1 of 44

�გილოცავთ ახალ �2019 წელს!�წარმატებულ, ბედნიერ, ხვავიან, ბარაქიან ახალ წელს გისურვებთ.

2 of 44

�ახალი წელი - საინტერესო ამბები, ისტორიები, ფაქტები...�

 გთავაზობთ ახალ წელთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს, ისტორიებსა და ფაქტებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში, სულაც არ ასოცირდება თოვლთან, ყინვასთან და ნაძვის ხესთანაც კი. 

  • სანტა კლაუსი - ანუ წმინდა ნიკოლასი, ის პიროვნებაა, რომელიც გვიან ჩრდილოეთ ამერიკულ ტრადიციებში შობის დღესასწაულზე ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. სიტყვა სანტა-კლაუსი წმინდა ნიკოლოზის ჰოლანდიური ტრანსკრიპციისაგან წარმოიშვა. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიკურ სამყაროში 6 დეკემბერია, ხოლო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი - 19 დეკემბერი.

ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია. ის მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნება და მისი აღნიშვნა თითოეული დროის სარტყელისა და ქვეყნის მიხედვით განსხვავდება.

3 of 44

ზაფხული და ახალი წელი - არსებობს ქვეყნები, სადაც ახალი წელი ზაფხულში უწევს. ასეთი ქვეყნებია, ვიეტნამი, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სადაც პლაჟზე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ სანტა-კლაუსებს შეხვდებით.

​

​

​

​

​

�მიანმარი (ყველაზე დიდი ქვეყანა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში )- იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა.�

​

�

​

​

​

არგენტინა - ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ასე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.

4 of 44

შოტლანდია - ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12-ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს.

ავსტრია ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ.

კუბა ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.

საბერძნეთი ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს.

5 of 44

�I რაუნდი�ჩაფიქრებული სიტყვა�

  • ეკრანზე გამოჩნდება აღნიშნული სიტყვის გამოსახვისათვის საჭირო რაოდენობის ჩარჩო. თითოეულ ჩარჩო განკუთვნილია ერთი ასო-ბგერის მოსათავსებლად. გუნდებმა თავიანთი ვერსია უნდა გამოთქვან მას შემდეგ რაც მწვანე ბარათს უჩვენებენ ჟიურს. პირველად იმ გუნდს მიეცემა საშუალება ვინც დაასწრებს ბარათის ჩვენებას. მცდარი პასუხის შემთხვევაში გუნდს აღარ მიეცემა საშუალება პასუხის გაცემის. დანარჩენ გუნდებს პასუხის დაფიქსირება შეეძლებათ ბარათების ჩვენების შესაბამისად. თუ ვერც ერთი გუნდი ვერ შეძლებს სწორი პასუხის დაფიქსირებას. თამაში გადადის შემდეგ ჩაფიქრებულ სიტყვაზე. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, მცდარი პასუხი შეფასდება 0 ქულით. წამოძახილის შემთხვევაში გუნდი მიიღებს ჯარიმას -2 ქულას.

6 of 44

�N1 �ჩაფიქრებული სიტყვა�

​

  • მაშ ასე, ყურადღება ჩაფიქრებული სიტყვა. იგი შედგება 8 ასო-ბგერისაგან . ახლა კი მინიშნება.

​

​

​

​

  • ის შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითიც. ერთი საზოგადოების წინსვლას ემსახურება,მეორე კი მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას. ის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმებია.
  • დამატებითი მინიშნება
  • თითოეულ ერს საკუთარი და სხვებისაგან განსხვავებული აქვთ, მაგრამ ქართული გამოირჩევა თავისი სიძველითა და ორიგინალურობით. მეტსაც გეტყვით შეიძლება ყველა ოჯახს თავისი დამახასიათებელი ჩაფიქრებული სიტყვა აქვს.

7 of 44

ჩაფიქრებული სიტყვაა

ტ

რ

ა

ი

ა

დ

ი

ც

8 of 44

�N2 �ჩაფიქრებული სიტყვა�

​

ყურადღება ჩაფიქრებული სიტყვა. იგი შედგება 4 ასო-ბგერისაგან . ახლა კი მინიშნება.

