სააპლიკაციო ფორმა
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერთიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე „სამოქალაქო ლიდერობა“ .
სასწავლო პროგრამა დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციაა და ოთხი მოდულისგან შედგება:
• სამოქალაქო ლიდერობა;
• ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა;
• პროექტის მართვა;
• ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ:
პროგრამა განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წევრებისთვის, აქტივისტებისთვის, მოხალისეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარ თემში ან რეგიონში დადებითი ცვლილების განხორციელება.

სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• მოძებნონ და ითანამშრომლონ თანამოაზრეებთან თავიანთ თემსა და/ან რეგიონში
• წარმატებით გაუძღვნენ სათემო პროექტებს, ინიციატივებსა თუ კამპანიებს
• მოიძიონ რესურსები სამოქალაქო და სათემო ინიციატივების განსახორციელებლად
• მოიზიდონ მხარდამჭერები სამოქალაქო და სათემო პროექტებისა და კამპანიებისთვის
• შეძლონ ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

რეგისტრაცია და თარიღები:
• სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აგვისტო, 2019წ.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.do/CLCinfo

სახელი *
Your answer
გვარი *
Your answer
დაბადების წელი *
Your answer
ელ-ფოსტის მისამართი *
გთხოვთ ყურადღებით შეიყვანოთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი!
Your answer
ტელეფონი *
Your answer
ქალაქი *
Your answer
რატომ გსურთ აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა? *
(მაქსიმუმ 150 სიტყვა)
Your answer
გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით: *
გთხოვთ დაწეროთ რა გამოცილება გაქვთ სამოქალაქო აქტვიზმის მიმართულებით (მაქსიმუმ 150 სიტყვა)
Your answer
Submit
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service