Upcycling Academy, 19-21.07.2018
2018 წლის 19-21 ივლისს იმერეთის მხარის მენიერთა კავშირი „სპექტრი“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" დეპარტამენტთან თანამშრომლობით აწყობს სამდღიან საზაფხულო ბანაკს Upcycling Academy, რომელიც მიზნად ისახავს რეციკლირების დარგში პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას.
ვიწვევთ ქუთაისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების საკითხებით. საზაფხულო ბანაკი შემეცნებით ხასიათს ატარებს: შეიცავს პრეზენტაციებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერაქტიურ თამაშებს, ვიქტორინებს, მცირე თემატურ ექსკურსიებს. ბანაკის მონაწილეები პროფესიონალი მხატვრის დახმარებით ისწავლიან და დაამზადებენ სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს პლასტიკის ნარჩენებისგან.
ბანაკი იმუშავებს მხოლოდ დღის საათებში, მისი მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.

ბანაკი ხორციელდება პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
ბანაკი მოეწყობა 2018 წლის 19-21 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გერამოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაზაზე (ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98, კორპუსი VIII)
ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეირჩევა მხოლოდ 25 უფროსკლასელი.

Email address *
Без названия
თქვენი სახელი და გვარი *
Your answer
რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობთ? *
Your answer
საცხოვრებელი ადგილის მისამართი *
Your answer
თქვენი ტელეფონის ნომერი *
Your answer
თუ მიგიღიათ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობა? *
რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნულ ბანაკში მონაწილეობით და რა მოლოდინი გაქვთ?
Your answer
მადლობა ანკეტის შევსებისათვის!
Submit
Never submit passwords through Google Forms.
reCAPTCHA
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service