​

​

​

​

​

  • ჩაფიქრებული სიტყვა მრავალმნიშვნელიანი შეიძლება იყოს. ერთი ის საეკლესიო ნივთად შეიძლება ჩაითვალოს. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა ქრისტიანობამ, აგრეთვე ის სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაშიც გამოიყენება და შეიძლება შიშთანაც იყო ასოცირებული.
  • დამატებითი მინიშნება
  • იგი შეიძლება იყოს როგორც ლითონის ასევე ელექტრონულიც. იგი წარმოადგენს ყველა საეკლესიო დღეების, დღესასწაულებისა და სალიტურგიო წესთმსახურების შესრულების აუცილებელ ატრიბუტს.  შუა საუკუნეებში მისთვის გაჩნდა საგანგებო შენობა - სამრეკლო.

9 of 44

ჩაფიქრებული სიტყვაა

ზ

ა

რ

ი

10 of 44

�N3 �ჩაფიქრებული სიტყვა�

​

  • ყურადღება ჩაფიქრებული სიტყვა. იგი შედგება 6 ასო-ბგერისაგან . ახლა კი მინიშნება.

​

​

​

​

  • ახალი წელი საქართველოში — ეს ტრადიციული ვახშამია, გამორჩეული კერძები, და, რა თქმა უნდა, ჩაფიქრებული სიტყვა ანუ ადამიანი, რომელიც პირველად სტუმრობს ახალი წლის პირველ დღეს სახლს. იგი კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ბარაქა უსურვებს ოჯახს.. "კარგი ფეხი" ყოველთვის ფასდება, ვინაიდან როგორც საქართველოში მიიჩნევენ, მომავალი წელი დამოკიდებულია პირველი სტუმრის "ფეხზე". აბა ახლა ჩაწერეთ შესაბამის უჯრებში ჩაფიქრებული სიტყვა.
  • დამატებითი მინიშნება
  • ის აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი, საინტერესო მოსაუბრე ნაცნობებსა და ნათესავებს შორის. იგი საქართველოში საახალწლო ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. �

11 of 44

ჩაფიქრებული სიტყვაა

მ

ე

კ

ვ

ლ

ე

12 of 44

I რაუნდის შეჯამება�

ვიდრე ჟიური დაითვლის ქულებს გაგაცნობთ მეორე რაუნდის წესებს.

​

13 of 44

�II რაუნდი�სააზროვნო კითხვები გუნდებს�

  • კონვერტში მოთავსებულია ერთნაირი კითხვები ყოველი გუნდისთვის ცალ-ცალკე.  გუნდებმა   თითოეულ კითხვის ფურცელზე უნდა დაწეროს თავისი სახელწოდება და დააფიქსიროს თავისი პასუხები კონვერტში მითითებული ნუმერაციის მიხედვით, ჯერ უპასუხებთ N1 კითხვას, შემდეგ N2 და ა.შ. თითოეულ კითხვას გამოყოფილი აქვს დრო. ეკრანზეც გამოჩნდება კითხვა, გთხოვთ დარბაზში იყოს სიჩუმე წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი გამოეთიშება თამაშს. მუსიკის დასრულებისთანავე ამოიწურება მოსაფიქრებელი დრო და თქვენი ნამუშევარი უნდა გადასცეთ ჟიურს.
  • გაითვალისწინეთ ჟიურის მითითებით ყოველმა გუნდმა რიგ-რიგობით ხმამაღლა, ყველას გასაგონად უნდა გააჟღეროს ფურცელზე დაფიქსირებული პასუხი.
  • გაფრთხილება: გუნდი რომელიც წესებს დაარღვევს დაჯარიმდება და დაეწერება - 0 ქულა. ყოველ სწორად გაცემულ პასუხში გუნდი მიიღებს ერთ ქულას. მაქსიმალური ქულაა -5

​

14 of 44

მაშ ასე, დავიწყოთ

15 of 44

�II რაუნდი�სააზროვნო კითხვები გუნდებს�

​

კითხვა N1 დეტექტივობანა დრო -3წთ.

​

—მისის სმიტი მარტოხელაა, ის პოლიციაში მივიდა განცხადებით, რომ მისი ძვირადღირებული ყელსაბამი მოიპარეს. პოლიციამ მის სახლში ძარცვის ვერანაირი კვალი ვერ შენიშნა, იმის გარდა, რომ ფანჯარა ჩატეხილი იყო, ოთახშიც არეულობა სუფევდა და იატაკზე ფეხსაცმლის კვალი იყო.

