📢 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის აგრძელებს ინტერაქციული შეხვედრების სერიას.
EEU ღია კარის დღეების ფარგლებში გელოდებათ საინტერესო შეხვედრები საუნივერსიტეტო სივრცეში 🏢🤩
გაიცანით მომავლის პროფესიები, შეიძინეთ ახალი მეგობრები და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ, სფეროს ექსპერტ სპიკერებთან თუ მოდერატორებთან ერთად 👩🏼🎓👨🏼🎓
პროექტის ბოლოს გაიმართება EEU აუქციონი, სადაც თითოეულ აქტივობაში ჩართულობით მოპოვებული ბონუს ქულებით შეიძენთ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთებს 📚🖊💼
ინტერაქციული შეხვედრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები და სხვა ფულადი პრიზები
ინტერაქციული შეხვედრები დაფინანსებულია და მონაწილეობის მიღება უფასოა
პერსონალური მონაცემების დამუშავება
სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და/ან უნივერსიტეტის გვერდზე განთავსება, შესაძლოა, განხორციელდეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ღია კარის დღის ღონისძიების ორგანიზების მიზნებისთვის. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ღია კარის დღის ღონისძიებების დროს მოხდება ფოტო და ვიდეო-გადაღება, რომელთა გამოყენება ღონისძიების ორგანიზატორებს შეეძლებათ პუბლიკაციებისა და ვებსაიტებისთვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ თქვენი ფოტოს ამგვარად გამოყენების, გთხოვთ, ადგილზე მიმართოთ ღონისძიების ორგანიზატორებს.