სტუდენტი სტუდენტისთვის

გაცნობებთ, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცდა პროექტი - იმიტირებული ლექციების კურსი. პროექტის ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩაატარებენ ლექციებს. პროექტში მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის საფუძველზე.
პროექტი შედგება შემდეგი ეტაპისგან:
• პირველი ეტაპი- ბაკალავრიატის თითოეულ კურსსა და სპეციალობაზე მოხდება ერთი გამარჯვებულის გამოვლენა (სამართალი - 4, საერთაშორისო ურთიერთობების - 4 საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი)- 4);
• მეორე ეტაპი - გამარჯვებულ კანდიდატებს შორის ჩატარდება შეჯიბრი, სადაც სპეციალობის მიხედვით გამოვლინდება 5 გამარჯვებული (სამართალი - 2; საერთაშორისო ურთიერთობების- 2; საერთაშორისო ურთიერთობების (რუსულენოვანი) - 1);
• ფინალი - მეორე ეტაპზე შერჩეული 5 კანდიდატისგან გამოვლინდება 1 გამარჯვებული.
შეფასება ხდება წინასწარ დამტკიცებული კომისიის მიერ.
გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია.

შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგნაირად:
• საუბრობს გამართულად და გასაგებად;
• აწვდის შესაბამის ინფორმაციას, საკუთარ შეხედულებებს;
• ლექციას წარმართავს თავდაჯერებულად;
• კითხვებზე იძლევა სწორ და ამომწურავ პასუხებს;
• ლექციაზე იყენებს თანამედროვე საშუალებებს;
• იცავს ეთიკურ ნორმებს;
• ზრუნავს საკუთარ იერზე;
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ფინალში გასულ სტუდენტებს სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.

სახელი, გვარი *
Your answer
კურსი *
სპეციალობა *
მობილური ტელეფონის ნომერი *
Your answer
ელექტრონული ფოსტა *
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of Georgian Technical University. Report Abuse - Terms of Service