გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატური ბანაკი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის 

CENN, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli” ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას ახალგაზრდებისათვის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატურ ბანაკში მონაწილეობისათვის. 

ბანაკი მიზნად ისახავს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე და ახალგაზრდების მიერ ადგილობრივ თემში, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობისაკენ მიმართული, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების წახალისებას. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ სესიებსა და ვორქშოფებს შემდეგ საკითხებზე: სასურსათო სისტემები, მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა, სურსათის ნარჩენები და სურსათის დანაკარგები, გარემოს დაბინძურება, მეწარმეობა სასურსათო სისტემების გასწვრივ.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-25 წლის, ახალგაზრდებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 25 სექტემბერი, 2023. 

ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 2023 წლის 13-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სოფიკო ბაბალაშვილი - sopiko.babalashvili@cenn.org

ბანაკი იმართება „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი I გვარი  *
საცხოვრებელი ადგილი  *
ასაკი *
ტელეფონის ნომერი *
ელ-ფოსტა  *
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საქმიანობის სფერო (თუ ხართ სტუდენტი ან მოსწავლე, მიუთითეთ, სად სწავლობთ; თუ დასაქმებული ხართ, მიუთითეთ, სად მუშაობთ): *
გთხოვთ, მოგვიყვეთ რა შეხება გაქვთ/გქონიათ გარემოს დაცვასთან ან/და სოფლის მეურნეობასთან?  *
ჩაწერეთ პასუხი - მინიმუმ 100 სიტყვა
გთხოვთ, ნათლად განმარტოთ,  რატომ გაგიჩნდათ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატურ ბანაკში მონაწილეობის სურვილი?  *
ჩაწერეთ პასუხი - მინიმუმ 100 სიტყვა
გთხოვთ, მოგვიყვეთ ნათლად და დეტალურად, ბანაკში მონაწილეობის შემდგომ სად, როგორ და რა მიმართულებებით გამოიყენებთ მიღებულ  ინფორმაციასა და კავშირებს?  *
ჩაწერეთ პასუხი - მინიმუმ 100 სიტყვა
მიუთითეთ ერთ-ერთი ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი
*
გთხოვთ, წინასწარ შეუთანხმეთ ოჯახის წევრს, რომ მის ტელეფონის ნომერს გაუზიარებთ შესარჩევ კომისიაöს.
დადასტურება (ჩაწერეთ სახელი და გვარი)
*
ვადასტურებ, რომ ბანაკში ჩემი მონაწილეობის სურვილის  შესახებ იციან ოჯახის წევრებმა და ისინი მხარს უჭერენ ჩემს ინიციატივას. აგრეთვე, გავიარე კონსულტაცია სკოლის პედაგოდიახ, ოჯახის წევრებისა და სკოლის მასწავლებლებისგან ნებართვის მიღების შემდეგ გადავწყვიტე დამეწერაგთან ან/და უნივერსიტეტის ლექტორთან და ვაცხადებ მზადყოფნას, შესარჩევი ტურის გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეობა მივიღო 13-17 ოქტომბერს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში დაგეგმილ ბანაკში. 
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy