Taoba International Youth Film Festival 2019
კულტურის და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ, 2019 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით თბილისში ჩატარდება საერთაშორისო კინოფესტივალი "თაობა", რომელშიც 500 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.

დარეგისტირება შეუძლიათ 13-18 წლის ახალგაზრდებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 მარტი.

შემოსულ განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, შერჩეულ მოზარდებს დაუკავშირდებიან პირადად, რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის საშუალებით, არაუგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.

განაცხადი უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე, ქართულ ენაზე შევსებული განაცხადები არ განიხილება.

ფესტივალი ჩატარდება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში: ქ. თბილისი, რუსთაველის #6

"თაობა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება უფასოა.

გისურვებთ წარმატებას!

www.taoba.cef.org.ge

www.facebook.com/TaobaYouth

taoba@cef.org.ge

Taoba 2018 - Video Diary
First name *
Your answer
Last name *
Your answer
Date of birth *
MM
/
DD
/
YYYY
Home address *
Your answer
Town/Village *
Your answer
Postal code *
Your answer
Name of the school *
Your answer
Mobile phone number *
Your answer
What is your motivation to participate in Taoba International Youth Film Festival? *
Your answer
Tell us about yourself *
Your answer
ვადასტურებ რომ გავეცანი წესებს და შემიძლია 2019 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ფესტივალში მონაწილეობის მიღება *
Required
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google.