1 of 11

რა არის არჩევნები?

თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები თანხმობის მიღწევის საუკეთესო გზაა.

დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა,ხოლო ადამიანითვის-უმთავრესი მნიშვნელობის მქონე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება.

2 of 11

წარმომადგენლობითი დემოკრატია

არჩევნები ის მექანიზმია, რომლითაც ამომრჩეველი საზღვრავს არა მხოლოდ იმას,თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა.დემოკრატია ხომ “ხალხის მმართველობას”ნიშნავს,თუმცა შეუძლებელია ხალხმა რამდენიმე მილიონმა მოქალაქემ,უშუალოდ მართოს სახელმწიფო,შესაბამისად ისინი ირჩევენ წარმომადგენლებს,რომლებიც მათი სახელით ახორციელებენ მმართველობას.

3 of 11

არჩევნები,როგორც ადამიანთა მიერ პოლიტიკური ნების გამოხატვის უმთავრესი საშუალება

არჩევნები,როგორც ადამიანთა მიერ პოლიტიკური ნების გამოხატვის უმთავრესი საშუალება და მისი ერთ-ერთი ძირითადი უფლება,ასახულია 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში,რომელიც ამბობს:”ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ხელისუფლების საფუძველი:ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიუდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში,ფარული კენჭისყრით ან თანაბარმნიშვნელოვანი ფორმებით,რომლებიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის თავისუფლებას”.

4 of 11

დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები

  • საყოველთაო საარჩევნო უფლება
  • პირდაპირი საარჩევნო უფლება
  • თანასწორი საარჩევნო უფლება
  • ნების თავისუფალი გამოვლენა
  • კენჭისყრის ფარულობა

5 of 11

საყოველთაო საარჩევნო უფლება

საყოველთაო საარჩევნო უფლება გულისხმობს საქართველოს ყოველი ამომრჩევლის უფლებას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. საყოველთაო საარჩევნო უფლება მოიცავს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას.

კონსტიტიუცია - მუხლი 24

აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან და გულისხმობს არჩევით ორგანოებშისაარჩევნო სუბიექტების არჩევის უფლებას.

აქტიური საარჩევნო უფლება არა აქვსმოქალაქეს, რომელიც იხდის სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხადაჭერის მიმღებად და განთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში.

6 of 11

საყოველთაო საარჩევნო უფლება

პასიური საარჩევნო უფლება გულისხმობს საქართველოს მოქალაქის უფლებას იყოს არჩეული შესაბამის არჩევით ორგანოებში. ამ უფლების რეალიზებისათვის ფირი უნდააკმაყოფილებდეს კანონით დადგენილსხვადასხვა მოთხოვნას:

  • მოქალაქეობა
  • ასაკი
  • ბინადრობა

7 of 11

პირდაპირი საარჩევნო უფლება

პირდაპირი საარჩევნო უფლება გულისხმობს, რომ ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებსა და მერებს ირჩევენ უშუალოდ.

კონსტიტუცია -მუხლი 37, 74

ნების თავისუფალი გამოვლენა და ფარულობა გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქე თავის არჩევანში თავისუფალია და აკრძალულია კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

კონსტიტუცია-მუხლი 24

8 of 11

თანასწორი საარჩევნო უფლება

საქართველოს ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს. ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ არჩევნებში განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნულ, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი მდგომარეობისა, სქესისა.

საქართველოს კონსტიტუცია- მუხლი 11

9 of 11

ინკლუზიურობა

ინკლუზიურობა დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ინკლუზიური საარჩევნო გარემო გულისხმობს, ისეთი ხელშემწყობი პირობების შექმნას, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესებში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობებისდა ქალების ჩართვას.

10 of 11

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი

დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები:

  • ხმის მიცემის უფლება
  • არჩევის უფლება
  • პერიოდული არჩევნები
  • საყოველთაო საარჩევნო უფლება
  • თანასწორი საარჩევნო უფლება
  • ფარული კენჭისყრა
  • თავისუფალი ნების გამოვლინება

11 of 11

ქვეყნის მართვაში მონაწილეობა

ადამიანი წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სამართლებრივ სიკეთეს, მას აქვს მინიჭებული უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ ქვეყნის მართვაში, რომლის მოქალაქეც თავად არის, ანუ მას შეუძლია მართოს თავის მიერ შექმნილი სახელმწიფო. იმ ქვეყნებში,სადაც ხელისუფლების ბედი როგორც წესი ხალხის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, მაღალია მთავრობის მიერ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის განცდა.