GLOW-ს რეგიონალური ელჩების აპლიკაცია
• ჰქონდეს GLOW-ს ელჩობის მინიმუმ 5 თვიანი გამოცდილება
• მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული ელჩების კონფერენციაში
• გამოხატავდეს სურვილს რომ გაუწიოს მენტორობა GLOW-ს ახალ კურსდამთავრებულებს
• იყოს მინიმუმ 16 წლის
• შევსებული ჰქონდეს რეგიონალური ელჩების სააპლიკაციო ფორმა.

მოვალეობები: GLOW-ს რეგიონალური ელჩი თავის პოზიციას შეინარჩუნებს 4 თვის განმავლობაში და დაეკისრება შემდეგი პასუხისმგებლობები:

• დაესწროს გლოუს ელჩების პროგრამის კოორდინატორის მიერ ორგანიზებულ ონალინ-ორიენტაციებს.
• გლოუს კურსდამთავრებულებს გაუწიოს დახმარება პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში დახმაროს პორექტის ანგარიშის ფორმის შევსებაში. იქონიოს აქტიური კომუნკაცია იმეილის, ფეისბუქის, ტელეფონის, სკაიპის საშუალებით.
• ორგანიზება გაუწიოს კურსდამთავრებულთათვის ყოველთვიურ ონლაინ დაკავშირებას. ეს იქნება არაფორმალური შეხვედრა, სადაც გოგონები მოიკითხვენ ერთმანეთს, გაუზიარებენ იდეებს და მხიარულად გაატარებენ დროს.
• მოამზადოს თვიური ანგარიშები და მიაწოდოს პროგრამის კოორდინატორს - ანგარიში უნდა მოიცავდეს რა პროექტები განხორციელდა კონკრეტულ რეგიონში, რა მიღწევები ჰქონდა რეგიონალრ ელჩს, რა გამოწვევევბი შეხვდა და რას გეგმავს მომავალ თვეს.
• შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს ფეისბუქ-ჯგუფს საკუთარ რეგიონში. ხშირად გააკეთოს პოსტები, მოამზადოს თვის პროექტის იდეა/გამოწვევა, განათავსოს სურათები და საკუთარი ვიდეო, რომ მოტივაცია გაუჩინოს მათ პროექტების მოსამზადებლად.
• განახორციელოს სულ ცოტა ერთი დიდმასშტაბიანი პროექტი თემში. პროექტი უნდა გაკეთდეს პარტნიორ ორგანიზაციასთან (არასამთავრობო ორგანიზაცია, სკოლა, ბიბლიოთეკა და სხვ.) ერთად.


რას მიიღებს აპლიკანტი: GLOW-ს რეგიონალური ელჩი მიჩნეული იქნება GLOW საქართველოს სტაჟიორად. რეგიონალური ელჩის კანდიდატურა ასევე განხილული იქნება კონფერენციაზე მისაწვევ სტუმართა შორის, რათა პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის სესიის დროს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ახალ ელჩებს. გარდა ამისა უმცროსი “ქანსლერების“ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში რეგიონალურ ელჩებს სხვა კანდიდატურებთან შედარებით მიენიჭებათ უპირატესობა.
შეზღუდვები: GLOW-ს რეგიონალური ელჩი უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის, უპირატესობა მიენიჭება იმ ელჩს რომელიც კვლავ ცხოვრობს თავის მშობლიურ ქალაქში/სოფელში. ელჩი უნდა ცხოვრობდეს იმ რეგიონში რომელზეც აკეთებს განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. (შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება ცალკეულ შემთხვევებში, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლოუს ელჩების პროგრამის კოოედინატორს). რეგიონალურ ელჩს შეუძლია ხელმეორედ შეიტანოს განახადი ამ პოზიციაზე ერთი წლის გასვლის შემდეგ.

Email address *
Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service