დასაქმების კვირეული ილიაუნიში - შეხვედრა "ჯეოკაპიტალი"-ს წარმომადგენელთან
1-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში 10 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს „ჯეოკაპიტალის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი მარიამ პავლიაშვილი.

შეხვედრის თემა: დასაქმების შესაძლებლობა „ჯეოკაპიტალში“

დრო: 10 ნოემბერი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ჯეოკაპიტალი“წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე (გაიმართება 16-17 ნოემბერს) აქტიური ვაკანსიებით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

სახელი გვარი:
Your answer
ტელეფონის ნომერი:
Your answer
ელ-ფოსტა:
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse - Terms of Service