თანამედროვე მშობლები (2021)
🥳 30 ოქტომბრიდან, ამონაშვილის აკადემია სიხარულით გეპატიჟებათ ამონაშვილის საავტორო პროგრამაზე - “თანამედროვე მშობლები” - პროგრამა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდით!
❓ რას მოგცემთ ეს კურსი? - კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ჰუმანური პედაგოგიკის ძირითად საფუძვლებს, გაიგებენ მისი გამოყენებით როგორ მისცენ საკუთარ შვილებს განვითარების მაქსიმალური საშუალება, როგორ იურთიერთონ საკუთარ შვილებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტების გარეშე, გაეცნობიან ბავშვის აღზრდის სხვადასხვა პრაქტიკულ მეთოდებს და საშუალება ექნებათ განიხილონ სხვადასხვა ყოველდღიური სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.
👉 ვინ წაიყვანს კურსს? - პროგრამას გაუძღვებიან ჰუმანური პედაგოგიკის სერტიფიცირებული სპეციალისტები ნინო ამონაშვილი და მარიამ დავითინიძე. კურსის სპეციალური მოწვეული სპიკერი იქნება პაატა ამონაშვილი. 
🗓️ კურსის ხანგრძლივობა - 30 ოქტომბერი - 4 დეკემბერი (6 შეხვედრა). თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1.5 საათი. 
⏰ როდის ჩატარდება შეხვედრები? - შეხვედრები შედგება ყოველ შაბათს - 12:00-13:30.
🔖 კურსის ღირებულება - 240 ლარი. 
❣️ გელოდებით ჩვენს ახალ ოფისში!