საქართველოს ისტორია
XII საუკუნე
თამარ მეფე
პრეზენტაციის მიზანი�წინამდებარე პრეზენტაციის მოსმენის და შესაბამისი მასალის
შესწავლის შემდეგ მოსწავლეს მოითხოვება იცოდეს:
პრეზენტაციის შინაარსი
1. ცხოვრება
2. მეფობის წლები და ქორწინება
3. საგარეო პოლიტიკა
4. ოქროს ხანა
4.1 ეკონომიკა
4.2 განათლება და კულტურა
5. გარდაცვალება და დაკრძალვა
1179 წელს მამამ ის თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ექვსი წლის მანძილზე მამა–შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ამ ხნის მანძილზე თამარმა ბევრი რამ ისწავლა და კარგი გამოცდილებაც მიიღო. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ისტორიაში სამეფო ტახტზე პირველად ავიდა ქალი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად.
ცხოვრება
თამარი დაიბადა 1166 წელს. იყო მეფე გიორგი III–ისა და დედოფალ – ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი
მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს.
საგარეო პოლიტიკა
თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ, თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას შეუდგა. ამ დროს საკმაოდ გაძლიერდა აზერბაიჯანის ელდიგუზიანთა სამეფო. 1195 წელს, შამქორის ბრძოლაში, მისი მმართველი აბუ–ბექრი ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და შემოიერთეს სომხეთის
მნიშვნელოვანი ქალაქები – დვინი და ანისი. 1202 წელს ბასიანის ბრძოლაში დაამარცხეს რუმის სულთანი რუქნ ად–დინი, რომელიც იმუქრებოდა, რომ თუ თამარი არ მიიღებდა მაჰმადიანობას, მაშინ მისი ხარჭა გახდებოდა, მაგრამ სულთნის მუქარა მუქარად დარჩა... ბასიანის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდი ნადავლი. ტყვედ ჩავარდა რუქნ ად–დინის ძმაც, რომელიც თამარმა ჯორის ერთ ნალში გაცვალა. ქართულმა ლაშქარმა დაიკავა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე-ქალაქი – კარი. ამავე წელს დალაშქრა შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთ ტერიტორია და შეიქმნა საქართველოსადმი და ქვემდებარებული ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში ქართველთა ნათესავი –ალექსი კომნენოსი ჩაუდგა.
თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდათა. მის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც. მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი.
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები
ეკონომიკა
ოქროს ხანა
თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში
ფული აქტიურ როლს ასრულებდა.
თბილისში საუკუნეთა მანძილზე
არსებობდა ზარაფხანა.
ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც.
სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ -ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის
სოციალურ-ეკონომიკურ
ბაზისს ემყარებოდა.
განათლება და კულტურა
XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.
ქვეყნი მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები.
საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია
XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები.
ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.
თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი), დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები.
და სხვები. მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან.
ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის
რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეტში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლებიაღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხვისტყაოსანი.
განვითრებული იყო ციხესიმაგრეთა
მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ
ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია
სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები
ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი
გარდაცვალება და დაკრძალვა
თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო.
საქართველოს მეფე დაიკრძალა
ქართველ მეფეთა ტრადიციულ
საძვალეში. არსებობს მრავალი
ლეგენდა თამარის სამარხთან
დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა
რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს
ანდერძად დაუტოვებია, დაეკრძალათ
ისე,რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა.
სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას და ა.შ.
ფოტოგალერეა
თამარ მეფის დროშა
თამარი გამოხახული ვარძიის
მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე
თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში
ეს გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე, წმინდა თამარ მეფის, გულსაკიდი ჯვარი.
ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი აგებულია XII-XIII სს-ებში თამარ მეფის დროს. 1851 წელს ბეთანიის ეკლესია შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. ამის შემდეგ, ქვები გაასუფთავეს და ფრესკები გაწმინდეს.
გიორგი III, თამარ მეფე
და ლაშა-გიორგი
თამარ მეფის კუთვნილი
ხელნაწერი
წმინდა თამარ მეფის ფრესკა ახალი ათონის, წმ. სიმონ კანანელის მონასტრიდან
სამონასტრო კომპლექსი ვარძია
საქართველო თამარ მეფის დროს
პრეზენტაციის შედეგად ჩვენ შევისწავლეთ:
შეკითხვები ???
გმადლობთ ყურადღებისთვის!
დასასრული