�მომდევნო დღეს მისის სმიტი დააპატიმრეს თაღლითობისთვის. რატომ?

​

​

​

​

​

16 of 44

პასუხები მიაწოდეთ ჟიურის წევრებს

17 of 44

სწორი პასუხი

პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ მისის სმიტმა ისინი მოატყუა. ფანჯარა შიგნიდან იყო ჩამტვრეული. გარედან რომ ყოფილიყო, ნამსხვრევები ოთახის იატაკზე იქნებოდა.

18 of 44

კითხვა N2

19 of 44

��კითხვა N2 - დრო -3წთ.��

ფეხსაცმლის ერთმა მწარმოებელმა, თავის ფაბრიკაში, იმის გამო რომ ზარალი დიდი იყო, მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მის ერთ ფაბრიკაში კერავდნენ მხოლოდ მარცხენა ფეხის ფეხსაცმელს, ხოლო მეორეში მხოლოდ - მარჯვენას. ასეთი ცვლილების

დანერგვის შემდეგ, ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • კითხვა: თქვენი აზრით, რით იყო გამოწვეული ზარალი?

20 of 44

პასუხები მიაწოდეთ ჟიურის წევრებს

21 of 44

სწორი პასუხი

ფაბრიკის მუშები ფეხსაცმელებს წყვილ-წყვილად იპარავდნენ, ცალ-ცალი კი, არავის მიჰქონდა

22 of 44

კითხვა N3

23 of 44

კითხვა N3 დრო- 3 წთ.�

მდინარესთან ორი ადამიანი მივიდა. ორივეს მოპირდაპირე მხარეს უნდოდა გადასვლა. ნაპირთან მხოლოდ ერთი ნავი იდგა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის

გადაყვანა შეეძლო. ნავი ერთხელ წავიდა და წამოვიდა, მაგრამ ორივე ადამიანი გადაიყვანა.

​

კითხვა: როგორ?

24 of 44

პასუხები მიაწოდეთ ჟიურის წევრებს

25 of 44

სწორი პასუხი

ისინი სხვადასხვა ნაპირებზე იყვნენ.

26 of 44

კითხვა N4

27 of 44

კითხვა N4 დრო -3წთ.�

შევიდა კაცი ზღვაში და მოხვდა შტორმში. ზღვამ ის გარიყა კუნძულზე, რომელზეც მხოლოდ გოგონები ცხოვრობდნენ. დილით, მან თოკებით შებოჭილმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ რაღაც რიტუალზე იყო და მას მოკვლას უპირებდნენ.

მან ბოლო სიტყვა ითხოვა, რომლის თქმის შემდეგ, გოგონებმა ნავი მისცეს, შიგნით საჭმელი და სასმელი ჩაუდეს და სახლში გაუშვეს.

​

რა თქვა კაცმა?

​

28 of 44

პასუხები მიაწოდეთ ჟიურის წევრებს

29 of 44

სწორი პასუხი

​

 ყველაზე შეუხედავმა მომკლას!

30 of 44

კითხვა N5

31 of 44

კითხვა N5 დრო -3წთ.�

  • შვიდი და აგარაკზე იმყოფება, სადაც ყველა რაღაცით არის დაკავებული. ერთი წიგნს კითხულობს, მეორე — სადილს ამზადებს, მესამე — ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე — კროსვორდს ავსებს, მეხუთე — სარეცხს რეცხავს, მეექვსე — მცენარეებს უვლის.
  • კითხვა: რას აკეთებს მეშვიდე და?

32 of 44

პასუხები მიაწოდეთ ჟიურის წევრებს

33 of 44

სწორი პასუხი

ჭადრაკს ეთამაშება მესამე დას

34 of 44

�III რაუნდი�სიურპრიზი�

თითოეული ჯგუფი ყუთიდან ამოიღებს ერთ-ერთ ფურცელს. მასზე დაწერილია პროფესიები (ექიმი, ჟურნალისტი, კომენტატორი, მასწავლებელი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი...)

კლასში არსებული ნივთების დახმარებით თქვენ უნდა განასახიეროთ შესაბამისი პროფესიის ადამიანების ერთი სამუშაო დღე . ☺ მოსაფიქრებლად გეძლევათ 7 წუთი, შეგიძლიათ დაიხმაროთ მშობლები. მაქსიმალური შეფასება 3 ქულა.

​

35 of 44

​

​

​

​

​

7 წუთი

36 of 44

III რაუნდის შეჯამება�

დაველოდოთ ჟიურის ქულებს

37 of 44

�IV რაუნდი�კაპიტნების კონკურსი-ბლიც ტურნირი�

  • ამ რაუნდში მოასპარეზე გუნდების კაპიტნები მიდიან ჟიურის მაგიდასთან, ასახელებენ თავის ვინაობასა და გუნდის სახელს, შემდეგ ღებულობენ მონაწილეობას წილისყრაში, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება მათი რაუნდში მონაწილეობის რიგითობა. შემდეგ კაპიტანი, რომელსაც წილად ხვდა პირველმა გასცეს პასუხები ბლიც-კითხვებზე რჩება ჯგუფში. დანარჩენი კაპიტნები გადიან ფოიეში და გაყვება მეთვალყურე რათა არ მიაყურადოს ოთახს ☺ კითხვები ყველა კაპიტნისათვის არის ერთნაირი. კითხვების საპასუხოდ გამოყოფილია 1 წუთი.
  • ჟიურის წევრები ინიშნავენ დროს და ფურცლებზე აფიქსირებენ რამდენ კითხვაზე გასცა კაპიტანმა სწორი პასუხი.
  • ყოველ სწორად გაცემულ პასუხში გუნდი მიიღებს ერთ 1 ქულას.

​

38 of 44

მაშ ასე, დავიწყოთ�გთხოვთ დაიცვათ სიჩუმე

39 of 44

კითხვები:

  1. წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?
  2. კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?
  3. როგორი ქვები არ არის მდინარის მტკვრის ფსკერზე?
  4. ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?
  5. რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?
  6. 2019 რისი წელი მოდის?
  7. რა უნდა იცოდეს სასწრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?
  8. საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?
  9. სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?
  10. ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
  11. ათ ლიტრიან ბოცაში ჩაასხეს 6 ლიტრი წყალი, შემდეგ კიდევ დაამატეს 6 ლიტრი. სულ რამდენი ლიტრი წყალი იქნება ბოცაში?
  12. ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?
  13. რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?
  14. კომპიუტერში ტექსტური ინფორმაციის  შემტანი მოწყობილობაა
  15. შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?
  16. რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?
  17. შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?
  18. კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
  19. თქმულების თანახმად, ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. რა ჰქვია ამ ციხეს?
  20. შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

​

40 of 44

IV რაუნდის შეჯამება�

დაველოდოთ ჟიურის ქულებს

41 of 44

საბოლოო შეჯამება�

  • გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ყველა რაუნდის ქულათა შეჯამებით.
  • თუ ქულათა შეჯამების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იმ გუნდებს შორის, რომლებმაც თანაბარი უმაღლესი ქულები დააგროვეს, დამატებითი რაუნდი ჩაუტარდებათ. რაუნდი „ჩაფიქრებული სიტყვა“. გუნდს ეძლევა საშუალება მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხის დასაფიქსირებლად.

​

42 of 44

გილოცავთ გამარჯვებას.

გამარჯვებულს და ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომები და სიგელები.

ახლა კი „სეკრეტ სანტა“

43 of 44

�VI რაუნდი „სეკრეტ სანტა“��

წინა კვირას ბავშვებმა აირჩიეს ფურცლები, რომელზედაც დაწერილი იყო ყველა მოსწავლის სახელი და გვარი. მხოლოდ თვითონ იციან ვინ შეხვდათ. მთელი კვირის განმავლობაში ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ რა საჩუქარი გაეკეთებინა იმ მეგობრისთვის ვისი „სეკრეტ სანტაც“ არიან. ბავშვებმა სათითაოდ მასწავლებლის დახმარებით უნდა ამოირჩიონ თავიანთი საჩუქრები და მასში მოთავსებული პატარა ბარათებით უნდა გამოიცნონ მისი „სეკრეტ-სანტა“. გისურვებთ წარმატებებს ☺

​

​

44 of 44

გილოცავთ ახალ წელს!

წარმატებულ, ბედნიერ, ხვავიან, ბარაქიან ახალ წელს გისურვებთ.

2019