ალექს კრავერის ვორკშოპი: როგორ შეიქმნას გაყიდვადი პროდუქტი ჟურნალ-გაზეთებისა და ვებგვერდებისთვის?
11 სექტემბერის, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თემაზე - როგორ შეიქმნას გაყიდვადი პროდუქტი ჟურნალ-გაზეთებისა და ვებგვერდებისთვის - ვორკშოპს ჩაატარებს ალექს კრავერი.
ალექს კრავერი არის თავისუფალი ჟურნალისტი და რედაქტორი, 20 წელზე მეტია მოგზაურობს და წერს სტატიებს ჟურნალ-გაზეთებისთვის The New York Times, National Geographic Travel, Lonely Planet. იგი ასევე აქტიურად არის ჩართული მდგრადი ტურიზმის განვითარების საკითხებში. ალექსი მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა რვა ქვეყნის დამაკავშირებელი სალაშქრო ბილიკის Via Dinarica-ს შექმნის პროცესში. მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით, კითხულობს ლექციებს თავისუფალი და სამოგზაურო ჟურნალისტიკის შესახებ განვითარებადი ტურიზმის მქონე ქვეყნებში.

ვორკშოპზე მონაწილეები გაეცნობიან მოგზაური მწერლების ხედვას, მიიღებენ რჩევებს მოსანახულებელი ადგილების საინტერესოდ წარმოჩენის, ასევე იმის შესახებ, როგორ აღიქვან მედიალანდშაფტი ტურიზმის სამყაროში, შექმნან ისტორიები და გახდნენ მეწარმეები ტურიზმის სფეროში.

📌 ვისთვის არის განკუთვნილი ვორკშოპი?
ვორკშოპი განკუთვნილია ტურიზმის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტების, ბლოგერების, სოციალური მედიის მენეჯერებისა და სტუდენტებისთვის.

✔ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 18:00 საათი (უპირატეობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადრე დარეგისტრირდებიან / ადგილების რაოდენობა: 30)

🕛 დრო: 11 სექტემბერი, 12:30 საათი
🔴ხანგრძლივობა:
🔴ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
🔴სამუშაო ენა: ინგლისური

სახელი, გვარი *
Your answer
ტელეფონის ნომერი (მობილური) *
Your answer
ელ. ფოსტის მისამართი *
Your answer
შენი სტატუსი *
Required
მოგვწერე, შენი საქმიანობიდან გამომდინარე, რატომ იქნება შენთვის სასარგებლო ვორკშოპში მონაწილეობა *
შეავსე ქართული ფონტით. არაუმეტეს 500 სიტყვა.
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms