AlgoPlay პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო კომპანიის, Young Engineers-ის პედაგოგებისა და ინჟინრების მიერ, და აღიარებულია ჰარვარდის განათლების სკოლისა და ევროკომისიის მიერ.
პროგრამას გაუძღვებიან Young Engineers-ის სერტიფიცირებული ტრენერები.
კლუბი AlgoPlay განკუთვნილია მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია და ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 16-ია. საწყის ეტაპზე დაკომპლექტდება მხოლოდ ერთი ჯგუფი იმ მოსწავლეებით, ვინც პირველი შეავსებს განაცხადს. მზარდი ინტერესის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში დაემატება მეორე ჯგუფიც.
შეხვედრები ჩატარდება ხუთშაბათობით 14:50-დან 16:10-მდე, სკოლაში.
ყოველთვიური საფასური 120 ლარი.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ნანა ცერცვაძე 599294459; ელ-ფოსტა: Nana@youngengineers.org