ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა
ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი“ იწყებს მონაწილეების შერჩევას პროექტისთვის „ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა“. 25 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გაივლის ინტენსიურ გადამზადებას ლიდერული და ორგანიზაციული უნარების გასაუმჯობესებლად. Პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც გამოცდილ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ინიციატივებზე იმუშავებენ.

Რა? სად? Როდის?
Პირველი ეტაპი: შერჩეული მონაწილეები 5-11 აგვისტოს  გაემგზავრებიან საზაფხულო სკოლაში, სადაც გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ტრენერებისა და მენტორების ხელმძღვანელობით. საზაფხულო სკოლა განხორციელდება პროექტისთვის სპეციალურად  შერჩეულ ლოკაციაზე.
 კურსი დაფარავს შემდეგ თემებს:
- ინტერპერსონალური და წერითი კომუნიკაცია;
- პრეზენტაციის ტექნიკები და საჯარო გამოსვლები;
- ლიდერობა და გუნდური მუშაობა;
- კონფლიქტების მართვა;
- ორგანიზაციის მართვის საფუძვლები;

მეორე ნაწილი: მოიცავს რეგულარულ შეხვედრებს და ვორქშოფებს ასოციაცია ,,დრონის” ოფისში და ორიენტირებული იქნება სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვაზე, ფონდების მოძიებაზე, ინიციატივებზე მუშაობასა და განხორციელების გზების დასახვაზე. ვორქშოფები წარიმართება როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ რეჟიმში.
პროექტის პარტნიორი:
Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში+

საკონტაქტო ინფორმაცია:
contact@droni.org, მობ 574 27-11-27
ზემოთ აღნიშნულ ელ. ფოსტაზე გთხოვთ გამოაგზავნოთ
1. ვიდეორგოლი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
2. ესე, რომელიც უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 500 სიტყვისგან;


აპლიკაციის შევსების დედლაინი: 25 ივლისს 20:00 საათზე


Sign in to Google to save your progress. Learn more
Clear selection
სახელი გვარი *
ელ. ფოსტა *
საკონტაქტო ნომერი *
დაბადების თარიღი *
უნივერსიტეტი *
ფაკულტეტი *
სწავლების ეტაპი *
კურსი *
მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ ან/და საერთაშორისო აქტივობებში(კონფერენციები, ტრენინგები, ღონისძიებები, გაცვლითი პროგრამები) თუ კი, მოიყვანეთ მაგალითები: *
ხართ ან ყოფილხართ თუ არა ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და რა ფორმით (ფაკულტეტის საბჭოებში, სტუდენტურ ორგანიზაციებში, სამუშაო საინიციატივო ჯგუფების მუშაობაში ჩართულობა ) თუ კი, მოიყვანეთ მაგალითები: *
გიმუშავიათ თუ არა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და რა ფორმით *
როგორც ახალგაზრდა ლიდერი, როგორ გამოიყენებთ პროექტისგან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტურ საქმიანობაში? *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy