1 of 21

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტი ,,დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი“ ����,,უსაფრთხო სკოლა“�

სსიპ ქალაქ ზუგდიდის #9 საჯარო სკოლა

2 of 21

სსიპ ქალაქ ზუგდიდის #9 საჯარო სკოლაში კლასის ხელმძღვანელებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.შეხვედრას ესწრებოდა I – XII კლასის ყველა დამრიგებელი და სკოლის დირექტორი

შეხვედრის თემა იყო

3 of 21

შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში Microsoft teams-ში და ესწრებოდა ტრენერი დოდო ცქვიტაია

4 of 21

შეხვედრის მიზანი იყო:

  • მონაწილეთა ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით;
  • ძალადობის ნიშნების ამოცნობა, მათზე რეაგირება;
  • ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და სკოლის/მასწავლებლის როლის ანალიზი და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა.

5 of 21

შეხვედრაზე განვიხილეთ თემები,როგორებიცაა:

  • უსაფრთხო სკოლა;
  • ფსიქოლოგის როლი;
  • სოციალური მუშაკის როლი;
  • ძალადობა; ძალადობის სახეები;
  • რეფერირება.

6 of 21

შეხვედრის მიზნისა და თემების წარდგენის შემდეგ მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოლოდინები შეხვედრასთან დაკავშირებით

7 of 21

საინფორმაციო შეხვედრა კლასის დამრიგებლებთან წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. �გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები როგორც სკოლაში უსაფრთხო გარემოზე, ასევე სკოლისა და მასწავლებლის როლზე.

8 of 21

განვიხილეთ ბავშვებზე ძალადობის სხვადასხვა სიტუაციური ამოცანა,რის შემდეგაც თითოეულმა მასწავლებელმა ისაუბრა სკოლისა და მასწავლებლის პასუხისმგებლობაზე საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე.

9 of 21

შეხვედრაზე განვიხილეთ სოციალური მუშაკის როლის აუცილებლობა და ვისმჯელეთ მოსწავლეებზე,რომლებიც შესაძლოა აღმოჩდნენ მოწყვლადობის რისკის წინაშე.

მასწავლებლებმა ისაუბრეს მოსწავლეებზე,რომლებსაც აღენიშნებოდათ ქცევითი და ემოციური სირთულეები,სოციალური იზოლაცია და აღნიშნეს თუ რა მეთოდები გამოიყენეს თვითონ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

როდის ერთვება სოციალური მუშაკი?

10 of 21

განვიხილეთ სკოლის,მასწავლებლისა და ფსიქოლოგის როლი,კონკრეტული სიტუაციური ამოცანების განხილვით

ვიმსჯელეთ რა როლი აქვს სკოლას; რისი გაკეთება მართებს; დაასახელეს კონკრეტული მაგალითები თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე.

11 of 21

ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლისა და მშობლის მჭიდრო თანამშრომლობა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე

  • : მშობელთა დღეების დაგეგმვა და მოწვევა; მშობლების და ბავშვების დღეები;
  • სახალისო გამოწვევები სკოლაში;
  • კლასში ქცევის მართვის სტრატეგიების შემუშავება/ არსებულის გადახედვა;
  • სპეციალისტის ჩართვა და თანამშრომლობა.

მშობლის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა და ფსიქოლოგის როლი

ფსიქოლოგის როლი -- მშობლის ფსიქოგანათლებაზე; ქცევისა და ემოციური პრობლემების მართვის ხელშეწყობა და ტექნიკების სწავლება; კლასის მართვასთან დაკავშირებით მასწავლებლების კონსულტირება; საკლასო კლიმატის გაჯანსაღების და მეგობრული გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საკლასო ღონისძიებების დაგეგმვა. ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებისა და ბრაზის მართვის უნარებზე მუშაობა

12 of 21

ვიმსჯელეთ ძალადობასა და მის სახეებზე. იმ ფაქტორებზე,რაც ხელს უწყობს ძალადობას. მასწავლებლებმა აღნიშნეს,რომ რისკ ფაქტორს მათ შემთხვევაში წარმოადგენს უმუშევრობა,სიღარიბე და საზოგადოებაში არსებული ტოლერანტული დამოკიდებულება ძალადობის მიმართ�

ძალადობისგან დამცავ ფაქტორებად დაასახელეს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ოჯახების მხარდასაჭერად; ხარისხიანი განათლება;მზრუნველი და ემოციურად მხარდამჭერი გარემო; მეზობლები და მასწავლებლები.

13 of 21

განხილული სიტუაციური ამოცანები მასწავლებლებმა დაუკავშირეს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას და იმსჯელეს იმ მძიმე ფსიქოლოგიურ შედეგებზე,რომლებიც შეიძლება დადგეს ძალადობაგადატანილი ბავშვის შემთხვევაში და შეიმუშავეს გარკვეული რეკომენდაციები

ძალადობაგადატანილ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს შემეცნებითი უნარების გაუარესება,დეპრესია,შფოთვა,განვითარების შეფერხება,ჰიპერაქტიულობა და ყურადღების დეფიციტი,ურთიერთობის პრობლემები,დაბალი თვითშეფასება, სუიციდური ქცევა და თვითდაზიანება.

14 of 21

ვისაუბრეთ ძალადობის რისკ და დამცავ ფაქტორებზე, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ძალადობამ,რა მწვავე შედეგები შეიძლება დადგეს, რას მივაქციოთ ყურადღება, რა ნიშნები შეიძლება ჰქონდეს ძალადობაგადატანილ ბავშვს.

15 of 21

რეკომენდაციებში უმთავრესია, რომ ყველა შემთხვევაში ბავშვის ნათქვამი სერიოზულად აღვიქვათ, დავიმსახუროთ მისი ნდობა .��

როგორ ამოვიცნოთ ძალადობაგანცდილი ბავშვი და რა შეიძლება იყოს მასზე ძალადობის ეჭვის წყარო? -- აქაც მასწავლებლებმა ცალსახად გამოყვეს ფიზიკური დაზიანებები და საეჭვო ქცევა ბავშვის მხრიდან. დასახეს პრობლემის დაძლევის გზები და შეიმუშავეს რეკომენდაციები:

16 of 21

რეფერირება და ძალადობის გამოვლენა

17 of 21

კონფლიქტისა და ბულინგის სახეები

18 of 21

ვისაუბრეთ თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ --მოსწავლე მთელი კლასის წინაშე არ უნდა დავსაჯოთ; ტყუილში არ ვამხილოთ თანატოლების წინაშე და არავითარ შემთხვევაში არ გამოვხატოთ განსაკუთრებული დამოკიდებულება რომელიმე მოსწავლისად მიმართ.;და როგორ უნდა მოვიქცეთ მოსწავლესთან -- გარიყული და გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვი ყოველთვის წარმოვაჩინოთ პოზიტიურად. ყოველთვის ხაზი გაუსვათ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებასთან.

19 of 21

საინფორმაციო შეხვედრაზე კლასის გამრიგებლებს გავაცანი საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომრები და სასარგებლო ბმულები ანიმაციების სახით ,რომლებიც მათ მოსწავლეებსა და მშობლებს უნდა გაუზიარონ

  • 112“ უფასო ცხელი ხაზი 24/7 საათის განმავლობაში
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ცხელი ხაზი“ - 15 05
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 116 -006
  • ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ – 2 100 229

20 of 21

საინფორმაციო შეხვედრის შედეგი:

  • თითოეული კლასის დამრიგებელთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მშობლებისა და მოსწავლეების ინფორმირება უსაფრთხო სკოლის კონცეფციასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ;
  • რომ თითოეული დამრიგებელი ჩაატარებს თავისი კლასის მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრას, სადაც გააცნობს შეხვედრაზე მიღებულ და განხილულ ინფორმაციას.
  • სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებთან განიხილავს ძალადობის სახეებს , ბულინგის ფორმებსა და შესაბამის სიტუაციურ ამოცანებს.
  • მისცემს რეკომენდაციებს როგორც მშობლებს , ასევე მოსწავლეებს და მაქსიმალურად იზრუნებს მოსწავლეთა პიროვნული,შემეცნებითი და ემოციურ- სოციალური განვითარებისათვის.
  • შევიმუშავებთ სამახსოვრო ბარათებს თითოეული მშობლისა და მოსწავლისათვის,სადაც იქნება მოცემული

ა) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომრები;

ბ) სასარგებლო ბმულები ანიმაციების სახით,სადაც მოცემულია მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები; კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის; ტექნოდამოკიდებულება ბავშვებში; დაბეზღება თუ თანადგომა? რა განსხვავებაა ხუმრობასა და ბულინგს შორის?

21 of 21

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

ასმათ როდონაია

17.03.2023