ინტენსიური განმავითარებელი აქტივობების კურსი 3-6 წლის ბავშვებისთვის ქუთაისში

✅ აზროვნების აკადემია იწყებს ინტენსიურ განმავითარებელ პროგრამებს ქუთაისში 3-6 წლის ბავშვებისთვის!

ასაკობრივი კატეგორია:

Ø  3-4 წლის ჯგუფი

Ø  5-6 წლის ჯგუფი

კურსის აღწერა:

პიროვნების ფსიქო-სოციალური და ემოციური განვითარება დაბადებიდან იწყება. მენტალური ჯანმრთელობისთვის დამხმარე ისეთი უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების, გრძნობებისა და განწყობების გაგება, ემოციური თვითრეგულაცია, ემპათია, სხვისი გათვალისწინება, საკუთარი მნიშვნელობის  აღქმა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება, მეტად მნიშვნელოვანია ადრეული განვითარების პერიოდი.

კურსით გათვალისწინებული მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით ბავშვებს უვითარდებათ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ სკოლაში მიწოდებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ ათვისებაში, უცხო გარემოში მარტივად ადაპტაციაში, ასევე უვითარდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

კურსის მიზანი:

კურსი მიზნად ისახავს მეტყველების, აზროვნების, ნატიფი მოტორიკის, წარმოსახვის, მეხსიერების, სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებას, ასაკის შესაბამისი ცოდნისა და უნარ – ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

კურსის ფორმატი:

ფორმატი ითვალისწინებს ჯგუფურ მუშაობას და ჯგუფში ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც დამხმარეა ემოციური თვითრეგულაციისა და ისეთი სოციალური უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა: თანამშრომლობა, გაზიარება, რიგითობის დაცვა, მხარდაჭერა, სხვისი აღიარება და საკუთარი ღირებულების აღქმა, უკუკავშირის მიღება, უარყოფითი ქცევის კორექცია და დადებითი ქცევის განმტკიცება, წესების ერთობლივი შეთანხმება და დაცვა, ემოციური მხარდაჭერა და ემპათია.

კურსში შემავალი აქტივობები:

თითოეული შეხვედრა მოიცავს 3-4 განსხვავებულ აქტივობას.

🎨 არტ-თერაპია – მოიცავს შემდეგ შემოქმედებით აქტივობებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა თერაპია, კორექციული ზღაპრები, მეტაფორული ბარათები. მუშაობა იქნება ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: დაბალი თვითშეფასება, ფობიები, კომპლექსები და სხვა პიროვნების განვითარებისთვის შემაფერხებლი ფაქტორები.

🎯 ფსიქოლოგიური აქტივობები – მიმართულება ემოციურ და ქცევით თვითრეგულირებას უწყობს ხელს. ბავშვებს უვითარდებათ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების, თვითშემეცნების და თვითშეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი.

✅ განმავითარებელი აქტივობები – ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე ჯგუფებსა და მთლიან ჯგუფში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება; საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია.

✌️ ლოგიკა – მიმართულება მიზნად ისახავს ლოგიკური უნარების განვითარებას, მათი ჩვევაში გადასვლა მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითარებს არასტანდარტულ, კრიტიკულ აზროვნებას, კოგნიტურ უნარებს.

შემეცნება – მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო მოვლენებს, შეიძენენ ზოგად ცოდნა-წარმოდგენებს ბუნების, ხელოვნების, ტექნოლოგიების, კოსმოსის შესახებ.

🌟 სკოლისთვის მოსამზადებელი კურსი მიზნად ისახავს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ანალიზს. დაგეგმილი აქტივობები ბავშვის აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, წარმოსახვის, ნებელობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შემეცნებისა და ზოგადი ცოდნა წარმოდგენების, ნატიფი და მსხვილი მოტორიკისგანვითარების ხელშემწყობია.

შეხვედრებს გაუძღვებიან აზროვნების აკადემიის პედაგოგები.

პროგრამის ნაწილია ყოველთვიური სალექციო შეხვედრები მონაწილეთა მშობლებისათვის.  ბავშვის აღზრდის, შესაბამისი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგებთან.

📜 კურსის ბოლოს ბავშვებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

⏳ შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ (შაბათ-კვირას)

⏳ თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ და 30 წუთი.

კურსის ღირებულება:

🔖ყოველთვიური გადასახადი (8 შეხვედრა) – 290 ლარი

💸 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

💸 წლიური გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

💸 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება.


🔹 მისამართი: ხახანაშვილის #10, სასტუმრო სოლომონი


☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  0322 15 15 40

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
ბავშვის ასაკი

*
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი *
მშობლის/პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტის მისამართი *
საცხოვრებელი ადგილი *
ბაღი
დამატებითი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy