კატო მიქელაძის პრემია 2021
"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.
კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.
ნომინირების პირობები
- კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს
- თვითნომინირება დაუშვებელია
- ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია
- არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება
პრემიის კრიტერიუმები
· კანდიდატი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში
· უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
· ხელს უწყობდეს ქალთა უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების
· ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას
· აქტიურად იყოს ჩართული ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში
· უნდა საქმიანობდეს საქართველოში
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
· ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე
· ესმახურებოდეს ქალების, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას
· იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
· ხელს უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას