Taoba Academy 2019
კულტურის და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ, 2019 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით თბილისში ჩატარდება საერთაშორისო კინოფესტივალი "თაობა", რომელშიც 500 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.

წელს „თაობა“ კარს სტუდენტებსაც უღებს! წელს პირველად ჩატარდება ახალი პროექტი, „თაობის აკადემია“, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა რეჟისურით, სცენარის წერით, კინომხატვრობითა და პროდიუსინგით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, რათა შეხვდნენ, გაესაუბრონ და გაიზიარონ ცნობილი და წარმატებული ქართველი კინოპროფესიონალების გამოცდილება.

თუ გაინტერესებს კინოხელოვნება და ხარ 19-22 წლის, დარეგისტრირდი "თაობის აკადემიაში". შემოსულ განაცხადებს განიხილავს კომისია, შერჩეულ ახალგაზრდებს დავუკავშირდებით პირადად, რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის საშუალებით, არაუგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 მარტი.


"თაობა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალსა და Taoba Academy-ში მონაწილეობის მიღება უფასოა.

გისურვებთ წარმატებას!

www.taoba.cef.org.ge

www.facebook.com/TaobaYouth

taoba@cef.org.ge

Taoba 2018 - Video Diary
სახელი *
Your answer
გვარი *
Your answer
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
მისამართი *
Your answer
ქალაქი *
Your answer
რომელი საკითხი გაინტერესებს? *
შეგიძლია რამდენიმე მონიშნო
Required
უნივერსიტეტის დასახელება *
Your answer
ფაკულტეტი *
Your answer
კურსი *
Your answer
მობილური ტელეფონის ნომერი *
Your answer
სამოტივაციო წერილი *
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google.