სტუდენტური საცხოვრებელი/სასტუმრო
ყველა სართულზე გამოყოფილია კომპიუტერული და სტუდენტთა თავშეყრის ადგილები, სამზარეულო - მსუბუქი საუზმის ან ვახშამის მოსამზადებლად.

პირველ სართულზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტი, ნულოვან სართულზე - ჰიგიენის ოთახი (სარეცხი მანქანები), გასართობი სივრცე (მცირე კინოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი, ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის ოთახები) აქვეა სასადილო, სადაც პროფესიონალი მზარეულები მოამზადებენ საუზმეს/სადილს სტუდენტთა სურვილით.

საცხოვრებელი უზრუნველყოფილია დაცვით, საერთო ადმინისტრაციული, სამედიცინო და სანიტარული კონტროლით.

მანძილი საცხოვრებლიდან ძირითად სასწავლო კორპუსამდე 100-120 მეტრია.

სტუდენტურ საცხოვრებელში თვითმომსახურებაა, თუმცა შესაძლებელია დამატებითი სერვისის ორგანიზება (სარეცხის რეცხვა/დაუთოვება, ოთახის დასუფთავება), რისთვისაც დამატებითი საზღაური შეადგენს თვეში 90 ლარს.

პირველი გადასახადი განკუთვნილია პირველი და ბოლო თვეებისთვის, ხოლო დარჩენილი საზღაურის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის 5 რიცხვამდე.

ხელშეკრულება იდება, ძირითადად, 10 თვით, ივნისის ჩათვლით. ყოველი მომავალი წლისთვის, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სტუდენტს უნარჩუნდება საცხოვრებელი ფართი ივლის-აგვისტოს თვეების გადასახადის გარეშე

საცხოვრებელი ოთახების დახასიათება:
Next
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. Report Abuse - Terms of Service - Additional Terms