მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების პროცესში მონაწილეობის ფორმა
ზუგდიდის თვითმმართველობა იწყებს მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების პროცესს საქართველოს მთავრობის N264 განკარგულებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. დოკუმენტის სტატუსიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი შექმნის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა. გამომდინარე აქედან, გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში, რომლის შედეგად შეიქმნება დაინტერესებულ მხარეთა ბაზა. ასევე მოგიწოდებთ მომავალში აქტიურად ჩაერთოთ დოკუმენტის შემუშავების პროცესში.