ფორუმ თეატრი -  სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება
კრეატიული განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ზრდასრულთა განათლების ქსელთან თანამშრომლობით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პროექტში: „სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“.
პროექტის მთავარი მიზანია სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება ინოვაციური მეთოდების, კერძოდ კი ფორუმ თეატრის გამოყენებით. თითოეულ რეგიონში შეირჩევა 20-20 მონაწილე, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა:

– გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი: სამოქალაქო აქტივიზმი და ფორუმ თეატრი როგორც ინოვაციური მეთოდოლოგია
– დაგეგმონ და განახორციელონ ფორუმ თეატრი საკუთარ რეგიონში ადგილობრივ ახალგაზრდობასთან
– წარმოადგინონ მიღწეული შედეგები შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის დასასრულს.

პროექტის სამიზნე რეგიონები და თარიღები:

• ქედა 7-10 ივნისი
• ახალციხე 14-17 ივნისი
• სენაკი 5-8 ივლისი
• ლელიანი 12-15 ივლისი
• კოდა, წეროვანი 19-22 ივლისი
• ბაღდათი 26-29 ივლისი

პროექტის განრიგი:
– რეგიონალური ტრენინგები: ივნისი-ივლისი
– განხორციელების ფაზა: ივლისი- აგვისტო
– შემაჯამებელი შეხვედრა: სექტემბერი
მონაწილეების პროფილი:
– ახალგაზრდული მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა აქტიური ახალგაზრდები
– არიან 18-30 წლის
– გამოთქვამენ მზაობას სრულად ჩაერთონ პროექტში
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ  შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
595 99 60 30
davidmirvelashvili@hotmail.com
სახელი და გვარი
ასაკი
ტელეფონის ნომერი
E-mail
ქალაქი (რეგიონი)
Clear selection
რას საქმიანობთ ამჟამად? (იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას, მოკლედ აღწერეთ  საქმიანობა)
რატომ გსურთ ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
გთხოვთ დაადასტუროთ რომ სრულად შეძლებთ პროექტში ჩართვას
გთხოვთ დაადასტუროთ რომ სრულად დაესწრებით ტრენინგს
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy