საჯარო ლექციათა კურსი "სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება"
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებისთვის იწყებს სასწავლო კურსს "სახელმწიფო და სამართლის სწავლება". აღნიშნული კურსის ფარგლებში თავდაპირველად, ჩატარდება 16 საჯარო ლექცია, ხოლო შემდგომი სასწავლო წლიდან აღნიშნული მოიცავს სასწავლო კურსის ფორმატს.
საჯარო ლექციები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე,
საჯარო ლექციებზე დასწრების მსურველები უნდა შეავსონ აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნებისმიერი კურსი სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ქვემოთ მოცემული სასემინარო თემებით.
პირველადი რეგისტრაციის ვადა: 22 მარტი 16:00 საათამდე.
სასემინარო თემები:
მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) და მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი):
თემა1: პლატონის სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია
1. ბიოგრაფიული ცნობები;
2. ,,პოლითეია“ (იდეალური სახელმწიფო და მმართველი, მოძღვრება იდეათა შესახებ, გამოქვაბულის შედარება, ეტლის შედარება).
3. ,,კანონები“ (სახელმწიფო მოწყობის გვიანდელი, რეალისტური მოდელი).

ლევან შატბერაშვილი (ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი (გერმანია)):

თემა 2: არისტოტელეს პოლიტიკური ფილოსოფია და ეთიკა
1. ბიოგრაფიული ცნობები, პლატონის ფილოსოფიის კრიტიკა. მოძღვრება ფორმისა და მატერიის შესახებ; ტელეოლოგია. ელინისტური ეპოქის ელემენტები.
2. ,,პოლიტიკა“ (Zoon politikon, ბუნებრივი უთანასწოროის აპოლოგეტიკა, სათნოებათა შესახებ მოძღვრება და სახელმწიფოს სწორი და მანკიერი ფორმები)
არისტოტელეს ნაშრომი: ,,ნიკომაქეს ეთიკა“ (სამართლიანობის სახეები).

ირაკლი თაბორიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (საქართველო)):
თემა 3: რომაული სახელმწიფო და სამართლებრივი აზროვნება
1. ციცერონის სწავლება სახლმწიფოს მმართველობის ოპტიმალური ფორმისა და სამართლის შესახებ (de re publica, de legis).
2. რომაული სტოიციზმი: სენეკა, ეპიქტიტე, მარკუს ავრელიუსი.

თეო კობუში (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია))

თემა 4: 1) ქრისტიანული არისტოტელიზმი და თომა აქვინელის სწავლება ბუნებითი სამართლის შესახებ.
2) პატრისტიკის პერიოდი, ნეტარი ავგუსტინე და მისი შრომები ,,ღვთის ქალაქისათვის“, ,,აღსარებანი“.


გეორგ ლომანი (მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია))

თემა 5: 1) ჯონ როულსის - „სამართლიანობის თეორია“
2) რონალდ დვორკინი - „დემოკრატიის თეორია“


ლევან შატბერაშვილი (ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი (გერმანია)):

თემა 6: იმანუელ კანტი - სახელმწიფო, სამართლი და ზნეობა კანტთან; ზნეობის კანონი კანტთან

ირაკლი თაბორიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (საქართველო)):

თემა 7: ადრეული ახალი დროის აზროვნება
სამუელ პუფენდორფის ბუნებით-სამართლებრივი მოძღვრება მოვალეობათა შესახებ და საღვთო რომის იმპერიის წყობილების კრიტიკა.

მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) და მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი)):

მარიამ ხაზარაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, საქართველო)):
თემა 8: აქსელ ჰონეტი - სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც სოციალური და ზნეობრივი სახელმწიფო

სახელი და გვარი *
სპეციალობა, კურსი, *
ტელეფონის ნომერი *
ელექტრონული მისამართი *
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Georgian Technical University. - Terms of Service - Additional Terms