ფორმა შექმნილია ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის'' (DRI) მიერ, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედებების გამოვლენის, აღწერის და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
აცნობიერებს რა, რომ მსხვერპლთა უმრავლესობას, შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო არ სურდეს დისკრიმინაციის ფაქტის შეტყობინება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) დისკრიმინაციით დაზარალებულ პირთა დასაცავად შექმნა ონლაინ ფორმა, რომლითაც ვინაობის მითითების გარეშე შესაძლებელია დისკრიმინაციის ფაქტის დაფიქსირება. შევსებულ ფორმას (კონფიდენციალობის სრული დაცვით) შეისწავლიან და დაამუშავებენ ორგანიზაციის იურისტები, რასაც ინიციატორის სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ორგანიზაციის მისამართი: გ. კარტოზიას ქუჩა №10
ტელეფონი : +995 032 2 22 09 07
ელ.ფოსტა:
info@democracyresearch.org