სოციალური მეწარმეობა + ინოვაცია = დადებითი გავლენა
📣 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სოციალური ინოვაციების პლატფორმა და ლოგიკმეტრი წარმოგიდგენთ ერთობლივ ვებინარს: “ახალგაზრდები სოციალურ მეწარმეობასა და ინოვაციებში”.
🔷 სამეწარმეო უნარები წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო კომპეტენციას ზოგადი განათლების სისტემაში და მიჩნეულია როგორც პიროვნული განვითარებისა და მომავალი საქმიანობის მნიშვნელოვან ხელისშემწყობ პირობად. მეწარმეობის სწავლებისას მოსწავლეებმა უნდა გამოიმუშაონ უნარი და მზაობა იმისთვის, რომ შექმნან ღირებულება სხვა ადამიანებისთვის.
🔶 რა განსხვავებაა და რა პოტენციური უპირატესობა აქვს სოციალურ მეწარმეობას და სოციალურ ინოვაციებს მეწარმეობისა და ინოვაციებთან შედარებით მოგვიყვება ანა მენაღარიშვილი სოციალური ინოვაციების პლატფორმიდან.
🎉 რატომ აირჩია სოციალური მეწარმეობა მოგვიყვება ახალგაზრდა სოციალური მეწარმე სალომე წიქვაძე, ხოლო, ვებინარის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სალომეს მიერ დაფუძნებულ სოციალური საწარმო “ჩუს” სამაგიდო თამაშში.
ვებინარის ჩატარების დრო: 11 აგვისტო, 15:00 სთ.
ვებინარის ხანგრძლივობა: 1 სთ.
📲 ვებინარი ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე;