საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშილს. ასლი გადაეცეს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გიორგი გოგილაშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ანაგის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგეხსენებათ, რომ სოფელი ანაგა, ცივგომბორის მთის კალტაზეა შეფენილი, მოსახლეობის დიდი ნაწილით დასახლებულია ე.წ მთავარანგელოზის ხევში და მის ზედა მხარეს, ცენტრალური გზიდან ბოლო მოსახლემდე დაახლოებით700-1000 მეტრია. მთიანი რელიეფის გამო საავტომობილო გზა ფაქტიურად არ არსებობს, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე, ამასთანავე გზის ამ მონაკვეთზე მდებარეობს სოფლის #1 საბავშვო ბაღი, სოფლის სასაფლაო და მთავარანგელოზის მამათა მონასტერი სადაც ოდითგანვე ბევრი მომლოცველი დადის.

გთხოვთ დაუყოვნებლად გაითვალისწინოთ ჩვენი პრობლემა და მოკლე დროში მოგვიწესრიგოთ საავტომობილო გზა სანიაღვრე არსებით. წიიაღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ამ გზაზე გადაადგილება.

Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms