4=მტკიცედ ვეთანხმები
3=ვეთანხმები
2=კითხვაზე პასუხი არ მაქვს
1=არ ვეთანხმები
0=მტკიცედ არ ვეთანხმები
9.1) კომუნიკაციის პროცესში საუკეთესო მსმენელი ვარ, რის საფუძველზეც ვაგროვებ ინფორმაციას და ვიღებ ეფექტურ გადაწყვეტილებას
9.2) კითხვის დასმით ყოველთვის ვამოწმებ გაიგო თუ არა თანამშრომელმა რაც ვუთხარი
9.3) რამე თუ ვერ გავიგე ყოველთვის ვსვამ დამატებით კითხვებს
9.4) კომუნიკაციის პროცესის დაბრკოლებების გარეშე წარმართვისთვის კომფორტულ გარემოს ვქმნი (არ ვპასუხობ ტელეფონს, ვკეტავ კარს, ყურადღებით ვუსმენ და სხვ.)
9.5) ყურადღებით ვისმენ თანამშრომლების შეხედულებებს და არ ვსტრესავ მათ ჩემი შეხედულებების თავზე მოხვევით
9.6) გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის ვცდილობ, შევაგროვო მაქსიმალური ინფორმაცია პრობლემის შესახებ
9.7) პრობლემის არსებობისას თანამშრომლების მღელვარების მაჩვენებელი იკლებს როცა მათ ვრთავ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
9.8) ვცდილობ სწორად მივაწოდო თანამშრომლებს ჩემი იდეები
9.9) კომუნიკაციის პროცესში ყოველთვის ვაკონტროლებ ხმის ტონს და მიმართვის ფორმას
9.10) კომუნიკაციის პროცესის დაწყებამდე მონაწილეებს ყოველთვის ვუხსნი კომუნიკაციის მიზანს
9.11) თანამშრომელთა წინადადებებს ყოველთვის განვიხილავ მიკერძოების გარეშე და შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებებს
9.12) წინასწარ არ ვფიქრობ, თუ რომელი კომუნიკაციის მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური, რათა განვსაზღვრო ჩემი მიზნის ადვილად მიღწევის შესაძლებლობა
9.13) თანამშრომლებს შორის კონფლიქტი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ხელმძღვანელის მიერ გადაწყვეტილების ხარისხის გაზრდის მიზნით
9.14) თანამშრომლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია შესაძლოა იქცეს მენეჯერის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად
9.15) გადაწყვეტილებები ყოველთვის დროულად არის მიღებული
9.16) სამუშაო გარემო ხელს უწყობს კომუნიკაციური კავშირების გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხზე აისახება
9.17) კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია
9.18) პრობლემის მოსაგვარებლად დაგეეგმილი შეხვედრის დეტალები წინასწარ არის გაწერილი (დრო, მოვალეობები, გრაფიკი)
9.19) შეხვედრის მონაწილეებს წინასწარ ეგზავნებათ გეგმა და დეტალები
9.20) შეხვედრებში მონაწილეობენ პრობლემასთან მიმართებაში კომპეტენტური და კვალიფიციური თანამშრომლები
9.21) შეხვედრის მსვლელობისას თანამშრომლები გრძნობენ, რომ მათი აზრი მონაწილეობს ძირითადი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ზრდის მათ მოტივაციას
9.22) შეხვედრის მსვლელობისას, პრობლემის უკეთესად გააზრების მიზნით, გამოიყენება სხვადასხვა საშუალებები (დაფები, ცხრილები, გრაფიკები, პრეზენტაციები და სხვა)
9.23) პრეზენტაციის დასასრულს თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები, რათა მოხდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის მოტივირება
9.24) შეხვედრის ბოლოს იდეები და რეკომენდაციები ჯამდება და მიიღება გადაწყვეტილება
9.25) ორგანიზაციის მიერ კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდების და საშუალებების გამოყენება დადებითად მოქმედებს თანამშრომელთა უნარების და კომპეტენციების განვითარებაზე
9.26) ორგანიზაცია აქტიურად იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, რათა წაახალისოს თანამშრომლები, რომ საკუთარი იდეების წარდგენით ჩაერთნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში