1 of 16

სსიპ კეხიჯვარის საჯარო სკოლა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ბაღის დიზაინერი

სტუდენტი: საბა თოთლაძე

2 of 16

თანამედროვე ნაგებობები

3 of 16

დავალების პირობა:

  1. მოიძიეთ ინფორმაცია მრავალკუთხედებსა და კუთხეებზე. გამოიკვლიეთ კუთხეები მრავალკუთხედებში და სცადეთ დაადგინოთ კანონზომიერება, როგორ არის დამოკიდებული მრავალკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი მრავალკუთხედის გვერდების რაოდენობაზე. 
  2. მას შემდეგ, რაც დაადგენთ კავშირს, დაფიქრდით, აღნიშნული წესი მართებულია ამოზნექილ მრავალკუთხედებში, თუ ნებისმიერ, არაამოზნექილ მრავალკუთხედებშიც?
  3. საკლასიფიკაციო სქმების მეშვეობით წარმოადგინეთ კუთხეების, მრავალკუთხედების, სამკუთხედების კლასიფიკაცია.
  4. შეისწავლეთ სხვადასხვა წესიერი მრავალკუთხედების სახელწოდებები და დაფიქრდით, იქნებ თქვენც შეგიძლიათ რაიმე შენობის ორიგინალური დიზაინის მოფიქრება?
  5. გამოიკვლიეთ თქვენთვის სხვადასხვა საინტერესო შენობა და გააანალიზეთ, რომელი გეომეტრიული მოდელი გამოიყენა არქიტექტორმა აღნიშნული შენობის დიზაინის შექმნაში?

4 of 16

მოამზადეთ პრეზენტაცია:�I. რა როლი აქვს გეომეტრიულ მოდელებს ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში? წარმოადგინეთ რამდენიმე ნამუშევარი და თქვენ მიერ დაგროვებული ცოდნის საფუძველზე აღწერეთ ნაშრომი გეომეტრიული ცნებების გამოყენებით.�II. რა ტიპის კანონზომიერება გამოიკვლიეთ ამოზნექილ მრავალკუთხედებში? როგორ არის დამოკიდებული მრავალკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი მრავალკუთხედის გვერდების რაოდენობაზე?�III. აღწერეთ პენტაგონის შენობის არქიტექტურა.

- როგორ დააპროექტა არქიტექტორმა შენობა? როგორი წრფეები გამოიყენა გეგმის შედგენისას?�- ხედავთ თუ არა პარალელურ შენობებს?�- რომელი შენობებია მართობული?

5 of 16

შესავალი

გეომეტრია მხოლოდ თეორია არ არის. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, განსაკუთრებით შენობებში. არქიტექტორები გეომეტრიის დახმარებით ქმნიან მყარ და ლამაზ ნაგებობებს.

6 of 16

გეომეტრია ხელოვნებასა და დიზაინში

გეომეტრია გამოიყენება არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ ხელოვნებასა და დიზაინშიც. მაგალითად, არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი იყენებდა სხვადასხვა კუთხეს და ქმნიდა განსხვავებულ და თანამედროვე ფორმებს.

7 of 16

მხატვარი პიტ მონდრიანი თავის ნახატებს ქმნიდა გეომეტრიული ფიგურებით, რომლებსაც კომპოზიციებს უწოდებდა. 1960-იან წლებში, ცნობილმა დიზაინერმა ივ სენ ლორენმა(YSL)

გამოიყენა მონდრიანის ნახატები და შექმნა ისტორიული კაბების კოლექცია, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ახალბედა დიზაინერს სახელი გაუთქვა და დღემდე მისი შექმნილი კოლექცია ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულ და წარმატებულ კოლექციად ითვლება.

მათ, ვისაც აინტერესებს მოდა, მხატვრობა ან უბრალოდ ექნება სურვილი, კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს შექმნით რამე ნახატს გეომეტრიული ფიგურებით და ეცდებით გადაიტანოთ იგი რაიმე სამოსზე.

8 of 16

გეომეტრიის ძირითადი ცნებები

9 of 16

მრავალკუთხედები

მრავალკუთხედი ეწოდება ფიგურას, რომელსაც აქვს სამი ან მეტი გვერდი. ის შედგება გვერდებისგან და კუთხეებისგან. მრავალკუთხედები ხშირად გვხვდება შენობების გეგმებში.

10 of 16

მრავალკუთხედების სახეები

მრავალკუთხედები შეიძლება იყოს ამოზნექილი და არაამოზნექილი. ამოზნექილში ყველა კუთხე ნაკლებია 180 გრადუსზე, ხოლო არაამოზნექილში ზოგი კუთხე მეტია 180 გრადუსზე. ასევე არსებობს წესიერი მრავალკუთხედები, სადაც ყველა გვერდი და კუთხე ტოლია.

11 of 16

კუთხეების სახეები

კუთხეები იყოფა მახვილ, მართ, ბლაგვ და შლილ კუთხეებად. სხვადასხვა ტიპის კუთხეები სხვადასხვა ფორმას ქმნის.

  • მახვილი — 0°–90°
  • მართი — 90°
  • ბლაგვი — 90°–180°
  • შლილი — 180°

12 of 16

შიდა კუთხეების ჯამი�180∙(n-2)

  • სამკუთხედში შიდა კუთხეების ჯამი ყოველთვის 180 გრადუსია. ოთხკუთხედში ეს ჯამი 360 გრადუსია. რაც უფრო მეტი გვერდი აქვს მრავალკუთხედს, მით უფრო იზრდება შიდა კუთხეების ჯამი.
  • სამკუთხედში — 180°
  • ოთხკუთხედში — 360°
  • ხუთკუთხედში — 540°
  • ექვსკუთხედში — 720°

13 of 16

  • პენტაგონის შიდა კუთხეების ჯამი — 540°
  • თითოეული კუთხე — 108°
  • ოქტაგონის თითოეული კუთხე — 135°
  • მაგალითად, ხუთკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი არის 540 გრადუსი, ამიტომ თითოეული კუთხე 108 გრადუსია. ხოლო ოქტაგონის თითოეული კუთხე არის 135 გრადუსი.

ხუთკუთხედი

14 of 16

პენტაგონის შენობა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შენობას პენტაგონი ჰქვია, რადგან მას ხუთკუთხედის ფორმა აქვს. მისი გეგმა აგებულია სწორი და პარალელური ხაზებით.

15 of 16

არქიტექტურა

არქიტეკტორმა აირჩია რეგულარული ხუთკუთხედი რადა შენობა ყოფილიყო სიმეტრიული

16 of 16

დასკვნა

მათემატიკური თვალსაზრისით, პენტაგონის შენობა საინტერესოა თავისი გეომეტრიული სტრუქტურით. იგი აგებულია რეგულარული ხუთკუთხედის ფორმაზე, რაც გულისხმობს ტოლი სიგრძის გვერდებსა და ტოლი ზომის შიდა კუთხეებს. ასეთი სიმეტრია უზრუნველყოფს სივრცის ოპტიმალურ განაწილებას და მოძრაობის ეფექტიან ორგანიზებას შენობის შიგნით. კონცენტრული ხუთკუთხედების პრინციპით დაგეგმარება ამცირებს მანძილებს სხვადასხვა სექციებს შორის, რაც პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით მათემატიკურად რაციონალურ გადაწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს.