ტრენინგები ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად
საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით პირისპირი ტრენინგები გაიმართება  „ფინედუ ემიგრანტების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად“.


ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგის ხანგრძლივობა იქნება 5 საათი (გათვალისწინებულია შესვენება ლანჩით)

ტრენინგი ჩატარდება 14:00 საათიდან 19:00 საათამდე.
31 ივლისი - ქუთაისი

ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ემიგრანტს ან მისი ოჯახის წევრს.

როგორ შეირჩევიან მონაწილეები?
მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით, რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად. 


მონაწილეობა უფასოა. 


Sign in to Google to save your progress. Learn more

წინამდებარე ვებგვერდზე რეგისტრაციით ეთანხმებით, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის (მის.: ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, თბილისი 0114; ტელ.: +995 322 406 406; ელ.ფოსტა: info@nbg.gov.geმიერ, თქვენთვის ტრენინგების ჩატარების, თქვენი იდენტიფიცირების, ტრენინგების შემდგომი კომუნიკაციის, მათ შორის, გარკვეული საგანმანათლებლო მასალის გაზიარებისა და  ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, რომლის საფუძველია თქვენი ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა, ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ფინანსური განათლების თვალსაზრისით.

 

აღნიშნული ფორმის შევსების გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ ტრენინგზე დასწრებას.

თქვენ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდება ტრენინგის ჩატარებამდე და ჩატარების შემდგომ 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება.

 

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. თქვენ ასევე, ყოველგვარი საფასურის გარეშე, შეგიძლიათ მოითხოვოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება თქვენი მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). თქვენ შეგიძლიათ ეს თანხმობა გამოიხმოთ ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ შემთხვევაში, თქვენ გაგიუქმდებათ რეგისტრაცია და ვეღარ შეძლებთ ტრენინგზე დასწრებას.

 

თქვენი ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva ), ხოლო თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

*
Required
სახელი და გვარი *
Email *
მობილურის ნომერი *
გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი ამჟამინდელი სტატუსი ან დამატებითი პასუხი მიუთითოთ ღია ველში. *
ტრენინგს დავესწრები ქუთაისში 31 ივლისს, 14:00 - 19:00 საათზე
*
გთხოთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინები ტრენინგთან დაკავშირებით. რის შესახებ ელოდებით ახალი ინფორმაციის მიღებას?
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Privacy Policy

Does this form look suspicious? Report