Responses cannot be edited
Green Fest - მოხალისეების შერჩევა
,,ახალგაზრდა მწვანეები'' ვიწყებთ მოხალისეების შერჩევას მწვანე ფესტივალისთვის ^-^

ვინ ვართ ჩვენ ?

საქართველოს '„ახალგაზრდა მწვანეები“ არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიასა და ჰორიზონტალური მართვის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს მწვანე ფასეულობების გავრცელების მიზნით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (მდგრადი განვითარება, სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობა, ფემინიზმი, დემოკრატიული პრინციპები).
ძირითადად, ახალგაზრდა მწვანეებს საზოგადოება იცნობს საგანმანათლებლო ღონისძიების და თემატური კამპანიების მეშვეობით.

პროექტი ხორციელდება ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს'' მხარდაჭერით.

მწვანე ფესტივალი/GreenFest 2017

მწვანე ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდება 10-11 ივნისს. პირველი ფესტივალი თბილისში, რიყის პარკში ჩატარდა, ხოლო 2016 წელს - რუსთავის პარკში.

მწვანე პოლიტიკური ფესტივალი გულისხმობს ქალაქ თბილისში ორდღიან პოლიტიკურ და კულტურულ ფესტივალს, რომელიც გააერთიანებს სემინარების, ვორქშოფების, პანელ-დისკუსიების ციკლს. აგრეთვე, ფესტივალის ორივე დღის განმავლობაში იქნება ვორქშოფები, ორგანიზაციების პრეზენტაციები, სპორტული აქტივობები, არაფორმალური დისკუსიები, ფილმის ჩვენება, კვების ობიექტი და ბარი, საღამოს ნაწილი კი მთლიანად მუსიკას დაეთმობა.

მწვანე ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში მწვანე ფასეულობების გავრცელება და მათი პოლიტიკური გააქტიურება. წელს ფესტივალი შეეხება ოთხ ძირითად თემას:

- ახალგაზრდები
- გენდერი და ფემინიზმი
- განახლებადი ენერგიები
- სამხრეთ კავკასიის აქტივიზმი და რეგიონალური კონტექსტი

ვის შეუძლია გახდეს მოხალისე?

თუ ხარ 16 წელს ზემოთ ახალგაზრდა, დაინტერესებული სოციალური და ეკოლოგიური საკითხებით, გინდა შეიძინო ახალი გამოცდილება და გაიცნო ახალი ადამიანები, მაშინ აუცილებლად გამოგზავნე აპლიკაცია. მოხალისეებს შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, ასევე უშუალოდ მის მიმდინარეობისას.

მოხალისეები შეირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე!
დედლაინი 23 აპრილი
გისურვებთ წარმატებებს :)

ერთად შევქმნათ მწვანე წესრიგი

Email address
Young Greens
სახელი/გვარი (ზედმეტსახელი)
ტელეფონის ნომერი
რატომ გსურთ მწვანე ფესტივალის მოხალისეობა?
ფესტივალის რომელ მოსამზადებელ ნაწილში გსურთ ჩართვა?
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. - Terms of Service - Additional Terms