სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი’’ აცხადებს VII საუნივერსიტეტო და XII საფაკულტეტო სტუდენტურ კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი საქმიანობის წახალისებას და ცნობიერების ამაღლებას.
სტუდენტური კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია
საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
საფეხურის სტუდენტებს.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
● რეგისტრაციის ბოლო ვადა - 12 მაისი
● აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა - 12 მაისი;
● ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 14 მაისი;
● ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით
კონფერენციის ჩატარების თარიღი- 16 მაისი, 13:00 საათი.
მოთხოვნები:
● საკონფერენციო ნაშრომი უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ პრობლემატიკას,
რომელიც დღესდღეობით აქტუალურია როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ
დისკურსში.
● საკონფერენციო ნაშრომის შესრულება შესაძლებელია როგორც
ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფური ნამუშევრის შემთხვევაში, ერთ
ჯგუფში მაქსიმუმ ორი სტუდენტი უნდა იყოს გაწევრიანებული.
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა,
რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
● სრული ტექსტი: 5-10 გვერდი,
● შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9),
● ხაზებს შორის სივრცე: 1,15,
● მინდვრები: 2-2-2-2 სმ,
● აბზაცებს შორის სივრცე: 0
● წყაროთა დამოწმება და ბიბლიოგრაფიების შედგენა APA სტილით (სამართლისა
და საჯარო მმართველობისათვის - დავით ბატონიშვილის სამართლის
ინსტიტუტის ციტირების სტანდარტი)
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
- სატიტულო გვერდი;
- (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელისმითითებით);
- ძირითადი ტექსტი;
- ბიბლიოგრაფია.
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fbt@sabauni.edu.ge