თსუ "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლის ღია კარის დღე
ბიზნესითა და ეკონომიკით დაინტერესებული მოსწავლეების საყურადღებოდ:

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლა იწყებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ფორმატით - ეკონომიკის თეორიულ საკითხებს ემატება პრაქტიკული ბიზნეს-საქმიანობის უნარ-ჩვევების დაუფლება, ბიზნეს იდეების დამუშავება და მოდელირება.
ამისათვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სთავაზობს მოსწავლეებს სასწავლო-პრაქტიკულ მეცადინეობებს FabLab TSU-ში, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქტის ნახაზები, შემდეგ კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. ასევე, ფაკულტეტზე შექმნილია Bloomberg-ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორია, რომელსაც იყენებენ იელის, ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტები, ლონდონის ბიზნეს სკოლა და სხვა.

პირველი შეხვედრა - ღია კარის დღე მოსწავლეებისათვის -
ჩატარდება 27 ოქტომბერს, პარასკევს, თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, აუდ. 206.
მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 222 616 | junior@tsu.ge
სახელი
Your answer
გვარი
Your answer
სკოლა
Your answer
კლასი
Your answer
საკონტაქტო ინფრომაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი)
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Report Abuse - Terms of Service