმანია

სამთა კავშირი (ცენტრალური სახელმწიფოები)

ფრანც იოსები

ავსტრია-უნგრეთი

4 of 37

გეორგ V - დიდი ბრიტანეთი

ნიკოლოზ II -რუსეთი

პუანკარე-საფრანგეთის პრეზიდენტი

ანტანტა

5 of 37

ენვერ ფაშა -ოსმალეთი

ვუდრო ვილსონი-აშშ

6 of 37

ანტანტა

საფრანგეთი

დიდი ბრიტანეთი

რუსეთის იმპერია

7 of 37

ავსტრია-უნგრეთი

გერმანია

იტალია

ოსმალეთი

სამთა კავშირი

8 of 37

ყავისფერი-სამთა კავშირი

მწვანე-ანტანტა

9 of 37

ბალკანეთის ნ/კ, სადაც ერთმანეთს ჯერ კიდევ

მე-19 საუკუნიდან ერთმანეთს დაუპირისპირდა რუსეთისა და ავსტრია უნგრეთის პოზიციები.

რუსეთი თავს მართმადიდებელი სლავების დამვველად აცხადებდა.ამასთანავე დაიძაბა ვითარება თვით ბალკანურ სახელმწიფოებს შორის. ამიტომ „დენთის კასრად“ წოდებული ეს ტერიტორია იქცა სწორედ ომის დაწყების საბაბად.

10 of 37

პირველი მსოფლიო ომის ალიანსები. წითლად გერმანიის და ავსტრიის მოკავშირეები, ლურჯად ანტანტა და მათი მოკავშირეები

11 of 37

სარაევოს საბედისწერო გასროლა

1914წ.28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერც-ჰერცოგ ფრანც ფერდინანდსა და მის მეუღლე სოფიაზე თავდასხმა განახორციელა სერბმა გავრილო პრინციპმა, რაც ომის დაწყების საბაბი გახდა

12 of 37

გავრილო პრინციპი- სერბი ნაციონალი,

ტერორისტული ორგანიზაცია“შავი ხელი“-ს წარმომადგენელი.

13 of 37

ევროპა 1915წ

14 of 37

დასავლეთის ფრონტი 1914წ

15 of 37

დასავლეთის ფრონტი 1915წ

16 of 37

დასავლეთის ფრონტი 1917წ

17 of 37

დასავლეთის ფრონტი 1918წ

გერმანელთა ბოლო შეტევები.

18 of 37

აღმოსავლეთის ფრონტი

19 of 37

შლიფენის გეგმა 1905 –გერმანიის ჯარების სტრატეგიული გაშლისა და ორ ფრონტზე (საფრანეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების გეგმა. 1905 წელს შეიმუშავა გენერალური შტაბის  უფროსმა ალფრედ ფონ შლიფენმა (1833–1913), რომელიც 1911 წლიდან იყო გენერალ-ფელდმარშალი.

შლიფენის გეგმის მიხედვით, პირველი დარტყმა საფრანგეთის წინააღმდეგ მთავარი ძალებით უნდა განხორციელებულიყო მარჯვენა ფრთიდან ნეიტრალური სახელმწიფოების – ბელგიის, ნიდერლანდისა  და ლუქსემბურგის ტერიტორიების გავლით. გერმანელთა არმიებს სწრაფად უნდა შემოევლოთ პარიზისათვის დასავლეთიდან დამოექციათ და გაენადგურებინათ საფრანგეთის ჯარები. ამის შემდეგ დაგეგმილი იყო მთავარი ძალების გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტზე  და რუსეთის  არმიის განადგურება.

I მსოფლიო ომის  დაწყების დროს გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, ფონ მოლტკე უმცროსმა, რამდენადმე შეცვალა შლიფენის გეგმა, შეასუსტა დამრტყმელი მარჯვენა ფრთა, რათა ფრონტის დანარჩენი უბნები არ დარჩენილიყვნენ სათანადო დაცვის გარეშე. ეს, სავარაუდოდ, პარიზთან გერმანელების დამარცხების მიზეზი გახდა. II მსოფლიო ომის დროს შლიფენის გეგმა (გარკვეული ალყაში  ცვლილებებით) კვლავ გამოიყენეს საფრანგეთის წინააღმდეგ (1940).

20 of 37

შლიფენის გეგმა

21 of 37

მარნის ბრძოლა — დიდი ბრძოლა მდინარე მარნაზე  ინგლის-საფრანგეთის  და გერმანიის  ჯარებს შორის. გაიმართა 1914 წლის 5-12 სექტემბერს პირველი მსოფლიო ომის დროს; დამთავრდა გერმანიის ჯარების დამარცხებით. მარნის ბრძოლაში ორივე მხრიდან მონაწილეობდა 117 დივიზია, სულ 2 მლნ. კაცი, 6 600-ზე მეტი ქვემეხი. გერმანელთა დამარცხების მთავარი მიზეზები იყო ძალთა თანაფარდობის შეცვლა ფრონტის დასავლეთ ფრთაზე ანტანტის  სასარგებლოდ, გერმანული რეზერვის უკმარისობა, აღმოსავლეთ პრუსიაშრუსული ჯარების გადამწყვეტი შეტევა, რომელმაც აიძულა გერმანელთა სარდლობა დასავლეთი ფრონტიდან აღმოსავლეთ ფრონტზე გადაესროლა 2 სარმიო კორპუსი და ერთი კავალერიის დივიზია.

მარნის ბრძოლაში დამარხების შედეგად გერმანელებს ჩაეფუშათ ომის წარმოების საერთო გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა სწრაფ გამარჯვებას.

სარიყამიშის ბრძოლა 1914 წლის დეკემბერი -- თავდაცვითი ოპერაცია რუსეთის კავკასიის არმია თურქული ჯარების შეტევა სარიყამიშის მიდამოებში. ბრძოლების შედეგად , თურქეთის მე -3 არმიამთლიანად დამარცხდა. რუსეთის არმიამ შეძლო ჩაეშალა ოსმალეთის გეგმები ხელში ჩაეგდო ამიერკავკასია.

1914 წლის მნიშვნელოვანი ბრძოლები

22 of 37

მარნის ბრძოლა 1914წ

23 of 37

სარიყამიშის ბრძოლა 1914წ

24 of 37

კვინიტაძე და ჩოლოყაშვილი

კოტე აფხაზი

გიორგი მაზნიაშვილი

პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქართველი გენერლები

25 of 37

იპრის ბრძოლა — ბრძოლა ქალაქ იპრის რაიონში (ბელგია) მოკავშირებსა და გერმანიას შორის, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. იპრის ბრძოლაში გერმანელებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი, ქლორის გაზი, იპრიტი. გერმანიის არმიამ, რომელსაც ალბრეხტ ვიუტემბერგელი ხელმძღვანელობდა ვერ შეინარჩუნა თავდაპირველი წარმატება. დაიღუპა 800 000 ადამიანი

1915წ. მნიშვნელოვანი ბრძოლები

იპრი

26 of 37

გალიპოლის ბრძოლაგალიპოლის ოპერაცია1915წ დარდანელის ოპერაცია,  მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. გაიმართა უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით . ბრძოლაში მონაწილეობდა ანტანტის ქვეყნები, ძირითადად დიდი ბრიტანეთი  და საფრანგეთი, ოპერაციის მიზანი იყო კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის  საზღვაო გზების გახსნა.

27 of 37

ვერდენის ოპერაცია 1916წ – ბრძოლა გერმანიისა და საფრანგეთის ჯარებს შორის ვერდენის გამაგრებული რაიონისათვის პირველი მსოფლიო ომის დროს. მიმდინარეობდა 21 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე.

1916 წლის მნიშვნელოვანი ბრძოლები

28 of 37

1916წ

სომის ბრძოლა — ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე. ერთ მილიონზე მეტი მოკლულით ეს ასევე ყველაზე სისხლიანი ბრძოლა იყო ადამიანთა ისტორიაში. მოკავშირეთა ძალებმა გერმანელების ხაზის გარღვევა სცადეს 40 კმ-იან ფრონტზე მდინარე სომას ჩრდილოეთითა და სამხრეთით ჩრდილოეთ საფრანგეთში. ბრძოლის მიზანი იყო გერმანული ძალების ვერდენის ბრძოლიდან განდევნა, თუმცა, მისი დასრულებისას დანაკარგებმა სომთან მნიშვნელოვნად გადააჭარბა ვერდენისას.ბრიტანელებმა პირველად გამოიყენეს ტანკი.

29 of 37

1917წ თებერვალი ნიკოლოზ 2 ტახტიდან გადადგა,

1917წ. ოქტომბერი მორიგი გადატრიალების შედეგად რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოდიან.

30 of 37

1917წ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.

თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.

ყველაფერი კი იმ ით დაიწყო, რომ გერმანიამ აშშ-ს სამგზავრო ხომალდი „ლუზიტანია“ ჩაძირა, რასაც დაემათა „ციმერმანის დეპეშა“-ც, რამაც ვუდრო ვილსონს მიაღებინა გადაწყვეტილება ომში ჩაბმულიყო.

31 of 37

1918წ. 3 მარტი ბრესტის ზავი-რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს.

ზავის შედეგად თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები.

32 of 37

ფრანგული ნიუპორი

33 of 37

ფერდინან ფოში, ფრანგული ჯარების სარდალი დასავლეთ ფრონტზე

34 of 37

კომპიენის ზავი , რომელიც დაიდო კომპიენის ტყეში (ქალაქ კომპიენთან, საფრანგეთი) 1918 წლის 11 ნოემბერს ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის, რამაც ბოლო მოუღო პირველ მსოფლიო ომს.

შეთანხმების ხელმოწერა მოხდა მარშალი ფერდინანდ ფოშის სარკინიგზო ვაგონში კომპიენის ტყეში. ინგლისელმა ადმირალმა როსლინ უიმისმა და ანტანტის ჯარების მთავარსარდალმა მარშალმა ფოშმა გერმანიის დელეგაცია მიიღეს გენერალ-მაიორ დეტლეფ ფონ ვინტერფელდტის მეთაურობით. დილის 5 საათსა და 10 წუთზე ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას. ზავი ამოქმედდა დილის 11 საათიდან, რომლის აღსანიშნავად 101 ზალპი გაისროლეს.

35 of 37

1919 წელს მიღებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა 1914-18 წლების პირველი მსოფლიო ომი. ხელი მოეწერა ვერსალში (საფრანგეთი) 1919 წლის 28 ივნისს აშშ-ის, ბრიტანეთის იმპერიის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის მიერ,

ვერსალის ხელშეკრულება

36 of 37

ვერსალის „სამეული“: ლოიდ ჯორგი, ჟორჟ კლემანსო და ვუდრო ვილსონო

37 of 37

თარიღი 1914 წლის 28 ივლისი — 1918 წლის 11 ნოემბერი

მდებარეობა ევროპა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აზია, წყნარი ოკეანე, ოკეანია, წყარი ოკეანის კუნძულები, ატლანტის ოკეანე

მიზეზი:1914 წ. 28 ივნისს ავსტრიის ერცჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა

შედეგი :

  • ცენტრალური ძალების გამარჯვება აღმოსავლეთ ფრონტზე
  • ანტანტის გამარჯვება დასავლეთ ფრონტზე
  • ევროპის ყველა კონტინენტური იმპერიის (გერმანიის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია და რუსეთის იმპერია) დაშლა
  • თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციები, რუსეთის იმპერიის დაშლა, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რუსეთის სამოქალაქო ომი, რესეთის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბება, სსრკ-ის ჩამოყალიბება
  • ფართომასშტაბიანი რევოლუციები და აჯანყებები ევროპასა და აზიაში
  • ერთა ლიგის შექმნა