1 of 14

‘შეიცან სამშობლო შენი”

გურია- აჭარა�

2 of 14

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი

3 of 14

  • ოდარი თბილისში დაიბადა. დედა ექიმი გახლდათ - ქალბატონი ანა ბახტაძე, წარმოშობით იმერელი. მამა, ვლადიმერ დუმბაძე, ბაღდათის რაიკომის მდივანი იყო. სამწუხაროდ, ორივე საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა - ნოდარის მამა 1937 წელს დახვრიტეს, დედა კი ყაზახეთში გადაასახლეს. მშობლების დაკარგვის შემდეგ ბაბუამ პატარა ნოდარი ხიდისთავში ჩამოიყვანა, დუმბაძეების კერაზე.

4 of 14

სოფელ ხიდისთავში სტუმრობა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის ნახვის სურვილმა გვიბიძგა. ჩოხატაურის რაიონის ამ ულამაზეს სოფელში გაიზარდა ჩვენი საყვარელი მწერალი. მისი სახლის კარი, დღეს უკვე სახლ-მუზეუმი, ყველასთვის ღიაა.��მუზეუმის ეზოში შესვლისთანავე გულღია მასპინძელივით გეგებებიან კარგად ნაცნობი პერსონაჟების ქანდაკებები - ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი და მურადა. მუზეუმში დავანებული ნივთები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ათვალიერებ მწერლის პირად ნივთებს, მისივე ხელით შექმნილ ნახატს, რომელიც საოცრად უხდება ხის კედელს, და რაღაც უცნაური, სასიამოვნო და თანაც სევდანარევი გრძნობა გეუფლება, შენც თითქოს იქაურობის ნაწილი ხდები... 

5 of 14

6 of 14

ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე -ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.

7 of 14

  • პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე)განლაგებული იყო ორ ბორცვზე. კომპლექსი მოიცავს ციტადელს, სასახლეს, ეკლესიებს, აბანოებს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ციხეს, გარდა გალავნისა, ბუნებრივი რელიეფიც იცავდა, იგი მიუვალ ციხედ ითვლებოდა. ციხის კედლების ადრეული ფენა, სამნავიანი ეკლესია, აბანო (X-XIV საუკუნეებში აბანო მარნად გადაკეთდა) და ცისტერნა VI საუკუნით თარიღდება, დარბაზული ეკლესია (XVIII-XIX საუკუნეებში გადაკეთდა და სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა) და მის ჩრდილოეთით შემორჩენილი სამეურნეო სათავსის ნაშთები განვითარებულ შუა საუკუნეებს (X-XIV სს.) 

8 of 14

  • საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯისციხეს უწოდებდნენ. 1760-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და გაამაგრეს. ყირიმის ომის დროს აქ მათ 25 ზარბაზანი ედგათ. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით . ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს.

9 of 14

  • ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დას.საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში ეგრისის დიდი ომისა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა

გაიმართა.

10 of 14

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი�

11 of 14

  • შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - გურიაში,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ შეკვეთილში. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავაფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხლოდოდ შავიზღვისპირეთში, არამედდ მთელს რეგიონში.

12 of 14

  • 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი თავისი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

  • დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება.

  • დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხემცენარეა წარმოდგენილი.

13 of 14

  • მცენარეთა ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს.�დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. მთლიანად პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.
  • სწორედ ამიტომ ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

14 of 14