1 of 30

არსებითი სახელის ჯგუფები

2 of 30

რესურსი მოამზადა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, განათლების მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო გამყრელიძემ.

2015 წელი.

3 of 30

შინაარსი

  • არსებითი სახელი.
  • ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები.
  • სიტყვის ,,ოჯახი”.
  • სულიერი და უსულო სახელები.
  • საკუთარი და საზოგადო სახელები.
  • კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები.
  • კრებითი სახელები.
  • ნივთიერებათა სახელები.
  • კნინობით-ალერსობითი სახელები.
  • ტრენაჟორები.

4 of 30

სამყაროში საგანთა აურაცხელი რაოდენობა არსებობს. დროთა განმავლობაში ადამიანი მათ სახელს არქმევდა და ასე იქმნებოდა სიტყვათა ერთ-ერთი ძირითადი კლასი.

5 of 30

საგნებია

საგნის აღმნიშვნელი სიტყვებია

  • გლობუსი
  • გოგონა
  • ცხენი
  • ბიჭი
  • ბურთი
  • პეპელა

6 of 30

საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.

საგანი ჰქვია ყველაფერს, რასაც ვინ? და რა? კითხვა დაესმის.

7 of 30

ნეტა, რომელს დაესმის ვინ და რომელს რა კითხვები? მოდი, ვცადოთ! ცხენი, ფარშავანგი, ექიმი, მუხა, ქალი, ზღვა, ბავშვი, არქიტექტორი, ხაბაზი.

ვინ? ჯგუფის სახელები

რა? ჯგუფის სახელები

8 of 30

არსებითი სახელი

ვინ?

რა?

დაესმის მხოლოდ ადამიანს.

დაესმის ადამიანის გარდა ყველა სულიერ და უსულო საგანს.

9 of 30

სიტყვის ,,ოჯახი”�გავიხსენოთ ოჯახის წევრების სახელები.�რომელი ჯგუფის არსებითი სახელებია ეს სიტყვები- ვინ? თუ რა?

პეპერა

პაპა

მამა

ძმა

დიდედა

ბებია

დედა

და

დეიდა

მამიდა

შვილი

შვილიშვილი

შვილთაშვილი

ბიძა

10 of 30

ჭკუისკოლოფო, რომელია ცოცხალი და რომელია არაცოცხალი საგნები?

11 of 30

არსებითი სახელი

სულიერი

უსულო

საკუთარი ძალით გადაადგილდება.

საკუთარი ძალით ვერ გადაადგილდება

12 of 30

რატომელა, წითლად დაწერილი ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია სულიერი საგნის სახელი და რა შემთხვევაშია-უსულოსი?

ლალი მეგობარს სტუმრად ეწვია.

ლალი წითელი ფერის ძვირფასი ქვაა.

ია ცელქი გოგონა იყო.

ია ლურჯთვალა ყვავილია.

ლომი ცხოველთა მეფეა.

ნიკამ კლდის მოსანგრევად ლომი მოიმარჯვა.

13 of 30

ჭკუისკოლოფო, რატომელა ჩემი საკუთარი სახელია.

რიონი მდინარის საკუთარი სახელია.

,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ზღაპრის საკუთარი სახელია.

მზე ციური სხეულის საკუთარი სახელია.

ქუთაისი ჩემი ქალაქის საკუთარი სახელია.

მაგიდა საერთო საგნის სახელია, იგი ყველას ეკუთვნის, საზოგადოა.

სკოლა საერთო საგნის სახელია, იგი ყველას ეკუთვნის, საზოგადოა.

თეატრი საერთო საგნის სახელია, იგი ყველას ეკუთვნის, საზოგადოა.

ცხენი საერთო საგნის სახელია, იგი ყველას ეკუთვნის, საზოგადოა.

14 of 30

არსებითი სახელი

საკუთარი

საზოგადო

ჰქვია ერთ რომელიმე საგანს.

ერთნაირ საგანთა საერთო სახელია.

15 of 30

საკუთარი სახელებია:

  • ადამიანთა სახელები;
  • ადამიანთა გვარები;
  • ფსევდონიმები;
  • ცხოველთათვის შერქმეული სახელები;
  • გეოგრაფიული სახელები;
  • ციურ მნათობთა სახელები;
  • წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, დაწესებულება-ორგანიზაციების, ისტორიული მოვლენების სახელები...

16 of 30

მეგობარო, წაიკითხე წინადადებები. დასვი სასვენი ნიშნები. საკუთარი სახელი გააფერადე წითელად, საზოგადო-ლურჯად.

  • გოგია ხევს გამოღმა ცხოვრობს ბახა-ხევს გაღმა
  • პავლე შვილების დასახვედრად მოემზადა ნადირი მოკლა სამწვადე გამოჭრა სარეცხი გარეცხა და სახლი დაალაგა
  • ძროხები ფერდობზე ძოვდნენ
  • ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ

17 of 30

არსებითი სახელი

კონკრეტული

აბსტრაქტული

აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს.

აღნიშნავს ისეთ საგანს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია.

18 of 30

ბევრი აბსტრაქტული სახელი წარმოქმნილია ,,-ობა”, ,,-ება” სუფიქსებითა და ,,სი-ე”, ,,სი-ო” პრეფიქს-სუფიქსით.

19 of 30

წაიკითხე მაგალითები. კონკრეტული სახელები გააფერადე მწვანედ, აბსტრაქტული სახელების მაწარმოებელი აფიქსები-ყვითლად.

  • ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენა მტერს.
  • კოდალას სჯეროდა მისი გმირობა.
  • ძიძია ნახატი მშვენიერება იყო.
  • ქართულ ჩუქურთმაში მუდამ მხიბლავს ზომიერება.
  • ძველ ბარათებში აღარ იყო სიახლე ძველი.

20 of 30

ჭკუისკოლოფო, ხომ არ იცი რა ჰქვია ამ ერთგვარი საგნების ერთობლიობას? �აბა, კარგად დაფირდი!

21 of 30

  • ფრინველების გუნდი.
  • ცხენების რემა.
  • ირმების ჯოგი.
  • მგლების ხროვა.
  • ღორების კოლტი.
  • ტყე.

ისინი კრებითი სახელებია.

22 of 30

რატომელა, შეგიძლია ამ საგნების დათვლა? �ისინი ნივთიერებათა სახელებია, რომლებიც იზომება სხვადასხვა საზომი ერთეულით.

თაფლი

ნავთი

ვერცხლი

ოქრო

ფქვილი

მატყლი

ლობიო

23 of 30

არსებითი სახელი

ნივთიერებათა

კრებითი

24 of 30

კრებითია კონკრეტული საზოგადო სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა კრებულს. მაგალითად: ხალხი, ერი, ჯარი, მოწაფეობა, სტუდენტობა, ჯოგი, გუნდი, ფარა, ხროვა...

ნივთიერებათა სახელები აღნიშნავს ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა შეუძლებელია. მაგალითად: ოქრო, ვერცხლი, რკინა, შაქარი, რძე, ფქვილი, ლობიო, ბამბა, მატყლი, ქარვა, ნავთი...

25 of 30

წაიკითხე მაგალითები და გაარკვიე მწვანედ დაწერილი ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია კრებითი და რა შემთხვევაში აღნიშნავს ერთ საგანს.

1. ტყემ მოისხა ფოთოლი.

2. ნოდარმა მუხის ფოთოლი მოწყვიტა და წყაროს თავზე აყალო მიწით დაამაგრა.

  • ჩამოცვენილი რკო ზოგან მცირე ხვავებად ეყარა.
  • პატარა ბავშვმა რკო პირში ჩაიდო.

1. ქათამმა თქვა: ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო.

2. ცხვარი მთის კალთებზე შეფენილიყო.

26 of 30

დააჯგუფე მოცემული სიტყვები: ქერი, წაბლნარი, ღვინო, ჯოგი, მატყლი, ერი, თაფლი, რემა.

კრებითი სახელები

ნივთიერებათა სახელები

27 of 30

კნინობით-ალერსობითი სახელები

კნინობითია წარმოქმნილი სახელი, რომელიც ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად წარმოგვიდგენს. კნინობითი ფორმა ხშირად ალერსობითის მნიშვნელობით იხმარება.

28 of 30

კნინობითის მაწარმოებელი სუფიქსები

აკ

ია

იკო

ილო

29 of 30

გამოყენებული ლიტერატურა

,,ქართული ენა”-აკაკი შანიძე, ლეო კვაჭაძე.

,,ქართული ენის სამყარო”-ავთანდილ არაბული.

http://www.lingua.ge/morfologia.html

http://children.dsl.ge/mcerloba/gramatika/arsebiti.htm

30 of 30

გმადლობ ყურადღებისათვის!