Women Techmakers Tbilisi სარეგისტრაციო

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Google -ის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა Women Techmaker ღონისძიებები რომლის მიზანია გაზარდოს IT სფეროში ქალების ჩართულობას, წაახალისოს ახალგაზრდები და დაეხმაროს მათ პროფესიულ ზრდაში; წარმატებული ქალი ინჟინრების, დიზაინერების, დეველოპერების გამოსვლებით ხაზი გაუსვას მათ მნიშვნელობას სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს ქალ და მამაკაც დეველოპერებს შორის ინტეგრაციას, რესურსების გაზიარებას და თანამშრომლობას.

მარტის თვეში Women Techmakers მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში შეხვედრები შედგება რომლის მთავარ სლოგანს Engineering The Future წარმოადგენს.

Women Techmakers თბილისი: საქართველო თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მსგავს ღონისძიებას 29 მარტს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ Women Techmakers თბილისი ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე, იგი არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. პირიქით, პროექტის მიზანია ქალების ჩართულობის ზრდა, მამაკაცების აქტიურობის დონის შენარჩუნების ფონზე.

ღონისძიება მოიცავს:
• ტექნოლოგიურ საუბრებს/სემინარებს;
• სპიკერების პანელს, სადაც IT სფეროში ჩართული ქალები დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მისცემენ რჩევებს, ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებზე და ზოგადად განიხილავენ აღნიშნული სფეროს პერსპექტიულობას;
• სხვა მცირე სახის აქტივობებს რომლის მიზანია ტექნოლოგიების პოპულარიზება და მონაწილეების ერთმანეთთან დაკავშირება.

ღონისძიება ჩატარდება 29 მარტს, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, 12 დან 6 საათამდე.

Women Techmakers თბილისზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. რეგისტაციის გავლა შესაძლებელია ელექტორნული ფორმის საშუალებით.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერია Google. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე http://womentechmakers.com/.

    This is a required question
    This is a required question
    This is a required question
    This is a required question