პატრიოტი დიასპორელი
საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტი «პატრიოტი დიასპორელი» ითვალისწინებს ქართული წარმოშობის დიასპორელი მოზარდების საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას თქვენთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში თქვენი ვიზიტის ფაგრლებში.

პროექტის მიზანია დიასპორელმა მოზარდებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და მენტალურად უფრო  დაუახლოვდნენ სამშობლოს, შეინარჩუნონ  კავშირი სამშობლოსთან.

საჯარო სკოლები შეირჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით, სრულიად საქართველოს მასშტაბით. პროექტს ახორციელებს ააიპ ფონდი «საქართველოს ემიგრანტები» გერმანიაში მცხოვრები ნინო ციბაძისა და გიორგი მჭედლიშვილის ოჯახის პატრონაჟით.

პროექტი არის უფასო და მონაწილეობა შეუძლია დიასპორაში მცხოვრები ქართული წარმოშობის (მიუხედავად საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა) მოზარდებს 1 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმულარი. საპილოტე პროექტის გახსნა იგეგმება 2022 წლის აპრილის თვეში, პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით.

შემოგვიერთდით! ქართული დიასპორა საქართველოს ძალაა!
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: emigrantsofgeorgia@gmail.com
Sign in to Google to save your progress. Learn more
თემო მჭედლიშვილი *
სქესი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
დაბადების ადგილი *
ეროვნება (პასპორტის მიხედვით) *
ელ-ფოსტა *
ტელეფონის ნომერი *
სოციალური ქსელის ბმული
დიასპორელის მისამართი საფოსტო ინდექსით *
რომელ კლასში ხართ? *
Required
1-დან 5 სკალაზე როგორ შეაფასებდით თქვენი ქართული ენის ცოდნას (ზეპირი/მეტყველება): *
1-დან 5 სკალაზე როგორ შეაფასებდით თქვენი ქართული ენის ცოდნას (წერა-კითხვა): *
რომელ უცხო ენას სწავლობთ სკოლაში? *
ჩამოწერეთ 5 საჯარო სკოლა საქართველოში პრიორიტეტის მიხედვით, სადაც ისურვებდით «პატრიოტი დიასპორელის» ფარგლებში გაკვეთილებზე დასწრებას (მიუთითეთ სკოლა, ქალაქი, რაიონი, სოფელი) *
2022-2023 სასწავლო წლის რა პერიოდში გეგმავთ პროექტში «პატრიოტი დიასპორელი» მონაწილეობას? (მიუთითეთ საქართველოში ვიზიტის ხანგრძლივობაც, შეიძლება იყოს რამოდენიმე ჩამონათვალი). პატრიოტი დიასპორელის სიგელი გადაგეცემათ, როცა მინიმუმ 5 დღით მიიღებთ პროექტში მონაწილეობას. *
გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საპილოტე პროექტის გახსნაში, რომელიც დაგეგმილია თბილისში მიმდინარე წლის აპრილის თვეში? (სავარაუდოდ 4 - 15 აპრილი, პანდემიის გათვალისწინებით) *
Required
საიდან გაიგეთ პროექტის  «პატრიოტი დიასპორელი» შესახებ? (მიუთითეთ კონკრეტულად) *
2022-23 წლის ქართული სასწავლო წლის კალენდარი დაგჭირდებათ, რათა იცოდეთ როდის არის სასკოლო არდადეგები საქართველოში და შეადაროთ თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის არდადეგებს. საქართველოს არ აქვს საშემოდგომო არდადეგები. სურათზე აღნიშნული თარიღების მიღმა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროექტის «პატრიოტი დიასპორელი» ფარგლებში დაესწროთ გაკვეთილებს ქართულ საჯარო სკოლებში, გაიუმჯობესოთ თქვენი ქართული და გაიჩინოთ ახალი სამეგობრო წრე სამშობლოში. გისურვებთ წარმატებებს!                                                                 გვითხარით დაგეხმარათ თუ არა ქართული სასწავლო წლის კალენდარი საქართველოში ვიზიტის დასაგეგმად: *
Captionless Image
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy