საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს დარგობრივი კვლევა
მოგესალმებით ძვირფასო რესპონდენტო,

PR ასოციაცია მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ
“ალტერბრიჯის“ კვლევით ცენტრთან ერთობლივად ატარებს ელექტრონულ გამოკითხვას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული და ამ მიმართულებით დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

კვლევის მიზანია PR სპეციალისტის კომპეტენციებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებების შესწავლა, საქართველოს დასაქმების ბაზარსა და საგანმანათლებლო სივრცეში ამ სპეციალობის მიმართ მოთხოვნების გამოვლენა და არსებული პრაქტიკით დარგისადმი მიდგომების განსაზღვრა.

კვლევის შედეგების სანდოობა დამოკიდებულია თქვენს თანხმობაზე, ჩაერთოთ ამ გამოკითხვაში. თქვენი მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საინიციატივო დოკუმენტი საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში განათლების საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შესამუშავებლად.

მონაწილეობა ნებაყოფლობითია, პასუხების ანონიმურობა სრულად იქნება დაცული და თქვენი ვინაობა არასოდეს დაუკავშირდება თქვენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

წინასწარ გიხდით მადლობას კვლევაში მონაწილეობისთვის.
Next
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy