ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამას ადასტურებს ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარე ხელისუფლების უბინძურესი, შავრაზმული დემონიზების კამპანია, მისთვის მჯავრის დადებამდე.

სისხლის სამართლის დევნა ასევე მიმდინარეობს თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი წელი ქართულ ჯარში მსახურობდა, ათი თვე უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 8 მარტის აქციაზე დააკავეს.

თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების ხელით მართულ სასამართლოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ზეწოლას და მეტიც, ლაზარესა და თორნიკეს უსამართლო დევნაში მას საკვანძო როლი აქვს.

იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიეკს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, არსებითია, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში კორუმპირებული მოსამართლეები საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ჩაანაცვლონ.

"ნაფიცთა მსაჯულება მარტო იმითაა სანატრელი, მარტო იმითაა კარგი, რომ სჯის და მსაჯულობს სინიდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა" - ილია ჭავჭავაძე.

მოვითხოვთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 353-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე, ლაზარე კი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს გირაოთი.
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
ტელეფონის ნომერი *
მეილი *
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy