მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კომპლექსური დავალების განხორციელების შედეგები ჩემს პრაქტიკაში საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება�
სსიპ ქარელის რაიონის სოფ. კეხიჯვარის საჯარო სკოლა
მასწავლებელი- ინგა ხაჩიძე
ექსპერტი - ნათია მაკრახიძე
თემა: ხელოვნება ჩემს გარშემო
ქვეთემა: ხუროთმოძღვრება ძველ საქართველოში
საათების რაოდენობა : 10
ზოგადი ინფორმაცია:��საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
�კლასი: VI�
მოსწავლეთა რაოდენობა: 16�
სსსმ მოსწავლე არ არის�
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია, მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება, სასურველი მასალის მოძიება. ��პირისპირ სწავლების ფორმა�
სამიზნე ცნებები და ქვეცნებები:
სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი ელემენტები:
ფორმა :გეომეტრიული, სიბრტყობრივი, მოცულობითი
ფერი: კონტრასტული, შუქ-ჩრდილი ,განათება, ფაქტურა
პრინციპები:
კომპოზიციური განაწილება ,წონასწორობა, კონსტრუქცია, რიტმი, ორნამენტი
სახვითი ხელოვნების ტექნიკა: კონსტრუირება, ხატვა, კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა.
სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები:
არქიტექტურა, გრაფიკა.
კომპლექსური დავალების პირობა:�
კომპიუტერულ პროგრამაში შექმენით ინტერიერი თემაზე „ჩემი საოცნებო საცხოვრებელი გარემო“, სადაც გამოიყენებთ სხვადასხვა გეომეტრიულ, მოცულობით და სიბრტყობრივ ფორმებს.
აგრეთვე გამოიყენებთ კონტრასტულ ფერებს, შუქჩრდილს, განათებას და ფაქტურას.
შექმნით გაწონასწორებულ კომპოზიციას
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრეთ ,ხაზგასმით წარმოაჩინეთ :
საკვანძო შეკითხვა:
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები
I ეტაპი:
( მშობლებს დაეგზავნათ ბარათები კომპლექსური დავალების მოკლე შინაარსით.
აგრეთვე გავაკეთე მშობლის თანხმობის ბარათები.)
� I IᲔᲢᲐᲞᲘ. ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲣᲠᲘ ᲓᲐᲕᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ� საკვანძო შეკითხვა: � რა დანიშნულებით იგებოდა საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები?� ნაბიჯიI
Iპირველი ნაბიჯის გავლის დროს გამოვიყენე მრავალფეროვანი აქტივობები, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვუჩვენე ფილმები, რომლითაც შევახსენე , თუ როგორ გამოიყურებიან საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. გამოვიყენე ჩემ მიერ მომზადებული სლაიდ შოუ.
ლინკი 3 სლაიდ შოუ ბაზილიკა
ამ ნაბიჯში დამუშავდა მესამე სამიზნე ცნების ქვეცნება -არქიტექტურა
�
მოსწავლეთა ნამუშევრები:
მოსწავლეთა ნამუშევრები�
სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი
სამწევრისის ციხე, ამჟამად დედათა მონასტერი
ნაბიჯი II�საკვანძო შეკითხვა: რა მხატვრულ -გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები გვხვდება უძველეს ქართულ საცხოვრებელ სახლებში?�
მოსწავლეებს ვაცნობ ქართული დარბაზული ტიპის საცხოვრებელს.
ვესაუბრები მათ სამშენებლო მასალის, კლიმატური პირობების მნიშვნელობაზე;
თუ როგორ აისახა დაგეგმარებასა და მხატვრულ გაფორმებაში ხალხის რწმენა- წარმოდგენები;
ლინკი 1 სლაიდ შოუ „დარბაზული სახლი“
აღნიშნულ ნაბიჯში დამუშავდა რიტმი, გეომეტრიული და ბუნებაში არსებული ფორმები, სიმეტრია, ხაზი, სტატიკა , დინამიკა.
დავალება: დახატეთ დედაბოძი და გააფორმეთ როგორც მცენარეული, ასევე გეომეტრიული მოტივებით, ქართული ჩუქურთმის ნიმუშების მიხედვით .
ლინკი2( ორნამენტი. სლაიდ შოუ)
მოსწავლეები მუშაობის პროცესში
მოსწავლეთა ნამუშევრები:
ნაბიჯი 3:�
საკვანძო შეკითხვა:
როგორ შევქმნა ჩემი საოცნებო ინტერიერი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით?
როგორ გამოვიყენო ნამუშევრის შესაქმნელად ფერი , რიტმი, მასალა და ტექნიკა?
აქტივობა:
მოსწავლეებს მივეცი დავალება , რომ აღნიშნული ტექნიკისა და მასალის გამოყენებით შეექმნათ ინტერიერი. ამისათვის მივუთითე საჭირო მასალა და რესურსი .(ლინკი4 ინტერიერი)
ყველა ნაბიჯში აქტიურდებოდა ცოდნის სამი კატეგორიის შესაბამისი კითხვები
მოსწავლეებმა დაასრულეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. ��გთავაზობთ რამდენიმე მოსწავლის პრეზენტაციას. �
მოსწავლემ სიღრმისეულად გაიაზრა და შესანიშნავად დაამუშავა ყველა საკითხი, რომელიც მოცემული იყო კომპლექსური დავალების პირობაში.
შესაბამისად გამოიყენა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები. მის მიერ წარმოდგენილ ინტერიერში კომპოზიცია გაწონასწორებულია. გაიაზრა დარგის, ანუ არქიტექტურის მახასიათებლები.
კედელში დატანებული თაროების და სვეტების მონაცვლეობაში ჩანს რიტმი, იყენებს გეომეტრიულ და მოცულობითი ფორმებს, კიბის მოაჯირი და ხალიჩა დაამშვენა მცენარეული ორნამენტით. მან შესანიშნავად გამოიყენა ძველი ეპოქების გამოცდილება საკუთარი საარსებო სივრცის შექმნისას და საკუთარი ინტერიერიში დარბაზული სახლის დეტალები ჩართო.
თანაბრად გადაანაწილა ფერთა გამა ,ხოლო ფერადოვანი აქცენტის შესატანად კიბეს დაამატა წითელი ხალიჩა.
მოსწავლე შესანიშნავად ფლობს ციფრულ ტექნიკას და იყენებს მას ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
შენ შესანიშნავად გაართვი თავი კომპლექსურ დავალებას. ნამუშევრიდან კარგად ჩანს სიღრმისეული გააზრება სახვითი ხელოვნების იმ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების და ხერხებისა, რომელიც დავალების პირობის მიხედვით უნდა შეგესრულებინა. კერძოდ:
ინტერიერის შესაქმნელად გამოიყენე გაწონასწორებული კომპოზიცია.
შექმენი რიტმი როგორც სვეტების და თაღების, ასევე განათების საშუალებით.
ირჩევ მასალას და ტექნიკას მხატვრული ჩანაფიქრის, შემოქმედებითი ამოცანის შესაბამისად;
თანაბრად გადაანაწილე ფერთა გამა ,რითაც მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო შექმენი
შენ შესანიშნავად ფლობ კომპიუტერულ გრაფიკას, სხვადასხვა ტექნიკას, შესაბამისად , ყველა ზემოთნახსენები საკითხების გათვალისწინებით შექმენი მართლაც საოცნებო და ზღაპრული ინტერიერი.
თომა კარპახჩოვი
მოსწავლემ გაიაზრა და დაამუშავა ყველა საკითხი, რომელიც მოცემული იყო კომპლექსური დავალების პირობაში.
ნაწილობრივ გამოიყენა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები. მის მიერ წარმოდგენილ ინტერიერში კომპოზიცია ნაკლებად გაწონასწორებულია, თუმცა კარგად იყენებს დარგის, ანუ არქიტექტურის მახასიათებლებს.
იყენებს გეომეტრიულ და მოცულობითი ფორმებს, ნაკლებად გამოიყენა ძველი ეპოქების გამოცდილება საკუთარი საარსებო სივრცის შექმნისას.
თანაბრად გადაანაწილა ფერთა გამა და განათება.
მოსწავლე ფლობს ციფრულ ტექნიკას და იყენებს მას ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
შენ გაართვი თავი კომპლექსურ დავალებას. ნამუშევრიდან გააზრება სახვითი ხელოვნების იმ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების და ხერხებისა, რომელიც დავალების პირობის მიხედვით უნდა შეგესრულებინა, თუმცა
ინტერიერის შესაქმნელად გამოიყენე გაუწონასწორებელი კომპოზიცია.
შექმენი გარკვეული რიტმი განათების საშუალებით.
დააკავშირე მიღებული ცოდნა თანამედროვეობასთან, რაც აისახა იმაში რომ მესხური საცხოვრებლის მსგავსად ცხოველები დაამატე შენს მიერ შექმნილ გარემოში
ინიციატივა გამოიჩინე და შეიტანე ლაბორატორია და საკუთარი ინტერესის მიხედვით.
ირჩევ მასალას და ტექნიკას მხატვრული ჩანაფიქრის შესაბამისად;
შენ შესანიშნავად ფლობ კომპიუტერულ გრაფიკას, სხვადასხვა ტექნიკას, შესაბამისად შექმენი საინტერესო ინტერიერი.
ნია ელბაქიძე
მოსწავლემ გაიაზრა და დაამუშავა ყველა საკითხი, რომელიც მოცემული იყო კომპლექსური დავალების პირობაში.
ნაწილობრივ გამოიყენა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები. მის მიერ წარმოდგენილ ინტერიერში კომპოზიცია გაწონასწორებულია, თუმცა კარგად იყენებს დარგის, ანუ არქიტექტურის მახასიათებლებს.
იყენებს გეომეტრიულ და მოცულობითი ფორმებს, გამოიყენა ძველი ეპოქების გამოცდილება საკუთარი საარსებო სივრცის შექმნისას.
თანაბრად გადაანაწილა ფერთა გამა და განათება.
მოსწავლე ფლობს ციფრულ ტექნიკას და იყენებს მას ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
შენ გაართვი თავი კომპლექსურ დავალებას. ნამუშევრიდან გააზრება სახვითი ხელოვნების იმ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების და ხერხებისა, რომელიც დავალების პირობის მიხედვით უნდა შეგესრულებინა, თუმცა
ინტერიერის შესაქმნელად გამოიყენე გაწონასწორებული კომპოზიცია.
შექმენი გარკვეული რიტმი განათების საშუალებით.
ირჩევ მასალას და ტექნიკას მხატვრული ჩანაფიქრის შესაბამისად;
შენ შესანიშნავად ფლობ კომპიუტერულ გრაფიკას, სხვადასხვა ტექნიკას, შესაბამისად , საინტერესო ინტერიერი.
კლასში მყავს 16 მოსწავლე. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. ისინი ინტერესით და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დავალებებს. თითქმის ყველამ შეასრულა კომპლექსური დავალება . ათმა მოსწავლემ გააკეთა დავალება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო ექვსმა მოსწავლემ მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმართაობის გამო დავალება შეასრულა ფორმატზე.
უმეტესობამ გააკეთა პრეზენტაცია. თითოეული ნაბიჯი მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოდგა. ბავშვებმა ხალისით შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები, ( ბუკლეტების დასამზადებლად მოიარეს ახლომდებარე ისტორიული ძეგლები) დახატეს დედაბოძი, რომელიც გააფორმეს ორნამენტით.
ნამუშევრის შექმნისას გამოიყენეს გეომეტრიული, მოცულობითი და სიბრტყობრივი ფორმები. აგრეთვე კონტრასტული ფერები, შუქჩრდილი, განათება და ფაქტურა. შექმნეს გაწონასწორებული კომპოზიცია. ნამუშევრის შექმნისას გამოიყენეს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, ციფრული ტექნოლოგიები.
პრეზენტაციის დროს გახდნენ აქტიური მსმენელები. მსჯელობდნენ და აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს.
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრეს, თუ როგორ გამოიყენეს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, სხვადასხვა ტექნიკა. როგორ განახორციელეს ტრანსფერი. ისაუბრეს, რას გააკეთებდნენ განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდნენ ამ დავალებაზე მუშაობას.
კრიტიკული აზროვნება- შეადარეს ერთმანეთს, ამოიცნეს მსგავსება და განსხვავება. �
განუვითარდათ კომუნიკაციის უნარი, სადაც მსჯელობდნენ და აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს. პრეზენტაციის დროს გახდნენ აქტიური მსმენელები.�
ფუნქციური ექვსი უნარი
გმადლობთ ყურადღებისათვის