UNIJOBS - დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ხორციელდება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა - UNIJOBS.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების ბაზაზე მიმდინარეობს სტუდენტების და კურსდამთავრებულების რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიღებული ინფორმაციის ხარჯზე იფილტრება ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები, დასაქმებასთან და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები და ყოველდღიურ რეჟიმში პროფილურად ეგზავნებათ აპლიკანტებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

თუ დაინტერესებული ხართ სწავლის პარალელურად დასაქმებით ან სწავლა დაასრულეთ და სამსახურს ეძებთ, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია აპლიკაციის საშუალებით და მიიღეთ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ვაკანსიების, სტაჟირებების, დასაქმების ფორუმების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა UNIJOBS-ში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც სწავლობენ ან სწავლობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სტუდენტებს და კუსრდამთავრებულებს).

რეგისტრაციის შემდეგ აღნიშნულ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გამოგიგზავნით მეილით: uni-jobs@iliauni.edu.ge.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
2019 წლის 1 აპრილიდან მიმდინარეობს უნიჯობსის ბაზის განახლება, ამიტომ პირებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია 2016 წლიდან 2019 წლის აპრილამდე, გთხოვთ, შეავსოთ განახლებული სააპლიკაციო ფორმა.


შეკითხვების ან/და სააპლიკაციო ფორმაში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები;
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
e-mail: uni-jobs@iliauni.edu.ge

სავალდებულოა თითოეული ველის ქართულად შევსება (გარდა ელ-ფოსტის ველისა)
სახელი, გვარი *
პირადი ნომერი *
მიუთითეთ თერთმეტნიშნა ნომერი, რომელიც დატანილია თქვენს პირადობის დამადასტუდებელ მოწმობაზე. გაცნობებთ, რომ მითითებული პირადი ნომერი ილიაუნის ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი სტატუსის (სტუდენტი/კურსდამთავრებული) გადამოწმების მიზნით.
სქესი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
მობილური ტელეფონის ნომერი *
ელექტრონული ფოსტის მისამართი *
მიუთითეთ თქვენი მოქმედი e-mail-ის მისამართი, სადაც გსურთ რომ გამოგიგზავნოთ ვაკანსიები. უმჯობესი იქნება თუ მიუთითებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მონიჭებულ ელ-ფოსტის მისამართს (პაროლის აღდგენის ინსტქრუქცია იხილეთ არგუსის სიახლეებში). გაითვალისწინეთ, რომ არასწორი ელ-ფოსტის მითითების შემთხვევაში ავტომატურად ეთიშებით პროგრამას.
სასწავლო სტატუსი *
საფეხური *
სტუდენტებმა მიუთითეთ რომელ საფეხურზე სწავლობთ, კურსდამთავრებულებმა - რომელი საფეხური დაამთავრეთ.
კურსი
გთხოვთ, კურსი მიუთითეთ შემდეგი პრინციპით: ბაკალავრიატზე სწავლის შემთხვევაში მიუთითეთ (BA) ნიშნულით აღნიშნული კურსი, მაგისტრატურაზე - (MA), დოქტორანტურის შემთხვევაში მიუთითეთ -PHD, ხოლო თუ კურსდამთავრებული ბრძანდებით, კურსის ნაცვლად მიუთითეთ - კურსდამთავრებული.
ფაკულტეტი *
სტუდენტებმა მიუთითეთ რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ, კურსდამთავრებულებმა - რომელი დაასრულეთ.
Next
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Ilia State University. Report Abuse